რა არის BRC-20?

ფოტო - რა არის BRC-20?
BRC-20 არის ახალი სტანდარტი ურთიერთჩანაცვლებადი ტოკენებისთვის Bitcoin-ის ქსელში, რომელიც იყენებს მონაცემთა ჩაწერას BTC-ის უმცირესი ერთეულების სერიულ ნომრებში, ანუ სატოშიში. ის საშუალებას აძლევს ტოკენს არსებობდეს ბიტკოინის პარალელურად მის მშობლიურ ბლოკჩეინზე, ისევე, როგორც ERC-20 ტოკენი არსებობს Ethereum ქსელში.

BRC-20-სა და პირველი ტოკენების წარმომავლობა

BRC-20 სტანდარტის შექმნა შესაძლებელი გახდა Bitcoin Taproot-ის განახლების წყალობით 2021 წელს, რამაც  მეტი მონაცემის დამატების საშუალება უზრუნველყო თითოეული სატოშისთვის სერიული ნომრების მეშვეობით.

საინტერესოა, რომ Bitcoin-ის ქსელში თავდაპირველად არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) გამოჩნდა. ისინი შეიქმნა Bitcoin Ordinals-ის მეშვეობით 2023 წლის იანვარში. და მას შემდეგ, რაც Bitcoin NFT გახდა ძალიან პოპულარული, ენთუზიასტებმა დაიწყეს ექსპერიმენტები ჩვეულებრივი ტოკენების შექმნაზე.

პირველი BRC-20 სტანდარტის ტოკენი 2023 წლის მარტში  Twitter-ის მომხმარებელმა @domodata-მ შექმნა. ამ ტოკენმა მიიღო ტიკერი ORDI. შემდგომში გამოჩნდა ახალი ვარიანტები და როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს,  ძირითადად, მიმკოინები იყო (PEPE, MEME, WZRD).
სწორედ “ის” ტვიტი BRC-20 სტანდარტის პირველი ტოკენით წყარო: Twitter

სწორედ “ის” ტვიტი BRC-20 სტანდარტის პირველი ტოკენით წყარო: Twitter

რა განსხვავებაა BRC-20-სა და ERC-20-ს შორის?

მიუხედავად იმისა, რომ BRC-20 ტოკენის სტანდარტი  წააგავს ERC-20-ს, მას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და მნიშვნელოვანი განსხვავებები. პირველი, რაც მათ გამოარჩევს, არის მოჭრის მეთოდი. ტოკენები Ethereum ქსელში არსებობს სმარტ კონტრაქტების წყალობით, ხოლო BRC-20 კი სატოშიში JSON (Javascript Object Notation) კოდის დამატების მეშვეობით. ეს კოდი განსაზღვრავს ტოკენის ისეთ პარამეტრებსა და მახასიათებლებს, როგორიცაა ტიკერი ან მაქსიმალური ემისია.

სმარტ კონტრაქტების წყალობით, ERC-20 ტოკენებს გაცილებით დიდი ფუნქციონალი გააჩნიათ, ვიდრე ტოკენებს Bitcoin-ის ქსელში. თუმცა, BRC-20 ტოკენები უფრო დეცენტრალიზებულია, რადგან მათი მოჭრის პროცესში მონაწილეობის მიღება რამდენიმე საფულეს შეუძლია.

პრობლემები და პერსპექტივები

Bitcoin NFT-ების და BRC-20 სტანდარტის ტოკენების გამოჩენამ მნიშვნელოვნად დატვირთა  ბიტკოინის ქსელი. ამან გამოიწვია ტრანზაქციების და საკომისიოს რაოდენობის ზრდა და მნიშვნელოვანი რიგის ფორმირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში მაინერები მოგებულები დარჩნენ.

ქსელში დაიწყო ცხარე დისკუსიები BRC-20 ტოკენების არსებობის უფლების შესახებ. ზოგიერთი თვლის, რომ ეს არის უაზრო იდეა, რომელიც მხოლოდ ზიანს აყენებს ბიტკოინს. სხვები მასში ახალ შესაძლებლობებს ხედავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ტოკენების ეს სტანდარტი ექსპერიმენტულია და განვითარების ადრეულ ეტაპზეა. მისი მომავალი ბედი ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა გამოჩნდეს ახალი, ჯერჯერობით შეუმჩნეველი პრობლემები, რომლებიც BRC-20-ს მოაქვს, ისევე როგორც მათი გადაჭრის გზები.