რა არის Rug Pull და რა კავშირშია ეს თაღლითობასთან?

ფოტო - რა არის Rug Pull და რა კავშირშია ეს თაღლითობასთან?
Rug Pull ან „ხალიჩის გამოცლა“ - არის პროექტის დეველოპერების მიერ ტოკენის ლიკვიდურობის მოულოდნელი მოხსნა, რის შედეგადაც აქტივის ფასი ნულამდე ეცემა და ინვესტორები კარგავენ მთელ ფულს. Rug Pull ხშირად გვხვდება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე.
Rug Pull ხდება, თუ პროექტის შემქმნელები თაღლითები აღმოჩნდებიან. ინვესტორებისგან ხალიჩის გამოცლა საკმაოდ მარტივი სქემით ხდება. იქმნება ბლოკჩეინ-პროექტი მშობლიური ტოკენით, რომელიც განთავსდება DEX-ზე პოპულარულ კრიპტოვალუტასთან ერთად (ხშირად ეს არის ETH). ახალი მონეტა აქტიურად არის რეკლამირებული სოციალურ ქსელებში, ვებგვერდებზე, ელ.ფოსტებში, როგორც რაღაც რევოლუციური, რაც კრიპტოვალუტის ინდუსტრიას შეცვლის.

იმისათვის რომ  საყიდლად  მიმზიდველი იყოს, ტოკენი  სხვადასხვა სტიმულით არის გამყარებული. ეს შეიძლება იყოს აირიდროპები, მაღალი პასიური შემოსავლის პროცენტი, აქციები, სპეციალური შეთავაზებები და ა.შ. ბევრი ადამიანი ეხვევა ფსიქოლოგიურ მახეში და ცნობილ ალტკოინს ცვლის ახალზე, იმ იმედით, რომ ეს მათ მოლოდინებს გაამართლებს. როდესაც ლიკვიდურობის pool-ში საკმარისი თანხა გროვდება, პროექტის დამფუძნებლები დაგროვილ თანხებს ანაღდებენ და ინვესტორების ფულთან ერთად ქრებიან.

 დეცენტრალიზებული ბირჟები - ძალზედ  პოპულარული ადგილია Rug Pull- თვის, რადგან ისინი ტოკენების მკაცრ და ხარისხიან შემოწმებით, მათ განთავსებამდე თავს  არ იწუხებენ, როგორც ამას ცენტრალიზებული პლატფორმები აკეთებენ. ამის გამო, თაღლითური პროექტები ადვილად აღწევენ peer-to-peer პლატფორმებზე.

 ასევე გვხვდება ნელი Rug Pull-ი. ამ შემთხვევაში, დეველოპერები ალგორითმში ათავსებენ დეფექტს, რომელსაც ბექდორს უწოდებენ, რათა  ლიკვიდურობაზე მიიღონ წვდომა. შემდეგ,  თანხების გამოტანა  თანდათანობით და ინვესტორებისთვის შეუმჩნევლად ხდება.

როგორ განვსაზღვროთ პოტენციური Rug Pull-ი?

გამოცდილი ინვესტორები ადვილად განსაზღვრავენ ფიქტიურ პროექტებს, თუმცა დამწყები შეიძლება დაიბნეს, როდესაც ტოკენებს  Rug Pull-ის ჩატარების შესაძლებლობაზე აანალიზებს. ჩვენ შევიკრიბეთ რამდენიმე საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ რომელიმე ტოკენს იყიდით.

არის თუ არა პროექტის ვებგვერდზე ხელმძღვანელების სახელები?

ჩვენ უნდა დავიწყოთ ტოკენის დამფუძნებლების ძებნით.  თუკი გუნდს ანონიმურობა სურს, შესაძლოა, ჩვენ წინ პოტენციური Rug Pull გველის. თუმცა,  ყოველთვის ასე არ არის, ამიტომ, დამატებითი მტკიცებულებების მისაღებად, გადადით შემდეგ კითხვაზე.

ჩაუტარდა  თუ არა პროექტს აუდიტი  უსაფრთხოების სფეროში ცნობილი კომპანიების მიერ?

თუ ტოკენის სმარტ კონტრაქტები არ არის შემოწმებული წამყვანი აუდიტორული ფირმის მიერ, სავარაუდოდ, მას აქვს ხარვეზები და ნაკლოვანებები. აირჩიეთ მხოლოდ ის DeFi პროექტები, რომლებმაც  მინიმუმ ერთი უსაფრთხოების შემოწმება გაიარეს. მნიშვნელოვანია, რომ რევიუზე პასუხისმგებელი იყოს ავტორიტეტული კომპანიები, როგორიცაა Hacken, CertiK, SlowMist. კრიპტოვალუტის პრაქტიკის სტანდარტის თანახმად, უნდა ჩატარდეს დაახლოებით სამი აუდიტი, რომლებიც პერიოდულად უნდა განახლდეს.

 აქვს თუ არა ტოკენს პრაქტიკული გამოყენება და რამდენად ღირებულია თავად პროექტი?

თუ აქტივს არ აქვს რეალური ინოვაციური პროდუქტი, კრიპტოვალუტის ბირჟა ან ბლოკჩეინი, ის არ იქნება უტილიტარული, რაც ნიშნავს, რომ მისი ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პროდუქტის არარსებობა, რომელიც  გამყარებულია მშობლიური ტოკენით, შეიძლება შემდგომში იყოს  "ხალიჩის გამოცლის" ერთ-ერთი ნიშანი. ასევე, საეჭვო უნდა იყოს  ტოკენები, რომლებიც აკოპირებენ უკვე არსებულ აქტივებს.

პროექტი არნახულ  მოგებას გთავაზობთ?

შეაფასეთ ინვესტორებისთვის შეთავაზებული  სარგებელი, თუკი ისინი  ტოკენებს  სტეიკინგზე  შეინარჩუნებენ. როგორც წესი, საეჭვო ტოკენების დამფუძნებლები  ინვესტიციებისგან  ზედმეტად მაღალ მოგებას გვთავაზობენ, რაც იშვიათად გვხვდება კრიპტო ბაზარზე. თუ პროექტს ანონიმური ხელმძღვანელები ჰყავს და მისი ტოკენის მფლობელებს ასტრონომიულ მოგებას სთავაზობენ, ეს იმის ნიშანია, რომ მომავალში Rug Pull-ი მოხდება.

 რამდენად მომაბეზრებელია ტოკენის რეკლამა?

თუ აღმოაჩენთ, რომ პროექტის მარკეტინგული კამპანიები ზედმეტად მომაბეზრებელია  და სპამს გაგონებთ, მაშინ უმჯობესია გაუფრთხილდეთ და  თაღლითობის  სხვა იდენტიფიკატორები შეამოწმოთ. თუ ისინი საკმარისად ბევრნი არიან, უმჯობესია არ  ინვესტირებდეთ ასეთ ტოკენში. შეამოწმეთ პროექტის სოციალური ქსელის ანგარიშები ბოტების არსებობაზე. გახსოვდეთ, რომ  გამაფრთხილებელი წითელი დროშა არის აირდროპების ბოროტად გამოყენება და რეფერალებისთვის  ჯილდოს სახით წახალისებები.

 აქვს თუ არა ტოკენის პროექტს  White Paper?

ერთ-ერთი სიგნალი იმისა, რომ საქმე   პოტენციური Rug Pull-ან გვაქვს, არის სრულფასოვანი White Paper -ის  არარსებობა, რომელიც აღწერს პროექტის წინაპირობებს და მიზნებს, მის ტოკენომიკას და ბევრ სხვა რამეს. თუ მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტი არ არის დატვირთული დეტალებით, ან სხვა პროექტის ასლივით გამოიყურება, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მომავალში „ხალიჩას გამოგაცლიან“.

 არის თუ არა ტოკენი განთავსებული ცენტრალიზებულ ბირჟაზე?

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არის ცენტრალიზებულ ბირჟაზე განთავსება. თუ ის არ არის, არსებობს ალბათობა, რომ პროექტი შესაძლოა იყოს ყალბი.

Rug Pull-ის რეალური მაგალითები

კრიპტოვალუტების სფერო გასაოცარია მასში მომხდარი თაღლითობის მასშტაბებითა და გამომგონებლობით. აქ მოცემულია უმსხვილესი DeFi თაღლითობის რამდენიმე მაგალითი, რომელიც დაკავშირებულია პროექტის ლიკვიდურობის უეცარ გაქრობასთან.

Thodex 

Rug Pull-ის ლიდერია თურქული კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex. მან 2 მილიარდი დოლარი მოიპარა ინვესტორებისგან. როდესაც პლატფორმამ   ლიკვიდურობის გამოცლა მოისურვა, საიტზე გაჩნდა სიახლე მისი მუშაობის 5 დღით შეჩერების შესახებ. ამის შემდეგ ვებგვერდმა შეწყვიტა მუშაობა, ხოლო ინვესტორების ფონდები პროექტის დამფუძნებლებთან ერთად გაქრა.

Compounder Finance

პროტოკოლის შემქმნელებმა საინვესტიციო ფონდებიდან 10,8 მილიონი დოლარი გაიტანეს. ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან Compounder Finance-ის სმარტ-კონტრაქტები შემოწმებული იყო. თუმცა, აღმასრულებლებმა  დაცული კონტრაქტები მავნე კონტრაქტებით შეცვალეს, რათა ინვესტორებისგან მოეპარათ ფული, რომლებიც მათ  ენდობოდნენ.

Meerkat Finance 

ამ პროექტიდან ინვესტორებმა, 31 მილიონი დოლარის დანაკარგი განიცადეს. კლასიკური მაქინაცია, რომელიც გარეგნულად Yearn Finance-ის ასლი იყო. ამასთან, პროექტის დამფუძნებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი გატეხეს და  საკუთარ ბრალეულობას უარყოფდნენ. თუმცა კრიპტო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეს იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი Rug Pull-ი.

 DeFi სექტორში კვლავ იჩენს თავს საეჭვო პროექტები, რომლებიც ინვესტორების ჯიბეების გამოფხეკის შანსს მოუთმენლად ელოდებიან, ამიტომ ახალი ტოკენების მიმართ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ  და მათი საფუძვლიანი ანალიზი ჩაატაროთ, სანამ ინვესტიციებს განახორციელებთ.