რა არის Play to Earn?

ფოტო - რა არის Play to Earn?
გეიმინგის ინდუსტრიაში მუდმივი რეფორმირება ხდება, ის ახალი ტექნოლოგიებით, სტილებით, ქვეჟანრებითა და სახეობებით ივსება. ერთ-ერთი აქტუალური ტენდენცია ბლოკჩეინთან, დეცენტრალიზებულ ფინანსებთან და NFT-თან მარტივი სტრუქტურის მქონე თამაშების გაერთიანება გახდა. შედეგად GameFi-ს ცნება ჩამოყალიბდა, რომელიც ფართოდ გავრცელდა 2020 წელს. თავის მხრივ, ეს სექტორი რამდენიმე კატეგორიად დაიყო, რომელთაგან ყველაზე პო
ახლა თამაში ფულის გამოსამუშავებლად არა მხოლოდ Twitch-ის პლატფორმის სტრიმერებს ან კიბერსმორტსმენებს შეუძლიათ, არამედ სმარტფონის მოწინავე მომხმარებლებს და კრიპტოგრაფიის მხარდამჭერებს. P2E აპლიკაციები მთლად გასართობად შექმნილი არ არის, არამედ, პირველ რიგში, ღირებული თამაშშიდა აქტივების მისაღებად NFT-ების და სხვა ტოკენების სახით, რომელთა კრიპტო საფულეში  გადატანა და შემდეგ ფიატში გაცვლაა შესაძლებელი. ბლოკჩეინი ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს და დეცენტრალიზებულს ხდის.

Play to Earn თამაშებს მათი განვითარების ამ ეტაპზე ძალიან გამარტივებული მექანიკა და გრაფიკა გააჩნიათ. ურთიერთქმედება  სხვადასხვა NFT არსებების მოშენებას გულისხმობს, მათი შემდგომი გაყიდვის გასაუმჯობესებლად, სხვა მომხმარებლებთან კარტის ბრძოლებსა და ქვესტებს, რიგ შემთხვევებში არის სტეიკინგი და მაინინგი. თამაშის დასაწყებად მხოლოდ თამაშის ჩამოტვირთვა საკმარისი არ არის. უმეტეს შემთხვევაში, მასში გარკვეული თანხის ინვესტირება მოგიწევთ პერსონაჟების, იარაღის, მიწის ან თამაშის სხვა ნივთების შესძენად. და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ შემოსავლის მიღება ჯილდოებისა და პრიზების მიღებით.

Play to Earn ფორმატის პირველი თამაში CryptoKitties გახდა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა და რომელიც ასევე არის პირველი ბლოკჩეინ-თამაში GameFi სივრცეში. თავდაპირველად, მთელი პროცესი მარკეტპლეისებზე  გასაყიდად კრიპტო-კნუტების მოშენებას წარმოადგენდა  მაგრამ როგორც კი აპლიკაცია გაუმჯობესდა, დეველოპერებმა სხვა აქტივობები დაამატეს.

რომელი Play to Earn თამაში გახდა ყველაზე პოპულარული?

ყველაზე დიდი P2E პროექტი არის თამაში Axie Infinity. მისი წარმატების არდაფასება რთულია: ყველა დროის მთლიანმა გაყიდვებმა 942 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თამაშს ამჟამად 350000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მისი შემქმნელია სტუდია Sky Mavis, რომელიც დაარსდა 2018 წლის დასაწყისში და რომელიც ვიდეო თამაშების შემქმნელებს შორის შემოსავლების მხრივ მეხუთე ადგილზეა.

Axie Infinity არის ეტაპებზე დაფუძნებული საბარათე თამაში ბლოკჩეინ Ethereum-ზე, სადაც შეგიძლიათ NFT-ის მოჭრა და თამაშში SLP და AXS ტოკენების მიღება შემოსავლის სახით. ჯილდოს მისაღებად მომხმარებლები ებრძვიან მონსტრებს და სხვა მოთამაშეებს გუნდთან ერთად, რომელიც 3 Axies-გან შედგება.  Axie არის სასიამოვნო გარეგნობის NFT არსებები უნიკალური მახასიათებლების ნაკრებით, რომლებიც მათ ბარათებში აისახება. Axie-ბის და მათი უნარების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ გუნდი თქვენი თამაშის სტილისთვის.

მომხმარებლებს შეუძლიათ სხვა მოთამაშეებთან ურთიერთქმედება და მათთან აქტივებით ვაჭრობა,  პროექტის სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, NFT მიწის ნაკვეთების და სხვა სათამაშო აქტივების შეძენა.

Axie Infinity-ში არის შემოსავლის 3 ვარიანტი, რომელთა შეთავსებაც არის შესაძლებელი:

  • ბრძოლები Arena რეჟიმში (PvP);
  • NFT-ის გაყიდვა და მინტი (Axie-ის მოშენება და გაყიდვა მარკეტპლეისზე);
  • ინვესტიცია Lunacia მიწის ნაკვეთებში.

საუკეთესო შემთხვევაში, თამაშს დღეში ჰყავდა დაახლოებით 2.8 მილიონი მომხმარებელი და საერთო სავაჭრო მოცულობა 3.8 მილიარდ დოლარს აღწევდა. ამიტომ, Play to Earn სეგმენტში, Axie Infinity ლიდერი გახდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ფილიპინები და ინდონეზია, ის ზოგიერთი ადამიანისთვის ძირითადი სამუშაოც კი  გახდა  ე.წ. სტიპენდიების გაჩენის გამო.

სტიპენდიები არის ხელშეკრულება, რომელიც იდება მოთამაშეებს შორის. ერთი მათგანი მენეჯერია, მეორე კი სტუდენტი. მენეჯერები არიან ისინი, ვისაც აქვთ საკმარისი რესურსი, მაგრამ ცოტა დრო სათამაშოდ. სტუდენტები არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისუფალ დროის განმავლობაში თამაშობენ მენეჯერების ხარჯზე. მოგება იყოფა მათ შორის 60/40. თუმცა, პროცენტული წილი შეიძლება განსხვავდებოდეს ხელშეკრულების მიხედვით. სტუდენტებს არ აქვთ წვდომა მათ მიერ გამომუშავებულ SLP-სა და AXS-ზე. მენეჯერი პასუხისმგებელია სახსრების გატანაზე. ფაქტობრივად, სტუდენტი თამაშობს სხვისი ანგარიშით თამაშში შემოსავლის პროცენტით. ანუ ეს შეიძლება იყოს მოგების საშუალება კაპიტალის ინვესტირების გარეშე.

რომელი საინტერესო NFT თამაშები არსებობს კიდევ?

Silks

Silks არის ახალი P2E პროექტი, რომელიც ცხენოსნობას ეძღვნება. თამაშში ჩართულია რეალური სტატისტიკა, რომელიც დაკავშირებულია სუფთა ჯიშის ცხენების დოღთან, რომელზედაც დაფუძნებულია NFT თამაშის Silks Horses კოლექცია. თამაშში მისი გაყიდვა 2022 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი.

ასევე, არაჩანაცვლებადი ტოკენების ფორმატში წარმოდგენილია ავატარები და მიწა. თამაშის მექანიკის მართვის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ NFT-ს აირჩევს მოთამაშე. მაგალითად, თუ მოთამაშის მიერ ტოკენის სახით შეძენილი რეალური ცხენი გაიმარჯვებს რბოლაში, ის ჯილდოს მეტასამყაროში მიიღებს.

შეძენილ ცხენებზე ზრუნვა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ NFT გადაიყვანოთ სტეიკინგში და მიიღოთ პრემიები. თუ არსებობს საკუთარი ფერმის შექმნის სურვილი, მოთამაშემ უნდა იყიდოს მიწა. ყოველთვის, როცა ვინმე ისარგებლებს ფერმის მომსახურებით, მოთამაშე  შემოსავალს მიიღებს.
Alien Worlds

ბლოკჩეინის თამაში  მეტასამყაროს და დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის ელემენტებისაგან (DAO) შედგება, მუშაობს P2E მოდელზე საკუთარი თამაშის ტოკენის  Trillium (TLM)  და დიდი რაოდენობით NFT ობიექტებისა და ნივთების გამოყენებით.

თამაშის მოქმედება 2055 წელს ვითარდება. ფედერაცია არის საზოგადოება, რომელიც ამუშავებს ბიტკოინებს, მოგზაურობს სხვა ეგზოპლანეტებზე, სადაც ძალზე იშვიათ რესურსს, ტრილიუმს მოიპოვებს. მოთამაშეებს შორის კლასიკური საბარათე ბრძოლებისა და ქვესტების შესრულების ნაცვლად, AW0-ში პირველი ადგილი მაინინგმა, სტეიკინგმა  და DAO-ში ხმის მიცემამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ თამაში მთლიანად დეცენტრალიზებულია.

Alien Worlds აწყობილია WAX ბლოკჩეინზე, მაგრამ ის თავსებადია Ethereum და Binance Smart Chain ბლოკჩეინებთან. გეიმერებს ამ ქსელებს შორის TLM-ს გადატანა შეუძლიათ.  
Splinterlands

Splinterlands არის საბარათე თამაში, რომელიც დაფუძნებულია სერიალ Game of Thrones-ის სიუჟეტზე. მატჩის მოგების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს პლატფორმის მშობლიური ტოკენი, სახელწოდებით „ბნელი ენერგიის კრისტალები“ ​​(DEC) და იშვიათი NFT.

პროექტმა Play to Earn-მა სწრაფად მოძებნა სამიზნე აუდიტორია და ინსტიტუციური ინვესტორებისგან დიდი თანხები მიიღო.

Splinterlands-ის სათამაშოდ, თქვენ უნდა შეიძინოთ ბარათების საწყისი კრებული. იღბლიანებს შეიძლება იშვიათი ნიმუშები შეხვდეს. ზოგჯერ მომხმარებლებს შეიძლება ერთი და  იმავე ტიპის რამდენიმე ბარათი შეხვდეს. შესაძლებელია მათი გაერთიანება სიმძლავრის გასაზრდელად ან კრიპტოვალუტაზე გადაცვლა. თამაში გთავაზობთ ორ რეჟიმს: ბრძოლა სხვა მომხმარებლებთან და ქვესტების შესრულება მეტი ბარათის მისაღებად.

ამრიგად, Play to Earn არის მარტივი და სასიამოვნო სათამაშო პროცესის და მონეტიზციის  კომბინაცია. აშკარა ფაქტორი იმისა, რომ Play to Earn NFT თამაშები განვითრებას გააგრძელებს, არის  სექტორში განხორციელებული ინვესტიციები ისეთი ფირმების მიერ, როგორიცაა FTX, Andreesen Horowitz და სხვა ნიშანდობლივი კომპანიები. განვითარების შენელება უახლოეს მომავალში  მოსალოდნელი არ არის. დარგს აქვს ზრდის პერსპექტივები, როგორც ტექნოლოგიების, ასევე მომხმარებლის რაოდენობის თვალსაზრისით.