დელეგირებული სტეიკინგი და მისი მომგებიანობის გაანგარიშება
დელეგირებული სტეიკინგი არის პირადი ტოკენების გადაცემა სანდო ვალიდატორზე, მოგების მისაღებად საკუთარი ნოდის შექმნის გარეშე. დელეგირებული სტეიკინგი გამოიყენება ბლოკჩეინებზე PoS (მფლობელობის წილის დადასტურება) კონსენსუსის ალგორითმით.
PoS ბლოკჩეინის შიდა კრიპტოვალუტის მფლობელს ჯილდოს მიღება ორი გზით შეუძლია: ფსონების საკუთარი პულის მართვით (მარტივი სტეიკინგი) ან საკუთარი წილის გადაცემით ფსონების პულზე, რომელსაც სხვა მართავს (დელეგირებული სტეიკინგი).
დელეგირებულ სტეიკინგს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია.
პირველ რიგში, ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ ტექნიკური ცოდნა ან რესურსები გაუშვან საკუთარი ნოდი, მიიღონ საკომისიო ანაზღაურების ნაწილი და ქსელის უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
და მეორე, დელეგირება ხელს უწყობს ქსელის დეცენტრალიზაციას დაბლოკვის პროცესის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდით.
როგორ გავხდეთ დელეგირებული სტეიკინგის მონაწილე
დელეგირებული სტეკინგი ბევრ ქსელში გამოიყენება (მაგალითად, Cosmos და Cardano-ს ბლოკჩეინში). ცოტა ხნის წინ, ეს ფუნქცია Aptos ქსელშიც გააქტიურდა.
მაგრამ, ყველაზე აქტიურად ამ ფუნქციას Tezos-ის მომხმარებლები მიმართავენ. აქ მოქმედებს შეზღუდვა ვალიდატორებისთვის: ისინი ბლოკების შექმნის უფლებას იმ შემთხვევაში იღებენ, თუ მათ ბალანსზე ირიცხება მინიმუმ 8000 XTZ. რიგით მომხმარებლებს შეუძლიათ შეუერთდნენ ტოკენების „გამოცხობას“ თავიანთი სახსრების “ბეიკერზე” გადაცემით (ასე უწოდებენ Tezos ქსელის მაინერებს).
ბლოკჩეინი Tezos PoS-ის ერთ-ერთ ვარიანტზე მუშაობს, რომელსაც ეწოდება Liquid Proof-of-Stake (მფლობელობის წილის დადასტურება).
ამიტომ, ვალიდატორები დაინტერესებულები არიან მათ ბალანსზე მესამე მხარის სახსრების მოზიდვით, რადგან მათ მიერ შენახული ტოკენების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ახალი ბლოკის დადასტურების ალბათობის პროცენტთან.
ამ ქსელში დელეგირებული განთავსება საშუალებას გაძლევთ გადაიტანოთ თქვენი ტოკენები ლიკვიდობის პულში Tezos საფულის გამოყენებით, რომელიც ამ პროცესს მხარს უჭერს.
ამ შემთხვევაში ალგორითმი ასე გამოიყურება:
- მომხმარებელი ირჩევს ბეიკერს, რომელსაც ენდობა და გადასცემს თავის XTZ მის მისამართზე პლატფორმის ჩაშენებული საფულის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენი ბალანსი მთლიანად ან ნაწილობრივ.
- ვალიდატორი აღრიცხავს ამ ტოკენებს თავისი სტეიკინგის ბალანსზე და მონაწილეობს ბლოკის ვალიდაციაში იმ მომხმარებლების აქტივების გათვალისწინებით, რომლებმაც მას ხმის უფლება მიანდეს.
- როდესაც ბეიკერი იღებს ჯილდოს თავისი მუშაობისთვის, ის ანაწილებს მას სტეიკინგის ბალანსის დელეგირებული პროცენტის მიხედვით.
- მომხმარებელს უფლება აქვს გადაერთოს თანამშრომლობაზე სხვა ვალიდატორთან დაბლოკვის ვადის გასვლის შემდეგ.
- დელეგირებული სტეიკინგი არ საჭიროებს ტოკენებზე საკუთრების უფლების გადაცემას ვალიდატორისთვის. XTZ მომხმარებლის მფლობელობაში და კონტროლის ქვეშ რჩება.
ტოკენებზე უფლებების შენარჩუნების კუთხით, დელეგირებული სტეიკინგი soft staking-ის მსგავსია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში დაბლოკვის დრო წინასწარ არის შეთანხმებული.
როგორ გამოვთვალოთ დელეგირებული სტეიკინგისგან მიღებული შემოსავალი
დელეგირებული სტეიკინგის მომგებიანობა დამოკიდებულია ოთხ ფაქტორზე:
- დელეგირებული ტოკენების რაოდენობა;
- პულში მათი ბლოკირების პერიოდი;
- ქსელის მიერ შეთავაზებული სტეიკინგის ჯილდოების ოდენობა;
- ვალიდატორის მიერ დაწესებული საკომისიო გადასახადი მისი მომსახურებისთვის.
ზოგადი ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ შეაფასოთ დელეგირებული სტეიკინგის მომგებიანობა, ასე გამოიყურება:
მომგებიანობა = (А * В * C) – D
A – ჯილდო სტეიკინგისთვის ამ ქსელში. მაგალითად, თუ ქსელი გვთავაზობს წლიურ ჯილდოს 5%, ფორმულაში ეს სიდიდე გამოისახება როგორც 0.05.
B – ვალიდატორისთვის დელეგირებული ტოკენების რაოდენობა.
C – სახსრების გადაცემის პერიოდი. ჩვეულებრივ, (მაგრამ არა აუცილებლად) ის კვირეებს ან თვეებს შეადგენს.
D – ვალიდატორის საკომისიო. ეს მაჩვენებელი განსხვავდება სხვადასხვა პლატფორმაზე და გამოიხატება სტეიკინგისთვის მიღებული ჯილდოების პროცენტებში.
დელეგირებული სტეიკინგისგან მიღებული ფაქტობრივი მოგება შეიძლება იყოს გააანგრიშებულზე დაბალი ან უფრო მაღალი, საკომისიო მოსაკრებლების ცვლილებისა და აქტივის ღირებულების რყევების გამო. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აირჩიოთ კარგი რეპუტაციის მქონე ვალიდატორი, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ტოკენების დაკარგვის რისკი.
გარდა ამისა, მაშინ, როდესაც SEC აწარმოებს მასიურ გამოძიებას პროექტებზე, რომლებიც გვთავაზობენ სტეიკინგის მომსახურებას, თქვენი თანხების დიდი ხნით გადაცემა მიზანშეწონილი არ არის.