რა არის Terra Luna Classic (LUNC)? პროექტის მიმოხილვა

icon LUNC
ფოტო - რა არის Terra Luna Classic (LUNC)? პროექტის მიმოხილვა
Terra Luna Classic (LUNC) არის Terra-ს ორიგინალური ბლოკჩეინის ნატიური ტოკენი. მონეტა პოპულარობას უმადლის არა მხოლოს ამოქმედების შემდგომ აქტიურ ზრდას, არამედ TerraUSD-ის (UST) კრახის ფონზე დაცემასაც, რომლის დროს მან ღირებულების თითქმის 100% დაკარგა.

პროექტის მისია

Terra გადახდის გლობალური სისტემებისთვის განკუთვნილი ბლოკჩეინ პროტოკოლია. ის ფიატურ ვალუტებზე მიბმული სტეიბლკოინების გამოყენებას ითვალისწინებს. დეველოპერების, დანიელ შინისა და დო კვონის ჩანაფიქრით, სტეიბლკოინების ღირებულების სტაბილურობას უზრუნველყოფდა ნატიური Luna ტოკენი და ავტომატიზებული ალგორითმი, რომელიც ამ მონეტების გამოშვებასა და დაწვას არეგულირებდა.

კომპანიამ Terraform Labs პერსპექტიული ბლოკჩეინის შექმნაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო და უკვე 2019 წელს ქსელი ოფიციალურად ამოქმედდა. დანიელ შინი და დო კვონი პროექტს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მასობრივი დანერგვისთვის ეფექტურ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ. სისტემის  გამოყენების მოხერხებულობასთან ერთად, სტეიბლკოინების გარანტირებულ ბმას ფიატზე 1:1 თანაფარდობით მომხმარებლები უნდა მოეზიდა და ამასთან, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ცოდნას ფლობდნენ ისინი Web3 სფეროში.

Terraform Labs-ში განსაკუთრებულ ყურადღებას გლობალურ ბიზნესს უთმობდნენ. კომპანიის ხელმძღვანელობა გეგმავდა მორიგი სტარტაპის სრულფასოვან ფინანსურ-ტექნოლოგიურ პლატფორმად გადაქცევასა და მსოფლიოს ისეთ წამყვან გადახდის სისტემებთან კონკურენციას, როგორიცაა Visa და Mastercard. ამ მიზნით, Terraform Labs თანამშრომლობდა გადახდის ადგილობრივ სისტემებთან (განსაკუთრებით აზიის ბაზარზე) და დააარსა Terra Alliance, რომელიც ბლოკჩეინის ლობისტ კომპანიებს აერთიანებდა.

პლატფორმის ამბიციური გეგმები 2022 წლის მაისში ჩაიშალა, როდესაც სტეიბლკოინმა TerraUSD (UST) დოლარზე ბმა დაკარგა. ამან გამოიწვია მთელი ეკოსისტემის კრახი და სტეიბლკოინისა და Luna ტოკენის გრანდიოზული ვარდნა. მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია, ხოლო დანიელ შინი და დო კვონი უარყოფენ თაღლითობას, რაშიც მათ მომხმარებლები, მარეგულირებლები და სამართალდამცავი ორგანოები ადანაშაულებენ და მომხდარს "საბედისწერო უბედურ შემთხვევას" უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ დო კვონი პროკურატურასა და პოლიციას დღემდე ემალება. 2022 წლის აგვისტოში, ადვოკატის მეშვეობით, მან უწყებებს აცნობა, რომ თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

კრახიდან მალევე, კატასტროფული სიტუაციის გამოსასწორებლად, Terraform Labs-მა სხვა ქსელის ამოქმედება გადაწყვეტა. Terra-ს   ორიგინალურ ბლოკჩეინს Terra Classic ეწოდა, ხოლო მის ნატიურ ტოკენს - Terra Luna Classic (LUNC).

Terra-ს თანამედროვე ბლოკჩეინი პოზიციონირებს, როგორც განვითარებადი უსაფრთხო Web3 ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს DeFi-ს, გეიმინგსა და NFT-ს. ხელმეორედ ამოქმედებული პროექტის საკუთარი კრიპტოვალუტა არის Luna. მას მაინინგისა და სისტემის მართვისთვის იყენებენ.
გულმხურვალე საზოგადოებითა და ნიჭიერი დეველოპერის ფართო პულით ნაკვები, Terra-ს ბლოკჩეინი სრულად ეკუთვნის საზოგადოებას და შექმნილია Web3 შემდეგი თაობის პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად
, - იტყობინება terra.money.

რა უნდა იცოდეთ Terra Luna Classic (LUNC) ტოკენის შესახებ

დანიშნულება

Terra Luna Classic (LUNC) არის Terra-ს ორიგინალური ბლოკჩეინის ნატიური ტოკენი. მას ბლოკჩეინის ალგორითმული სტეიბლოინების ფასის რყევების კომპენსაციისა და საზოგადოების წევრებისთვის ჯილდოსთვის იყენებდნენ.

დეველოპერებს ჰქონდათ საკვანძო მიზანი: TerraUSD-სა (UST) და სხვა სტეიბლკოინებიდან ვოლატილობის LUNC-ზე გადატანა. ამ მიზნის მისაღწევად ფუნქციონირებდა შემდეგი მექანიზმი:

  • ქსელში ტრანზაქციების რაოდენობის მატებისა და სტეიბლკოინებზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, დამატებითი LUNC ტოკენების გამოშვება ხდება;
  • როდესაც მომხმარებლელთა აქტივობა მცირდება, LUNC-ების გარკვეული რაოდენობა იწვება.

შემქმნელების აზრით, ავტომატიზებული ალგორითმის მთავარი ამოცანა იყო სტეიბლკოინების კურსის სტაბილურობა და მომხმარებლების სრული უსაფრთხოების გარანტია.

საზოგადოების წევრებს Terra Luna Classic-ის (LUNC) გამოყენება სტეიკინგისთვის შეეძლოთ, ან ისინი იღებდნენ ჯილდოს, რომლის ოდენობის გამოთვლა დაბლოკილი მონეტების რაოდენობის პროპორციულად ხდებოდა. ასევე, ტოკენების მფლობელებს შეეძლოთ, მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და მოეხდინათ გავლენა ეკოსისტემის განვითარებაზე.

ემისია, განაწილება

თავდაპირველად კომპანიამ 1 მილიარდი Terra Luna Classic (LUNC) გამოუშვა. ტოკენებზე წვდომა პირველებმა მიიღეს ინვესტორებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ უმსხვილეს კრიპტობირჟებს, მათ შორის Binance-სა და Huobi-ს. 2018 წლის აგვისტოში დასრულებული გაყიდვის შედეგად, დეველოპერებმა $32 მილიონის მოზიდვა მოახერხეს. 

თავისუფალი გაყიდვის მიზნით ემიტირებული იყო 385 245 974 ტოკენი: ისინი შემდეგნაირად განაწილდა:

  • 10% - Terraform Labs;
  • 20% - თანამშრომლები და მონაწილეები;
  • 20% - Terra Alliance;
  • 20% - რეზერვები კრიპტოვალუტის სტაბილური ღირებულების შესანარჩუნებლად;
  • 26% - სპონსორი;
  • 4% - გენეზისის ლიკვიდობა.

ამჟამინდელი მდგომარეობა ბაზარზე

სტეიბლკოინების პოპულარიზაციისა და ინვესტორების მიერ Ethereum-ის ალტერნატივების ძიების ფონზე, Luna-მ სწრაფი ზრდა აჩვენა. ყველასთვის მოულოდნელად, 2022 წლის მაისში TerraUSD-მა (UST) დოლარზე ბმა დაკარგა, ხოლო LUNC ჰიპერინფლაციურ სპირალში მოხვდა და ღირებულების 95%-ზე მეტი დაკარგა. თუ Terra-ს კრახის წინა დღეს მონეტა $100-ად და უფრო ძვირადაც ივაჭრებოდა, ვარდნის შემდეგ მისი ღირებულება $1-ზე ნაკლებს შეადგენს.

Coinmarketcap.com-ის მონაცემებით, სტატიის მომზადების  მომენტში, ვირტუალური ვალუტების რეიტინგში, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, LUNC 57-ე ადგილზეა. მიმოქცევაში არსებული მიწოდება 5 905 249 228 236 Terra Luna Classic-ს (LUNC) შეადგენს. მონეტა $0,0001475-ად ივაჭრება. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს $871 342 098-ს, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა - $64 226 569-ს.