Terra (LUNA) – არის ბლოკჩეინ Terra-ს (Terra 2.0) ნატიური ტოკენი. ის საბაზრო კაპიტალიზაციით კრიპტოვლუტების რეიტინგში 118-ე ადგილს იკავებს და მაინინგისა და მართვისთვის გამოიყენება.
პროქტის მისია
Terra არის ღია კოდის ბლოკჩეინი, რომლის მიზანია დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და ორგანიზაციების შექმნა. ის მთლიანად საზოგადოებას ეკუთვნის და უმაღლესი დონის დეველოპერებს სთავაზობს ინოვაციურ ინსტრუმენტებს DeFi, GameFi და NFT პროექტებისთვის.
წყარო: Twitter
Terra ან Terra 2.0. Terra-ს ბლოკჩეინის შემქმნელის, დო კვონის ინიციატივით გაიშვა. ამჟამად ის Terra Classic-ის სახელითაა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო 2022 წლის მაისში ალგორითმული სტეიბლკოინის TerraUSD-ისა და ადგილობრივი ბლოკჩეინის კრიპტოვალუტის LUNA-ს ჩამოშლის შემდეგ. Terra 2.0 მუშაობს Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე Cosmos SDK-ისა და ბიზანტიური დაზიანებამედეგი Tendermint კონსენსუსის გამოყენებით.
დო კვონის აზრით, Terra 2.0-ის მთავარი მიზანი იყო USDT და LUNA მფლობელებისთვის ზარალის ანაზღაურება. ახალი ბლოკჩეინის ძირითადი განსხვავებები მდგომარეობდა ეკოსისტემაში ალგორითმული სტეიბლკოინის არარსებობაში და საზოგადოებისადმი აბსოლუტურ კუთვნილებაში. 2023 წლის მარტში დაპატიმრებულ დო კვონსა და დანიელ შინს არანაირი გავლენა არ აქვთ პროექტის საქმიანობაზე. დანარჩენში Terra 2.0 აგრძელებს Terra Classic-ის მისიას, ქმნის ოპტიმალურ პირობებს dApps დეველოპერებისთვის.
რა უნდა ვიცოდეთ Terra (LUNA)-ს შესახებ
დანიშნულება
LUNA არის Terra ბლოკჩეინის ნატიური ტოკენი. ის გამოიყენება მართვის, მაინინგის და ქსელში ტრანზაქციის საკომისიოს გადახდისთვის. LUNA ტოკენის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების კენჭისყრაში, შეიძინონ ციფრული ხელოვნების ნიმუშები და მიიღონ ჯილდოები სტეიკინგისთვის.
ემისია, განაწილება
2022 წლის 28 მაისი არის LUNA ტოკენის გამოშვების თარიღი. ემისიის მთლიანი მოცულობა 1 მილიარდი ტოკენია. მათი ნაწილი გამოშვების შემდეგ დაიბლოკა და თანმიმდევრული განბლოკვა ორი-ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.
აირდროპის დროს ტოკენები შემდეგნაირად ნაწილდება:
- 30% - საზოგადოება;
- 35% - LUNA-ს მფლობელები შეტევამდე;
- 10% - LUNA-ს მფლობელები შეტევის შემდეგ;
- 10% - aUST-ის მფლობელები შეტევამდე;
- 15% - UST-ის მფლობელები შეტევის შემდეგ.
აირდროპი პროექტისადმი ყურადღების გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. ის არც ისე მშვიდად მიმდინარეობდა და ბევრ მომხმარებელს ტოკენები ან არასწორად დაერიცხა ან საერთოდ არ მიუღია. Terra-მ უპასუხა ინვესტორების შეტყობინებებს და განაცხადა ხარვეზის შესახებ. დაიდო პირობა, რომ ხარვეზს უახლოეს მომავალში გამოასწორებდნენ.
ასევე, პროექტმა აიღო ვალდებულება დაეწვა 1 მილიარდი UST საზოგადოების პულიდან ეკოსისტემის დავალიანების შესამცირებლად.
აქტუალური სიტუაცია ბაზარზე
coinmarketcap.com-ის მონაცემების მიხედვით, სტატიის წერის მომენტისთვის მიმოქცევაში არსებული მიწოდება 239,435,175 Terra (LUNA)-ს შეადგენს. მონეტა 1,32 დოლარად იყიდება. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციაა $315,077,076, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა $105,735,605 შეადგენს.