Chainlink არის ორაკულების დეცენტრალიზებული პლატფორმა Ethereum ქსელში, რომელიც აკავშირებს სმარტ–კონტრაქტებს ბლოკჩეინის გარეთ არსებულ მონაცემებთან.
Chainlink-ის წყალობით, პროექტებს, რომლებსაც ადრე მონაცემების გაცვლა მხოლოდ საკუთარი ბლოკჩეინის ფარგლებში შეეძლოთ, ახლა შეუძლიათ ამ მონაცემების გარე სამყაროს თითქმის ნებისმიერი წყაროდან ამოღება.
Oracle არის პროგრამული აპლიკაცია, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი. ის გარე წყაროებიდან მონაცემებს სმარტ–კონტრაქტების ენაზე და პირიქით თარგმნის.
პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. სმარტ–კონტრაქტი აგზავნის ინფორმაციის მოთხოვნას.
2. Chainlink ნოდი იყენებს Chainlink Core პროგრამას ამ მოთხოვნის გადასათარგმნად იმ ენაზე, რომელიც ესმით Ethereum ბლოკჩეინის გარეთ არსებულ სერვისებს.
3. თარგმნილი ვერსია იგზავნება გარე API-ზე, რომელიც აგროვებს მონაცემებს საჭირო წყაროდან.
4. Chainlink Core თარგმნის მიღებულ ინფორმაციას სმარტ–კონტრაქტის ენაზე და აბრუნებს ბლოკჩეინში.
Chainlink Oracle არის ინფორმაციის მთარგმნელი, რომელიც ბლოკჩეინზე გარე სამყაროდან უნდა იყოს ინტეგრირებული. წყარო: Gemini.com
Chainlink-ს შეუძლია სხვადასხვა ქსელური სერვისებიდან მოწოდებული ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირება. ეს შეიძლება იყოს მონაცემები ფინანსური ინსტრუმენტების, ამინდის პროგნოზის, მოძრაობის განრიგის ან ფეხბურთის მატჩების შედეგების შესახებ. ამის წყალობით, DeFi–ს სმარტ–კონტრაქტებს ეძლევა შესაძლებლობა გააფართოვონ შეთავაზებული სერვისების სია.
Oracle ტექნოლოგიის შესახებ მეტის გაგება აქ შეგიძლიათ.
Chainlink ორაკულებს მრავალი ბლოკჩეინ–პროექტი იყენებს, ისეთები,როგორიცაა Aave, bZx და Synthetix. ინტეგრაციის წყალობით მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ბაზარზე არსებული დომინანტი ტარიფებისა და მათთვის საინტერესო სხვა მონაცემების შესახებ. გარდა ამისა Chainlink–ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით 1500 კომპანია იყენებს, მათ შორის SWIFT, AWS და Google Cloud.
ტოკენი LINK არის ERC677 სტანდარტის ChainLink ქსელის ნატიური მონეტა, რომელსაც აქვს ERC20 სტანდარტის ფუნქციები. ტოკენის მთავარი ფუნქციაა ნოდების ოპერატორებისთვის ჯილდოს გადახდა.
LINK ასევე გამოიყენება რეპუტაციის სისტემისთვის. რაც უფრო მეტი სისტემური ტოკენია დაბლოკილი ნოდის ოპერატორისგან, მით უფრო დიდ კონტრაქტებს იღებს. თუმცა, თუ მისი ნოდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდება, მისი ბალანსიდან ტოკენების ნაწილი ავტომატურად ჩამოიჭრება.
LINK–ის შეძენა ცენტრალიზებული ბირჟების უმრავლესობაზე შეიძლება,მათ შორის KuCoin–ზე, OKX–ზე, Huobi–ზე.
LINK–ის ფასის ისტორიული მაქსიმუმი 2021 წლის გაზაფხულზე $52–ის ნიშნულთან დადგინდა. მას შემდეგ ტოკენის ფასი თანდათან იკლებს,და სტატიის წერის მომენტისთვის $6–ის ოდნავ მეტზე ვაჭრობს.
ტოკენი LINK, ისევე როგორც კრიპტობაზრის დანარჩენი ნაწილი, დათვების გავლენის ქვეშ იმყოფება. წყარო: Tradingview.com