რა არის Nouns?

icon ETH
ფოტო - რა არის Nouns?
გენერაციული პიქსელური ჰუმანოიდები, რომლებიც უშუალოდ Ethereum-ზე ინახება, ყოველ 24 საათში ერთხელ იჭრება და საქველმოქმედო ინიციატივებს აფინანსებს - ეს ყველაფერი Nouns-ზეა.
Nouns ხელოვნების ექსპერიმენტული, უსასრულო ნიმუშია. ახალი პიქსელური ავატარები ყოველ 24 საათში ერთხელ გენერირდება და დეველოპერები გვპირდებიან, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება. რით  იზიდავს სხვადასხვა ფორმისა და ფერის ჰუმანოიდები ინვესტორებს და რით განსხვავდება ისინი სხვა პოპულარული პიქსელური NFT-ებისგან, მაგალითად, კრიპტოპანკებისგან, ან  Moonbirds-ისგან?
წყარო: OpenSeа

წყარო: OpenSeа

Ethereum-ში შენახვა

Nouns (არსებითი სახელები) Ethereum-ის ბლოკის ჰეშების საფუძველზე შემთხვევით გენერირებული NFT-ების კატეგორიას მიეკუთვნება. ციფრული ხელოვნების ნიმუშების უმეტესობისგან განსხვავებით, ჰუმანოიდები უშუალოდ ბლოკჩეინში, ფაილური სისტემა IPFS-ის გამოყენების გარეშე ინახება. პერსონაჟების ყველა ელემენტი RLE ალგორითმის გამოყენებით იკუმშება, რაც დანაკარგების პრევენციას უწყობს ხელს. 

მკაფიო ნიშნები

ყველა NFT კოლექცია ერთნაირად იშვიათია. დეველოპერების ჩანაფიქრით, იშვიათობის ხარისხის მიხედვით მათი რამდენიმე კატეგორიად დაყოფა უბრალოდ შეუძლებელია. ელემენტებს, რომლებიდანაც ჰუმანოიდები გენერირდება, განეკუთვნება:

  • სხეულები (30 ვარიანტი);
  • თავები (242);
  • ფონები (2);
  • სათვალე (23);
  • აქსესუარები (140).

გსურთ, Nouns-ების შექმნა დამოუკიდებლად სცადოთ? ამისთვის პროექტი გთავაზობთ სივრცეს საყვარელი სახელწოდებით "საბავშვო მოედანი". აქ მომხმარებლებს შეუძლიათ, თავად დააყენონ ძირითადი პარამეტრები და შეამოწმონ, როგორ გამოიყურება ასეთი კრიტერიუმების მიხედვით გენერირებული პერსონაჟი.

ახალი NFT ყოველ 24 საათში ერთხელ

Nouns-ის აუქციონის კონტრაქტი ითვალისწინებს დამოუკიდებელ მექანიზმს NFT-ების გენერირებისა და განაწილებისთვის ერთი ახალი ჰუმანოიდის ყოველდღიური გაჩენით. ყოველი ანგარიშსწორების ტრანზაქცია ააქტიურებს მომდევნო 24-საათიან პერიოდს და უნიკალური პერსონაჟის მოჭრას. ამ მექანიზმის მოქმედების პერიოდი შეზღუდული არ არის.

DAO და ნუნდერები

Nouns-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 100% გადადის Nouns DAO-ს ხაზინაში. ესაა ორგანო, რომელიც ეკოსისტემას მართავს. ყოველი ჰუმანოიდი DAO-ს გამოუხმობი წევრია. სახსრების მართვასა და განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში მას ხმის უფლება ენიჭება. ხმის მიცემის უფლების გადანდობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი დელეგირება, თუ NFT კერძო საკუთრებაში ნარჩუნდება.

ხმის მიცემისთვის განკუთვნილ ცალკე გვერდზე საზოგადოების წევრების მრავალი წინადადებაა  წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს შეუძლია განსახილველად წარადგინოს საკუთარი იდეა, რომელიც დაფინანსებას მოითხოვს და ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტის განვითარებას უზრუნველყოფს.

წინადადებებს შორის ფიგურირებს ყველაზე მრავალფეროვანი  გადაწყვეტილებები, თემატური ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნით დაწყებული, იაპონიის ელიტური სათხილამურო კურორტის ვიზიტორთა შორის პოპულარიზაციითა და მისი ალპურ სუბკულტურაში ინტეგრაციით დამთავრებული. 

ვინ არიან ნუნდერები? ეს პროექტის ათი შემქმნელია. დამატებითი ბონუსის სახით, ნუნდერები ეკოსისტემის არსებობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყოველ მეათე დაგენერირებულ Noun-ს იღებენ. ასეთი ჰუმანოიდები იდეურ ინსპირატორებს შორის ავტომატურად ნაწილდება.

საავტორო უფლებებზე უარის თქმა

პროექტის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, Nouns ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ. მათ მთლიანად თქვეს უარი ციფრულ ხელოვნების ნიმუშების უფლებებზე, როგორც ამას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონი ითვალისწინებს. 

რას აძლევს ის მომხმარებლებს? შესაძლებელია Nouns-ის შეცვლა, დაკოპირება, სხვადასხვა გზით გავრცელება და კომერციული მიზნებით გამოყენებაც კი. ამ ფუნქციის წყალობით, Nouns  გვხვდება პრინტებზე, რეკლამებში, სოციალურ ღონისძიებებსა და სხვა ივენთებზე.

სტატიის მომზადების მომენტისთვის, პროექტ Nouns 606 NFT-ს ითვლიდა. მათი ფასი 31.5 ETH-დან იწყება, ხოლო საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 6925 ETH-ს შეადგენს.