რა არის ტოკენი HEX და როგორ მუშაობს ის?
HEX-ის შესახებ ბევრი არაერთგავროვანი მოსაზრება არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ რიცხვები არ იტყუება. ზოგიერთი აქ ჩვეულებრივი პონცის სქემის ნათელ მაგალითს ხედავს. მაგრამ შექმნის მომენტიდან ტოკენი არ ჩაძირულა და დიდ ინტერესს იპყრიბს საკუთარი თავის მიმართ.
HEX არის Ethereum-ის ბაზაზე არსებული, ERC-20 სტანდარტის და ღია საწყისი კოდის მონეტა. ტოკენი 2019 წლის დეკემბერში რიჩარდ ჰარტმა გამოუშვა, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც მწერალი (მისი ბიოგრაფიის უფრო პიკანტური დეტალები მოგვიანებით გამოჩნდა). გამოშვების დღიდან ტოკენს არაერთხელ წაუყენეს ბრალდება. ჰეიტის მიზეზი არა მხოლოდ სტრუქტურაშია, არამედ პროექტის საწყის ეტაპზე რეკლამის უზარმაზარი რაოდენობაშიც. თავად ტოკენის შემქმნელის ფიგურამ კრიპტო სამყაროში მისი გამოჩენის შემდეგ ბევრი წინააღმდეგობა გამოიწვია. ზოგი მას ტიპიურ თაღლითად მიიჩნევს და არ ენდობა მის „ინოვაციურ“ მიდგომებს. ჰარტი თვლის, რომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილება და მრავალი ბიზნეს-გეგმის განხორციელების არაერთი მცდელობა არის მისი ახალი პროექტის წარმატების საფუძველი.
HEX ტოკენის შეძენა ნებისმიერი მოსახერხებელი კრიპტო ან ფიატური ვალუტით არის შესაძლებელი. უმეტეს შემთხვევაში, შეძენა ხდება ETH-ით.
რატომ თვლიან ხშირად, რომ HEX არის პირამიდა?
ტოკენი HEX სხვა მონეტებისგან ოდნავ განსხვავებულია. პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია - „ეს არის პირველი უაღრესად მომგებიანი დეპოზიტი ბლოკჩეინზე“. პროექტის ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლიდან მონეტის ფასი თითქმის 10 000-ჯერ გაიზარდა. რეგულარული გაყიდვით შემოსავლის გარდა, მონეტის მფლობელს შეუძლია მიიღოს ბევრი შემოსავალი თავისი აქტივების „გაყინვით“. 1-დან 5555 დღემდე ვადით სმარტ-კონტრაქტის გაფორმებით, შეგიძლიათ წელიწადში 25%-მდე მოგება მიიღოთ. მოგების ზუსტი ოდენობის დადგენა შესაძლებელია ფიქსირებული განაკვეთისა და გრაფიკის წყალობით. თუ თქვენ გააფორმეთ კონტრაქტი პროექტის საწყის ეტაპზე, მაშინ თქვენი პროცენტი გაცილებით მაღალია. არ დაგავიწყდეთ ჯარიმების სისტემა. მაგალითად, თუ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა, შეგიძლიათ დაკარგოთ არა მხოლოდ მოსალოდნელი მოგება, არამედ მონეტების ნაწილიც. რაც ყველაზე საინტერესოა, პროექტი ამ საინვესტიციო პროცესს „საოცარ ინოვაციას“ უწოდებს.
მიმზიდველი ციფრები, ყვირალა სლოგანები საიტზე, პროექტის ადრეულ ეტაპზე ბონუს-სქემები „მეგობარი მოიყვანე და პროცენტს მიიღებ“ - ეს ყველაფერი ტიპიურ პირამიდას ჰგავს. მაგრამ პროექტის შემქმნელი ირწმუნება, რომ „ტოპები“ არ იღებენ შემოსავალს „ქვედა რგოლის“ ხარჯზე და თავად სტეიკინგის სისტემა პროექტში ბევრად უკეთესი და უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერ ბანკში, და გამოშვებამდე, ტოკენი რამდენიმე დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლა, რაც ბიტკოინთან დაკავშირებითაც კი არ გაკეთებულა.
რა უნდა გავითვალისწინოთ მონეტის შეძენამდე?
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა ემართება ETH-ს HEX-ზე გაცვლის დროს. თქვენი ტოკენები არ იწვის, არამედ განაგრძობს არსებობას. ისინი ხდება პროექტის საკუთრება და მათი დაბრუნება შეუძლებელია. რიჩარდ ჰარტი ყოველმხრივ გაურბოდა პირდაპირ პასუხს და არ აღიარებს, რომ ეს ფული მას ეკუთვნის.
არსებობს გარკვეული „საწყისი მისამართი“, რომელიც იღებს ყველა ჯარიმის ნახევარს და ყველა ბონუსის გადახდის ასლს. ეს არის ღია ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ საიტზე იხილოთ, მაგრამ ის საკმოად ოსტატურად არის დამალული.
ბევრს არ ასვენებს პროექტის დამფუძნებლის, რიჩარდ ჰარტის „ბნელი წარსული“. ქსელში მოიპოვება მრავალი ინფორმაცია, რომ ჰარტი ადრე სხვა სახელით იყო ცნობილი და 2002 წელს გაასამართლეს ანტისპამის კანონების დარღვევისთვის. 2005 წელს პანამის ხელისუფლებამ რიჩარდ ჯეიმს შულერი (იგივე ჰარტი) გამოძალვისთვის გაასამართლა. 2008 წელს კი ის დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამირებას ეწეოდა.
მთელი „დაპირებული სტაბილურობის“ მიუხედავად, HEX მონეტამ ფასის რამდენიმე ვარდნა განიცადა (პირველი უკვე გაყიდვების მეორე კვირას მოხდა). მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin.com-ის გუნდმა არაერთხელ დაიცვა ტოკენი, ექსპერტების უმეტესობა გვირჩევს, რომ ინვესტიცია ამ პროექტში არ განვახორციელოთ.