რას ფიქრობს ვიტალიკ ბუტერინი კრიპტოგადახდების პოტენციალზე

ფოტო - რას ფიქრობს ვიტალიკ ბუტერინი კრიპტოგადახდების პოტენციალზე
ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების გავრცელებისა და პოპულარობის ზრდის მიუხედავად, კრიპტო გადახდები ჯერ კიდევ დაუფასებელია საერთაშორისო ბაზარზე. მას მიაჩნია, რომ ციფრული აქტივები აღემატება ფიატს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა შემოწირულობები საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო გადახდები და ტრანზაქციები ერთი ქვეყნის შიგნით.
ხალხი განარგძობს არასათანადოდ იმის შეფასებას, რამდენად ხშირად არის კრიპტო გადახდები უკეთესი. არა ცენზურისთვის წინააღმდეგობის გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ბევრად უფრო მოსახერხებელია
წერს ბუტერინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე
აღსანიშნავია, რომ ბუტერინის ტვიტების მიუხედავად, დღეს საზოგადოების ინტერესი კრიპტო გადახდების მიმართ იზრდება. ფიატური ვალუტების ტრანზაქციები ხშირად ხანგრძლივ დროს საჭიროებს და დამატებით ხარჯებს მოითხოვს. კრიპტოვალუტით ოპერაციები კი ბევრად უფრო სწრაფია, და ამავდროულად მომხმარებლის ანონიმურობა შენარჩუნებულია.

რაც შეეხება ციფრული აქტივების მოხერხებულობას ჰუმანიტარულ სექტორსა და ქველმოქმედებაში, გლობალური კრიპტო საზოგადოების მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარება შეიძლება ამის თვალსაჩინო მაგალითი იყოს. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, სახელმწიფო კრიპტოვალუტის ფონდის ანგარიშებზე რამდენიმე დღეში  55 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება შემოვიდა სხვადასხვა კრიპტოვალუტაში.

თუმცა, კრიპტო ტრანზაქციებს ასევე აქვს უარყოფითი მხარეები. ახლა ბევრი ქვეყანა აქტიურად არის დაკავებული კრიპტო სივრცის რეგულირებით და არავინ იცის, როგორ რეაგირებას მოახდენს დარგი სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე და აისახება თუ არა ეს მის ფუნქციონირებაზე.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების ვოლატილობა ბევრად აღემატება ფიატს, ამიტომ აქტივების ფასები არასტაბილურია. ეს მოცემულობა ზოგიერთი ადამიანის მიერ აღიქმება, როგორც რისკ-ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია კრიპტოვალუტების, როგორც გადახდის საშუალების გამოყენებისას.

იშ