რა არის დივერგენცია და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ვაჭრობაში?

ფოტო - რა არის დივერგენცია და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ვაჭრობაში?
სიგნალი, რომელსაც „დივერგენცია“ ეწოდება, ეხმარება ტრეიდერს განსაზღვროს შესაძლო ფასის შემოტრიალება, სანამ ეს მოხდება.
 დივერგენცია ინდიკატორული ტექანალიზის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გარდამტეხ ტრიგერად ითვლება. დივერიგენცია წარმოიქმნება იმ მომენტში, როდესაც აქტივის ფასის გრაფიკი და ოსცილატორის გრაფიკი ერთმანეთისგან განსხვავდებიან და საპირისპირო მიმართულებებში არიან. არსებობს ორი ძირითადი ტიპის დივერგენციები: დათვის და ხარის.

დივერგენციის სახეობები

დათვური დივერგენცია არის სიტუაცია, როდესაც აქტივის ფასის გრაფიკზე ახალი მაქსიმუმი წარმოიქმნება, ხოლო ინდიკატორზე - არა.
დათვური დივერგენცია ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview

დათვური დივერგენცია ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview

ერთის მხრივ, გრაფიკზე ჩვენ ვხედავთ, რომ ფასი კვლავ მზარდი ტენდენციის მიმართულებით მოძრაობს. მეორეს მხრივ, ინდიკატორი ამბობს, რომ ტენდენცია მცირდება და ზრდა მხოლოდ ინერციით გრძელდება. ხარები უკვე ქოშინებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე შეიძლება კორექცია დაიწყოს. ასეთი სიგნალის მიღების შემდეგ, ტრეიდერს შეუძლია დაიწყოს პუნქტების ძებნა მოკლე პოზიციის გახსნისთვის.

დათვური დივერგენცია, 2021 წლის გაზაფხულზე, BTC-ის $30,000-მდე ვარდნამდე ცოტა ხნით ადრე ბიტკოინის დღის გრაფიკზე წარმოიქმნა.

ხარის დივერგენცია არის სარკისებრი სიტუაცია, როდესაც აქტივის ფასი განაახლებს მინიმუმს, ხოლო ინდიკატორები -  არა.
ხარის დივერგენცია ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview.

ხარის დივერგენცია ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview.

გრაფიკში ჩანს, რომ ფასი ადგილობრივ  დაღმავალ ტრენდში მოძრაობს და მინიმუმებს აახლებს. ამასობაში ინდიკატორი აჩვენებს მიმდინარე ტენდენციის საპირისპირო მოძრაობას. ეს სიტუაცია შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას, როგორც სიგნალი ტრენდის მალე გარდაქმნის შესახებ. ასეთი სიგნალის მიღების შემდეგ, ტრეიდერს ლონგ-პოზიციის გახსნისთვის შეუძლია პუნქტების ძებნა დაიწყოს.

დივერგენციის გამოყენება პრაქტიკაში

დივერგენციის აღმოჩენისა და ანალიზის მიზნით, ტრეიდერები უფრო ხშირად იყენებენ MACD-ს და RSI-ს, მაგრამ ამ მიზნებისთვის შესაფერისია სხვა ინდიკატორებიც - როგორც ტრენდული, ასევე ოსცილატორები.

შემობრუნების ზონა ყველაზე ადვილია იპოვო აქტივის ფასის გრაფიკისა და ინდიკატორების მაქსიმალური და მინიმალური ნიშნულები მიხედვით. ოსცილატორი მიანიშნებს, რომ ტენდენცია იცვლება, ხოლო აქტივის ფასი კვლავ მოძრაობს ტრენდისკენ და  ექსტრემუმებს აახლებს. ამ შემთხვევაში საჭიროა გარიგების გახსნა, რომელიც მიმდინარე ტენდენციის მიმართულების საპირისპირო იქნება.

 დივერგენციების პოვნის სწავლა  - ნებისმიერი ტრეიდერისათვის საკმაოდ სასარგებლო უნარია, რომელიც სავაჭრო  გადაწყვეტილებების შერჩევისას უზრუნველყოფს უფრო დაბალანსებულ მიდგომას. მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერი სხვა სიგნალის შემთხვევაში,  ვაჭრობის დაწყებამდე რეკომენდებულია მისი დადასტურება: ეს შეიძლება იყოს უახლოესი ძლიერი მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონის გარღვევა.