რა არის Ask და Bid ფასები? ვხსნით მაგალითებზე

ფოტო - რა არის Ask და Bid ფასები? ვხსნით მაგალითებზე
რა განსხვავებაა Ask და Bid ფასებს შორის? რა არის სპრედი და რაზეა დამოკიდებული მისი ზომა? როგორ გავარკვიოთ ფასების მოძრაობის მომავალი მიმართულება ორდერების წიგნისა და გარიგების წიგნის დახმარებით.
-იზია, ორჯერ ორი რამდენია?
-ვყიდულობთ თუ ვყიდით?
ძველი ებრაული ანეკდოტი
Ask და Bid ფასების გასაგებად, მოდით შევხედოთ მათ ჩვეულებრივი გადამცვლელი პუნქტის მაგალითზე. თუ იქ დოლარის ფასს იკითხავთ, მიიღებთ "ოდესურ პასუხს": "ყიდვა გინდათ, თუ გაყიდვა?" სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოლარზე ორი ფასია: „ყიდვის ფასი“ და „გაყიდვის ფასი“.

ასე რომ, ვალუტის ყიდვის ფასი გადამცვლელ პუნქტში პირობითად შეიძლება ჩაითვალოს Bid ფასად. ეს არის ფასი, რომლითაც კლიენტს შეუძლია გაყიდოს ის ვალუტა, რომელიც მას აქვს. ხოლო ვალუტის გაყიდვის ფასი - მოთხოვნის Ask ფასია, რომლითაც კლიენტს ვალუტის შეძენა შეუძლია. განსხვავებას გაყიდვისა და ყიდვის ფასს შორის ეწოდება სპრედი (Spread). სპრედის ზომა გაცვლითი პუნქტის მოგებაა.
გადამცვლელი პუნქტის კურსები

გადამცვლელი პუნქტის კურსები

მაგალითად, თუ თქვენ  ყიდულობთ $100-ს და დაუყოვნებლივ ყიდით მათ მაგალითში მითითებული კურსით, თქვენ ავტომატურად გახდებით მონაწილე ატრაქციონისა "დაიჭირე 100 დოლარი 150 გრივნად". გადამცვლელი პუნქტის მოგება 150 გრივნით გაიზრდება. 
(ყურადღება მიაქციეთ, რომ სურათზე "ვალუტის გაცვლის" ცხრილში კლიენტის შესყიდვის ფასი მითითებულია სვეტში "გაყიდვა", ხოლო გასაყიდი ფასი მოცემულია სვეტში "ყიდვა", რადგან ეს გადამცვლელი პუნქტისთვის სარკისებური ტრანზაქციაა).

სავაჭრო პლატფორმებზე, რომლებიც მარჟინალური ვაჭრობის სერვისს უზრუნველყოფენ, სადაც ყიდვა-გაყიდვა აქტივის ფიზიკური მიწოდების გარეშე ხდება, ამასთან აუცილებელია საპირისპირო ოპერაციაა, სადაც ბროკერი გადამცვლელის როლში. Ask და Bid ფასები დინამიკურად იცვლება აქტივის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, სპრედი კი ფიქსირებული რჩება. ჩვეულებრივ, სპრედი იზომება პუნქტებით და თითოეული სავაჭრო წყვილისთვის ცალკე თანხმდება. რაც უფრო მცირეა ბირჟის მიერ შეთავაზებული სპრედი, მით უფრო მოსახერხებელი და მომგებიანია ტრეიდერებისთვის მასზე ვაჭრობა.

თუ პლატფორმაზე ვაჭრობა ხდება აქტივის ფიზიკური მიწოდებით, ბირჟა მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ საბოლოოდ არ იღებს მოგებას სპრედიდან. ამ შემთხვევაში ბირჟის საკომისიო შემოსავალი არის ტრანზაქციის ღირებულების ფიქსირებული პროცენტი. თუმცა, Ask და Bid ფასები ჯერ კიდევ არსებობს. იმის გასაგებად, თუ როგორ ფორმირდება ისინი, ჯერ უნდა დაზუსტდეს ორდერების ძირითადი ტიპები. ტრეიდერებს შეუძლიათ იყიდონ ან გაყიდონ აქტივები სალიმიტო ან საბაზრო ორდერების გამოყენებით.

საბაზრო ორდერი არის განაცხადი აქტივის ყიდვის, ან გაყიდვის შესახებ მიმდინარე საბაზრო ფასით. ასეთი ორდერი სრულდება მყისიერად საუკეთესო ფასად.

სალიმიტო ორდერი არის ტრეიდერის განაცხადი აქტივის გაყიდვის, ან ყიდვის შესახებ ფიქსირებულ ფასად. თუ ბაზარზე მითითებულ ფასად აქტივი ყიდვის, ან გაყიდვის მსურველები არ არიან, ინფორმაცია ორდერის შესახებ ორდერების წიგნში ხვდება.

იმის გამო, რომ ყველას სურს, იყიდოს იაფად, ხოლო გაყიდოს ძვირად, ყიდვისა და გაყიდვის ფასები სალიმიტო ორდერებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს ორდერები შესრულებას ორდერების წიგნში ელოდება. მაგალითად, ბირჟაზე WhiteBIT LTC-ს ყიდვა/გაყიდვის ორდერების წიგნი ასე გამოიყურება.
ორდერების წიგნი

ორდერების წიგნი

სურათზე წითელი ფერით გამოყოფილია Ask ფასები, რომლებითაც გამყიდველებს Litecoin-ის გაყიდვა სურთ. გვერდით გამოსახულია LTC-ის გაყიდვების მოცულობა და მისი დოლარის ეკვივალენტი. თვალსაჩინოებისთვის, მოცულობის მნიშვნელობა დუბლირებულია ჰისტოგრამის სვეტების საშუალებით.

მწვანე ფერით აღნიშნულია Bid ფასები. ეს არის მაქსიმალური (ზღვრული) ფასები, რომლითაც მყიდველები მზად არიან, LTC შეიძინონ.

Ask ფასსა და Bid ფასს შორის ფასი ისრითაა გამოსახული. ეს არის ფასი, რომლითაც ყიდვა/გაყიდვის ბოლო გარიგება განხორციელდა. თუ ბოლო ოპერაცია უფრო მაღალ ფასში შესრულდა, ისრიანი ფასის ფერი წითელი იქნება, რაც აქტივის ფასის შემცირებაზე მიუთითებს, ხოლო თუ უფრო დაბალ ფასად - მწვანე. ზემოთ მიმართული მწვანე ისარი აქტივის ფასის ზრდაზე მიუთითებს.

ამ შემთხვევაში, სპრედი არის განსხვავება ყველაზე დაბალ Ask ფასსა და ყველაზე მაღალ Bid ფასს შორის. სპრედის ზომა განისაზღვრება აქტივის ლიკვიდობითა და ბაზრის მონაწილეთა აქტივობით, რომლებიც ორდერებს ათავსებენ.

სანამ ორდერები შესრულების მოლოდინშია, ტრეიდერებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები და წაშალონ შეკვეთები. ყიდვა/გაყიდვის შეთანხმება სრულდება, როდესაც:

  • სალიმიტო ორდერებში Ask ფასი Bid ფასს ემთხვევა;
  • ჩნდება ყიდვის საბაზრო ორდერი, რომელიც საუკეთესო Ask ფასით სრულდება;
  • ჩნდება გაყიდვის საბაზრო ორდერი, რომელიც საუკეთესო Bid სრულდება..

ინფორმაცია დადებული გარიგებების შესახებ გარიგების წიგნში ცალკე ინახება. ორდერების წიგნისა და დადებული გარიგებების წიგნის ანალიზი მოცულობის ინდიკატორებთან ერთად ეხმარება ტრეიდერს მიმდინარე სიტუაციაში ორიენტირდეს და აჩვენებს, რომ ვინ იქნება ბაზარზე უახლოეს მომავალში დომინანტი - ხარები  თუ დათვები.

Fi
Fil.Fox
ავტორი