რა არის შორთ-სქვიზი და როგორ ავირიდოთ ზარალი შორთ-სქვიზის დროს?

ფოტო - რა არის შორთ-სქვიზი და როგორ ავირიდოთ ზარალი შორთ-სქვიზის დროს?
შორთ-სქვიზი აქტივის ფასის მკვეთრი ზრდა არის, რაც ფუნდამენტური ფაქტორების კი არა, არამედ გარკვეული ფასების დონეზე მოკლე პოზიციების სიჭარბის გამო ხდება.
მოკლე პოზიციის გახსნა ტრეიდერს ფასის დაცემაზე ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევს. ეს დათვის ბაზარზე ფულის შოვნის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. თუმცა, ის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი რისკი შორთ-სქვიზში მოხვედრის შანსია.

შორთ-სქვიზი აქტივის ფასის მკვეთრი მატებაა, რომლის დროსაც შორთერები იძულებულნი არიან, გარიგებები მასობრივად ჩახურონ. ვინაიდან მოკლე პოზიციის დახურვა მიმდინარე ფასად აქტივის გამოსყიდვას ითვალისწინებს, ეს შესყიდვის ორდერების კასკადურ ეფექტს არ იწვევს, რომლებიც, შემდგომი მოკლე პოზიციების დახურვით, ფასს კიდევ უფრო მაღლა უბიძგებს.

შორთ-სქვიზის წინაპირობა, შესაძლოა, გრძელებთან შედარებით, მოკლე პოზიციების მნიშვნელოვანი უპირატესობა და აქტივის  გაჭიანურებული ვარდნა იყოს, რომელიც დიდი რაოდენობით შორთერს იზიდავს. ამიტომაც, გრძელი და მოკლე პოზიციების თანაფარდობა სასარგებლო ინსტრუმენტია ტრეიდერებისთვის, რომლებსაც ზარალის თავიდან აცილება სურთ. 

რაც უფრო მეტი შორთია გახსნილი, მით უფრო ადვილია ამ ხაფანგში გამყიდველების გატყუება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც მეტი ლიკვიდურობა იქნება ბაზარზე, მით უფრო დიდი იქნება იძულებითი ბაი-ორდერების მოცულობა და მით უფრო ძლიერი იქნება ფასის ზრდა. 

შორთ-სქვიზის რისკი, როგორც წესი, მაშინ ჩნდება, როდესაც ფასების ძლიერ დონეზე სტოპ-ლოსების დიდი რაოდენობა ამოქმედდება ხოლმე, რაც ფასს ზევით უბიძგებს. ზოგიერთი ტრეიდერი, რომელიც სტოპით არ გამოეთიშა, გარიგებას ხელით ხურავს, რათა შემდგომი ზარალი აიცილოს და ამით შესყიდვის მოცულობას ზრდის.

შორთ-სქვიზების მაგალითები

1. GameStop

ერთ-ერთი შედარებით ბოლო მაგალითი GameStop-ის აქციების შორთ-სქვიზია. მათი ფასი დიდი ხნის განმავლობაში მცირდებოდა, ბევრი ტრეიდერი და მსხვილი ჰეჯ-ფონდი აქტივს შორთავდა. 

თუმცა, ზოგიერთი ინვესტორი, მათ შორის Bloomberg-ის რეპორტიორი ბრენდონ კოჩკოდინი და Reddit-ის საზოგადოება WallStreetBets, ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ კომპანიის აქციები სათანადოდ არ იყო დაფასებული. მცირე დროში თავის გარშემო მათ მხარდამჭერების დიდი ნაწილის შეკრება მოახერხეს.

მცირე ინვესტორების მთელი არმია GME-ს აქტიურად ყიდულობდა და ფასს ზევით უბიძგებდა. მოკლე პოზიციების უზარმაზარი  რაოდენობა იძულებით დაიხურა, რამაც შემდგომი კასკადური ეფექტები გამოიწვია. მომენტში GME-ს ფასი 483 დოლარს აღწევდა, მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისში კომპანიის აქციები $17-ის ნიშნულთან ახლოს ივაჭრებოდა. შორთერების ზარალმა მილიარდობით დოლარი შეადგინა.
GME-ს შორთ-სქვიზი. წყარო: Tradingview

GME-ს შორთ-სქვიზი. წყარო: Tradingview

2. Celsius (CEL)

კრიპტოდაკრედიტების პლატფორმამ Celsius გაკოტრების შესახებ ამა წლის ზაფხულში გამოაცხადა. 12 ივნისს კომპანიამ კლიენტებს სახსრების მოხსნა აუკრძალა. მაშინ ტოკენის ფასი $0.15-მდე დაეცა. პლატფორმის პრობლემებმა მონეტის შორთისთვის შესანიშნავი ფონი შექმნა, რომლითაც ბევრმა ტრეიდერმა ისარგებლა.

მაშინ Game Stop-ის გამოცდილებით ნასწავლმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კიდევ ერთი "ღონისძიება", ტეგით #CelShortSqueeze. აღსანიშნავია, რომ Celcius-ის დამფუძნებლებმა ეს იდეა  მოიწონეს და მხარი ყველანაირად დაუჭირეს. უკვე აგვისტოში CEL 4,50 დოლარის ნიშნულზე ივაჭრებოდა. ტოკენმა მაღალ ნიშნულებზე გამაგრება ვერ შეძლო და დოლარზე დაბალ დონეზე სწრაფად დაბრუნდა.
CEL-ის შორთ-სქვიზი. წყარო: Tradingview

CEL-ის შორთ-სქვიზი. წყარო: Tradingview

როგორ დავიცვათ თავი დანაკარგებისგან შორთ-სქვიზის დროს?

  1. სტოპ-ლოსი. გამოცდილმა ტრეიდერებმა იციან, რომ სტოპების  განთავსება, უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ღამით არის აუცილებელია. ეს ინსტრუმენტი ზარალის შეზღუდვას უწყობს ხელს და შორთ-სქვიზის შემთხვევაში წაგებულ გარიგებაში ჩარჩენის პრევენციას ახდენს.
  2. ჰეჯირება. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი შორთ-სქვიზის შესაძლებლობას განიხილავს, სტოპ-ლოსის განთავსების ნაცვლად, მას შეუძლია, იგივე აქტივის ყიდვის ორდერი იმ  ნიშნულზე განათავსოს, სადაც სტოპი უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, ის მოგებას აღმავალი მოძრაობის გაგრძელებიდან მიიღებს, რომელმაც, შესაძლოა, წინა გარიგებით გამოწვეული ზარალი დაფაროს.  ჰეჯირება ასევე, შესაძლოა, გულისხმობდეს, რომ ტრეიდერი ყიდულობს მონეტას, რომელსაც სპოტზე შორთავს.
  3. სპოტ-ვაჭრობა. მიუხედავად იმისა, რომ სპოტ-ვაჭრობა ფასების კლებაზე ფულის გამომუშავებას არ ითვალისწინებს, ის გაცილებით ნაკლებად სარისკოა, ვიდრე დერივატივებით ვაჭრობა. სპოტზე ვაჭრობისას შეგიძლიათ, შორთ-სქვიზებზე ფული იშოვოთ, მაგრამ არ დაკარგოთ (თუ, რა თქმა უნდა, ჰაიზე არ იყიდით). 

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ შორთ-სქვიზებზე კარგი ფულის შოვნაა შესაძლებელი, უფრო ხშირად ამ სიტუაციაში ტრეიდერები საკუთარ სახსრებს კარგავენ. პოზიციაში შესასვლელად კარგი მომენტის პოვნისთვის, სასურველია, აქტიურად დააკვირდეთ მონეტებს, რომლებიც აქტიურად იშორთება. მაგრამ, რა თქმა უნდა, შორთ-სქვიზით ყველაზე დიდ სიამოვნებას ჰოლდერები იღებენ, რომლებიც მონეტას თავიანთ პორტფელში უკვე დიდი ხანია ინახავენ.