რა არის Flow (FLOW)? ბლოკჩეინ პროექტის მიმოხილვა

ფოტო - რა არის Flow (FLOW)? ბლოკჩეინ პროექტის მიმოხილვა
Flow-ის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათი ბლოკჩეინი შემდეგი თაობის თამაშებისა და აპლიკაციების შემუშავებისთვის ყველაზე მეტად გამოდგება. Flow- ს პროექტებს მასშტაბირება ლამის შეზღუდვებისა და შარდინგის ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე შეუძლია.
2017 წელს Dapper Labs-მა ბლოკჩეინ Ethereum-ზე თამაში Crypto Kitties გამოუშვა, რომელშიც მოთამაშეებს NFT-კატების მოშენება, შეგროვება და გაყიდვა შეუძლიათ. მან პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და ქსელის გადატვირთვა დაიწყო. დეველოპერები მიხვდნენ, რომ Ethereum მათი მიზნებისთვის შესაფერისი არ იყო და საკუთარი ბლოკჩეინი შექმნეს, რომელიც საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ასე გაჩნდა Flow.

Flow DEX -აპლიკაციებისა და თამაშების შემქმნელებისთვის განკუთვნილი, დეცენტრალიზებული ბლოკჩეინია. Flow-ს  არქიტექტურა Dapp-ების შექმნის საშუალებას იძლევა, რომლებსაც მასშტაბირება მთელი მსოფლიოს მილიარდობით მომხმარებლებამდე შეუძლია.

დეველოპერებს Flow თავისი მუშაობის აწყობის საშუალებას აძლევს: მათ შეუძლიათ, თავიანთი აპლიკაციები საერთო რესურსების ბაზაზე შექმნან. პრაქტიკაში, ეს მონაცემთა ბლოკებისგან შემდგარ კონსტრუქტორს ჰგავს. ასეთი მიდგომა პროგრესული მრავალდონიანი Dapps-ის ამოქმედების საშუალებას იძლევა, რისთვისაც ქსელის სხვა მონაწილეების რესურსია გამოყენებული. 

Dapps-ის კომფორტული შემუშავების გარდა, Flow NFT-პროექტების ასამოქმედებლად კარგად გამოდგება. ბლოკჩეინს სახელოვანი  პარტნიორებისა და კოლაბორაციების დიდი სია უკვე აქვს. მათ შორისაა თანამშრომლობა Warner Music Group-თან, UFC-თან და NBA Top Shot პლატფორმის ამოქმედება, რომელმაც უკვე $1 მილიარდზე მეტი ოდენობის NFT-ები გაყიდა.
Flow-მა საკმაოდ გავლენიანი პარტნიორების მოზიდვა მოახერხა. წყარო: flow.com

Flow-მა საკმაოდ გავლენიანი პარტნიორების მოზიდვა მოახერხა. წყარო: flow.com

როგორ მუშაობს Flow?

ტრადიციულად, თითოეული ნოდი ბლოკჩეინის შესახებ ყველა ინფორმაციას ინახავს. ნოდები ქსელში ყოველი ტრანზაქციის დამუშავებაზე არის პასუხისმგებელი. ეს ბლოკჩეინის მუშაობას მნიშვნელოვნად ანელებს. Flow-ის შემქმნელებმა კონვეიერული არქიტექტურა დაამტკიცეს, რომელიც სამუშაოს  რამდენიმე ტიპის ნოდზე ანაწილებს. 

1. შეგროვების ნოდები (collection nodes) ქსელში მონაცემების გავრცელებაში ეხმარება. ეს კვანძები პროტოკოლის გაფართოებასთან ერთად, მისი უკუკავშირის სიჩქარის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

2. შესრულების ნოდები (execution nodes) ტრანზაქციების გამოთვლაზეა პასუხისმგებელი. ისინი იმ ამოცანებს წყვეტენ, რომლებიც ტრანზაქციების დასრულებას უკავშირდება.

3. ვერიფიკაციის ნოდები (verification nodes) ვალიდატორების მუშაობის გადამოწმებას ახდენენ. ისინი სისტემის მუშაობის სადღეღამისო კონტროლს ახორციელებენ. 

4. კონსენსუსის ნოდები (consensus nodes) პლატფორმის დეცენტრალიზაციას უზრუნველყოფენ.

ისევე, როგორც ტრადიციულ ბლოკჩეინებში, თითოეული ნოდი  ტრანზაქციების ვალიდაციაში მონაწილეობს, თუმცა, Flow-ს ნოდები სხვადასხვა დავალებას დადასტურების სხვადასხვა სტადიაზე ასრულებს. თითოეული მათგანი ცალკეულ ამოცანაზეა სპეციალიზებული, რითაც საერთო ეფექტურობას ზრდის.
ოთხი სახეობის ნოდი, რომელთა დახმარებით Flow მუშაობს. წყარო: flow.com

ოთხი სახეობის ნოდი, რომელთა დახმარებით Flow მუშაობს. წყარო: flow.com

საკუთარი ნოდის გასაშვებად,  გარკვეული რაოდენობით ტოკენ FLOW-ების გაყინვაა საჭირო (130,000-დან 1,250,000 FLOW-მდე, კვანძის ტიპის მიხედვით).

სხვადასხვა ტიპის ნოდები სხვადასხვა სიმძლავრის აღჭურვილობას საჭიროებს. კონსენსუსის ნოდის ამოქმედება პერსონალურ კომპიუტერზეც კი არის შესაძლებელი. შესრულების ნოდის ამოქმედებისთვის კი ცალკე სერვერია საჭირო. ასეთი რთული არქიტექტურის წყალობით, Flow მაღალი საკომისიოსა და დაბალი მასშტაბურობის აღმოფხვრას ახდენს, რითაც Ethereum არის ცნობილი.

რა არის FLOW და სად შეიძლება მისი შეძენა?

FLOW ქსელის utility-ტოკენია, რომელიც სტეიკინგისთვის, პროტოკოლის მართვისა და მონაცემთა გაცვლისთვის გამოიყენება.

FLOW-ს შეძება უმეტეს ცენტრალიზებულ ბირჟებზეა შესაძლებელი, რომელთა შორისა Kraken, KuCoin, Huobi

FlOW-ის ისტორიული მაქსიმუმი 2021 წლის მარტში $39 ნიშნულთან ახლოს დაფიქსირდა. მას შემდეგ, ტოკენის ფასი საგრძნობლად შემცირდა და სტატიის მომზადების მომენტისთვის FLOW $1-ზე ოდნავ ზემოთ ივაჭრება.
FLOW-ს ფასის ისტორიული გრაფიკი. წყარო: Coinmarketcap.

FLOW-ს ფასის ისტორიული გრაფიკი. წყარო: Coinmarketcap.