Wells Fargo-ს საკმაოდ მაღალი ჯარიმა ემუქრება

ფოტო - Wells Fargo-ს საკმაოდ მაღალი ჯარიმა ემუქრება
ამერიკულ ბანკებს, როგორც ჩანს, წარუმატებლობები, თან სდევს. მარტში Silvergate, Signature და Silicon Valley Bank გაკოტრდა. ახლა კი Wells Fargo იძულებულია 1 მილაირდი დოლარი გადაიხადოს, რათა კლიენტებთან არასათანადო მოპყორობის საქმე მაოგვაროს.
Wells Fargo & Co-მ სასამართლოს სარჩელით 1 მილიარდი დოლარის ზარალის ანაზღაურება გადაწყვიტა. ეს თავიდან ააცილებს ძვირადღირებულ სასამართლო პროცესებს და  კომპანიის რეპუტაციას დაიცავს, რომელიც სკანდალური ინციდენტების სერიამ დაფარა.

ბანკკს თაღლითობასა და აქციონერებთან უხეში მოპყრობის შესახებ არაერთი ბრალდება წაუყენეს. თავად დაზარალებულების თქმით, Wells Fargo-მ მიზანმიმართულად დაამახინჯა მონაცემები ფედერალური სარეზერვო და ორი სხვა მარეგულირებლის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ითქვა, რომ ორი წლის განმავლობაში, 2020 წლის მარტის მდგომარეობით, კომპანიის საბაზრო ღირებულება 54 მილიარდ დოლარზე მეტით დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ Wells Fargo & Co ამტკიცებს, რომ მათ არ ჩაუდენიათ რაიმე უკანონო ქმედება, კომპანიამ მაინც საქმის მოგვარება გადაწყვიტა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალდებებს ამ საქმეში, ჩვენ ამ კონფლიქტის მოგვარებას ვცდილობთ“, - ნათქვამია Wells Fargo-ს განცხადებაში.

ამასთან, ბანკის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ შარფმა განაცხადა, რომ ამჟამად კომპანია წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაზე კვლავ მუშაობს.

„როდესაც მე თანამდებობაზე დავინიშნე, კომპანიას არ გააჩნდა კულტურა, ეფექტიანი სამუშაო პროცესები და  მენეჯმენტის სათანადო ზედამხედველობა, რაც ხარვეზების დროულად გამოსწორების საშუალებას არ გვაძლევდა“, - ამბობს ჩარლზი. „ახლა ჩვენ მსგავსი საკითხების მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს“.

მანჰეტენის ოლქის მოსამართლემ გრეგორი ვუდსმა წინასწარი თანხმობა მისცა ამ საქმის მოგვარებას მხარეებს შორის შეთანხმების გზით. საბოლოო მოსმენა 2023 წლის 8 სექტემბერს გაიმართება.

2016 წლიდან ბანკმა გადარიცხა და გამოყო მილიარდობით დოლარი სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. ერთ-ერთი მაგალითი იყო 3,5 მილიონის ანგარიშის გახსნა კლიენტების ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, ასობით ათასი მსესხებელი იძულებული გახდა გადაეხადა ავტოდაზღვევის საფასური, რომელიც არასდროს გაუფორმებიათ.

GNcrypto-მა ადრე უკვე დაწერა Samsung-სა და კორეის ბანკს შორის CBDC-ის შემუშავებაში თანამშრომლობის დაწყების შესახებ.