რა არის Origin Token

ფოტო - რა არის Origin Token
Origin Token არის Origin Protocol-ის ეკოსისტემის მართვის ტოკენი, რომელიც შექმნილია Ethereum-ის ბლოკჩეინზე. კრიპტობირჟებზე მისი ვაჭრობა ხდება OGN-ის ტიკერით. აქტივი ასევე გამოიყენება სტეიკინგისთვის და საშუალებას აძლევს ინვესტორებს მიიღონ პროცენტი შემოსავლისგან, რომელსაც Origin Protocol თავისი საქმიანობის შედეგად აფიქსირებს.
მის მფლობელებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადებები იმ პროდუქტების დასახვეწად, რომლებზეც პასუხისმგებელია ემიტენტი და ამაზე კენჭისყრა ჩაატარონ. მაგალითად, 2021 წელს, ტოკენის მფლობელებმა დაადასტურეს ბლოკჩეინ Polygon-თან Origin Protocol-ის ინტეგრაცია. ამრიგად, პლატფორმის განვითარება მისი ინვესტორების ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

OGN ემისია 1 მილიარდი მონეტით შემოიფარგლება. აქტივის საბაზრო ღირებულების უკეთ გასაკონტროლებლად, Origin-ის დეველოპერების მიერ პერიოდულად ხდება ტოკენების გამოსყიდვა.

რა არის Origin Protocol?

Origin Protocol არის web3 სექტორის პროტოკოლი, რომელიც მუშაობს NFT-სა და DeFi-ის მიმართულებით. ის შემქმნელებს  საკუთარ ვებსაიტებზე, NFT-ების შექმნის და გამოცემის შესაძლებლობას აძლევს. ასევე Origin Dollar სტეიბლკოინის კრიპტოსაფულეში შენარჩუნებისთვის პასიურ შემოსავალს სთავაზობს.

ადრე პლატფორმა დეცენტრალიზებულ კომერციაზე და ბაზარზე კრიპტოვალუტების დანერგვაზე იყო ფოკუსირებული. Origin ცდილობდა DeFi-სთან დაკავშირებული სირთულეების ნიველირებას, რათა საცალო მოვაჭრეებს თავისუფლად და შიშის გარეშე შეეძლოთ კრიპტოგრაფიის ინტეგრირება თავიანთ ბიზნესში.

კომპანიის დამფუძნებლები არიან ჯოშ ფრეიზერი და მეთიუ ლიუ, ტექნოლოგიური ემიტენტების ყოფილი თანადამფუძნებლები. 2018 წელს ტოკენების კერძო და საჯარო გაყიდვით პროექტმა  38 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა. კერძოდ, Origin Token-ის ინვესტორები Pantera Capital, Blockchain.com, YouTube-ის შემქმნელი სტივ ჩენი და Reddit-ის დამფუძნებელი ალექსის ოგანიანი გახდნენ.  

 მხატვრებისა და მუსიკოსების ვებსაიტებზე NFT ფუნქციის ჩართვას პროდუქტი Origin Story უზრუნველყოფს. ის არაჩანაცვლებადი  ტოკენების მინტს ამარტივებს და ბრენდინგის, ფასების და ზოგადად შინაარსის მიმართ მეტ თავისუფლებას სთავაზობს. სერვისის გამორჩეული თვისება ფიატზე საკრედიტო და სადებეტო ბარათების გამოყენებით ნამუშევრების შეძენის მხარდაჭერაა. პროტოკოლით გამოშვებულ NFT-ებს შორის არის ელექტრონული შემსრულებლის, 3LAU ალბომი და ვირუსული ვიდეო Charlie Bit My Finger.  

Origin Dollar სტეიბლკოინი თქვენს საფულეში აქტივის შესანახვაში  1.66% APY-ის მიღების საშუალებას გაძლევთ.  OUSD არის სტაბილური მონეტა, რომელიც დაფუძნებულია Ethereum ქსელზე, მისი ფასი აშშ დოლარზეა მიბმული.

არის თუ არა Origin Token კარგი ინვესტიცია?

Origin Token-ი 2021 წლის აპრილში ს ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 3,39 აშშ დოლარს შეადგენდა, 95%-ით დაეცა.  OGN არის დაღმავალ იმპულსში და  ვოლატილობის გამო მისი აღდგენა არ ხდება. სტატიის წერის მომენტში ტოკენის ფასი $0,1717 იყო. Origin Protocol-ის ვებსაიტის მონაცემებით მიხედვით, საბაზრო კაპიტალიზაცია 86 მილიონი დოლარის დონეზეა.

თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ როგორც ოპტიმისტური, ასევე უფრო მოკრძალებული პროგნოზები Origin Token-ის ღირებულების თაობაზე. WalletInvestor-ის საიტის მონაცემების მიხედვით, OGN „არც ისე კარგი“ ინვესტიციაა, რადგანაც აქტივი წლის ბოლომდე 0,41 დოლარზე მაღლა არ გაიზრდება. როგორც Origin Token-ის ფასის 2025 წლის პროგნოზი გვიჩვენებს, კოტირებები  0,10  - 1 დოლარის ნიშნულზე იქნება.

თუმცა, CoinQuora ვარაუდობს, რომ ფასი, შესაძლოა, წლის ბოლოს $1-ზე მაღლა ავიდეს  და 5 წლის შემდეგ $40-ს მიაღწიოს.

PricePrediction.net პლატფორმის პროგნოზის თანახმად, Origin Token-ი, სავარაუდოდ, გაიზრდება $1.62-მდე 2025 წელს, ხოლო 2030 წელს ფასი შეიძლება საშუალოდ $10.11 გახდეს.

ითვლება, რომ OGN ტოკენით ვაჭრობა სამართლიანი ღირებულებით ხდება, ბაზარზე  არსებული შიშის ატმოსფეროს ფონზე. მაგრამ ფასი უნდა იყოს მიმზიდველი მათთვის, ვისაც სურს მხარი დაუჭიროს Origin Protocol-ის პროექტს, რადგან პროგნოზების მიხედვით აქტივს ზრდის პოტენციალი გააჩნია.