Web3 ინკუბატორი Astar Network-ისა და Sony-სგან

ფოტო - Web3 ინკუბატორი Astar Network-ისა და Sony-სგან
Astar Network და Sony Network Communications ბლოკჩეინ დეველოპერებისთვის Web3 ინკუბატორს უშვებენ. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 17 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიებმა მიიღეს 150-ზე მეტი მოთხოვნა სტარტაპებისგან მთელი მსოფლიოდან.
მათთან შემოსული პროექტების შესწავლის შემდეგ, შეირჩევა 15-მდე მონაწილე. ისინი გახდებიან ინკუბატორის ნაწილი და მარტიდან ივნისამდე პერიოდში შეძლებენ დაესწრონ საგანმანათლებლო სესიებს Sony-ს, Astar-ის და სხვა მოწვეული მენტორების მხარდაჭერით.

საინკუბაციო პროგრამას ორგანიზებას გაუწევს სინგაპურული  კომპანია Startale Labs, რომლის მთავარი დირექტორი ასევე Astar Network-ის დამფუძნებელია.

შერჩეულ სტარტაპების კურატორები იქნებიან Web3-ის ისეთი  წარმომადგენლები, როგორიცაა რიოჰეი სუძუკი (Sony Network Communications-ის ხელმძღვანელი სინგაპურში), სოტა ვატანაბე  (Astar Network-ის დამფუძნებელი), ბენ პერშიკი (Polychain-ის პარტნიორი), ბოლ ლაბუნი (Web3 Foundation-ის გრანტების განყოფილების ხელმძღვანელი), მაიკლ სმიტი-უმცროსი (სტარტაპების მიმართულების დირექტორი Microsoft-ში). 

დეველოპერები დაესწრებიან სემინარებს მასშტაბური საინვესტიციო კომპანიებისგან, რომელთა შორისა Fenbushi Capital, Dragonfly და Alchemy Ventures. მათ ასევე შეეძლებათ მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია აქტუალური ბიზნეს სტრატეგიების შესახებ.

ვინაიდან Sony Network Communications იკვლევს ბლოკჩეინს გასართობი და ფინანსური სფეროების თვალსაზრისით, ინკუბატორი უპირველეს ყოვლისა მიმართული იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ეს ინდუსტრიები Web3-ზე გადასვლისას აწყდებიან. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება NFT-ებსა და DAO-ებს დაეთმობა.
Web3 დეველოპერის საზოგადოების სწრაფმა ზრდამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და მე მახარებს პროექტების რაოდენობა, რომლებმაც ჩვენს ინკუბატორში გაწევრიანება ისურვეს. მოუთმენლად ველი პროგრამის შემდეგი ეტაპის დაწყებას, როდესაც სტარტაპები დაიწყებენ მუშაობას AWS-ის, Polychain-ის, Microsoft-ის და სხვა კომპანიების მენტორებთან
, - განაცხადა Astar Network-ის დამფუძნებელმა სოტა ვატანაბემ.
ივნისში, ტოკიოში, Sony Group-ის მთავარ ოფისში Japan Blockchain Week-ის ფარგლებში გაიმართება საინკუბაციო პროგრამის ყველაზე ღირსეული მონაწილეების წარდგენა, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.

ინკუბატორს Web3 სფეროში უწოდებენ ინიციატივებს, რომელიც ეხმარება ბლოკჩეინ პროექტების დეველოპერებს განვითარების ადრეულ ეტაპებზე. მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატებოდეს უფასო ან შეღავათიან სწავლებაში, კონსულტაციებში, ბუღალტრული აღრიცხვისა და იურიდიული ხასიათის რეკომენდაციებში.

Sony Network Communications არის  თავისი ელექტრონიკით ცნობილი იაპონური კორპორაცია Sony-ს შვილობილი კომპანიაა. თუმცა, მის მმართველობაში უამრავი სხვადასხვა საწარმოა, რომელიც მუსიკის, კინოს, ვიდეო თამაშების და სხვა ინდუსტრიებთან არის დაკავშირებული. Sony Network Communications ქმნის სხვადასხვა პროდუქტებსა და აპლიკაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, ნივთების ინტერნეტთან, კომუნიკაციებთან, ახლახან კი კომპანია  NFT-ით დაინტერესდა.

Astar Network არის Polkadot-ის ერთ-ერთი პირველი პარაჩეინი. კომპანია პოზიციონირებს, როგორც უაღრესად მასშტაბირებადი დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი, რომელიც Web3 ეკოსისტემისა და მულტიჯაჭვური სმარტ კონტრაქტების განვითარებისთვის შეიქმნა. Astar-მა ასევე დააარსა დეცენტრალიზებული აპლიკაციების საინკუბაციო ცენტრი.