რა არის KYC პროცედურა და რისთვისაა ის საჭირო
ყველას, ვისაც კრიპტოვალუტის ბირჟასთან შეხება ჰქონია, KYC პროცედურის შესახებაც სმენია. ეს ბოლო რამდენიმე წელიწადში პლატფორმების უსაფრთხოების მიმართ თანამედროვე მოთხოვნების განუყოფელ ნაწილად იქცა.მაგრამ რისთვის უნდა გავიაროთ ის და რა სარგებელი აქვს მას?
KYC (სიტყვა–სიტყვით იშიფრება როგორც “იცნობდე შენს კლიენტს”) - ეს არის კლიენტიოს პერსონალური მონაცემების ვერიფიკაციის პროცედურა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფინანსური დაწესებულებების, ბანკებისა და კრიპტოვალუტების ბირჟების უმეტესობაში.
სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაცია დოკუმენტების სხვადასხვა პაკეტს ითხოვს ვერიფიკაციის პროცედურის გავლისას.ზოგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება მოგთხოვონ საბანკო ანგარიშების ამონაწერი ან ფინანსური სტატუსის სხვა ნებისმიერი დამადასტურებელი საბუთი.მაგრამ კრიპტოვალუტის ბირჟების უმეტესობისთვის საკმარისია თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი: პასპორტი ან მართვის მოწმობა. ძირითადად, პროცედურას სჭირდება დრო არა უმეტეს 24 საათისა, და ხდება უშუალოდ მომხმარებლის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს.
რისთვისაა საჭირო KYC პროცედურა
კრიპტოვალუტის ბირჟების ზოგი მომხმარებელი არაა მზად თავისი პერსონალური მონაცემები გააზიაროს და ანონიმურობა სურს. თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ეს აუცილებელი პროცედურაა კრიპტოვალუტის წამყვანი ბირჟების პლატფორმებზე, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოების მოთხოვნას წარმოადგენს, არამედ გაძლევს წვდომას მომსახურების გაფართოებულ სპექტრზე.
მაგალითად, კრიპტოვალუტის ერთ–ერთი წამყვანი ბირჟა WhiteBit ზრდის ლიმიტს კრიპტოვალუტის მოხსნაზე ( 100 BTC–მდე დღეში) და შესაძლებელს ხდის ფიატური ვალუტის გამოტანას ყველასთვის, ვინც KYC გაიარა. უსაფრთხოების კოდის 2FA დაკარგვის შემთხვევაში კი, ვერიფიცირებულ მომხმარებლებს შეეძლება ანგარიშის აღდგენა.
როგორ გავიაროთ KYC?
კრიპტოვალუტის ყველა პლატფორმაზე პერსონალური მონაცემების დადასტურების პროცესი იგივე პრინციპით ხდება, როგორც WhiteBit–ის მაგალითზე:
1. თავიდან უნდა დარეგისტრირდეთ, შეასრულოთ ყველა ინსტრუქცია და წაიკითხოთ სალიცენზიო შეთანხმება.
2. შემდეგ ექაუნთის პარამეტრებში აირჩიეთ სექცია „ვერიფიკაცია“ და შეავსეთ ანკეტა.
3. მიყევით მოთხოვნებსა და ინსტრუქციებს და ატვირთეთ დოკუმენტების ფოტო (ფოტო არ უნდა იყოს ჩამოჭრილი ან დარედაქტირებული ).
4. გადაიღეთ სელფი თქვენს დოკუმენტთან.
5. დაელოდეთ ვერიფიკაციის დასრულებას. 24საათის განმავლობაში (ხან უფრო სწრაფად) თქვენ ფოსტაზე მოგივათ პასუხი პროცედურის დასრულებაზე, და სექციაში „ვერიფიკაცია“ თქვენი სტატუსი. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, დახმარების სერვისი მიზეზს წერილში მიუთითებს.
KYC პროცედურა გარკვეულწილად ურთიერთსასარგებლო პროცესია მომხმარებელსა და ბირჟას შორის. კლიენტისთვის ესაა დამატებითი უსაფრთხოების მიღება (ეს ართმევს ანონიმურობას ბოროტმოქმედებს) და გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომა. ბირჟისთვის კი კიდევ ერთი ინსტრუმენტი პლატფორმაზე ფულის გათეთრების წინააღმდეგ. შეიძლება ჩაითვალოს, რომ KYC არსებობა კრიპტოვალუტის ბირჟაზე მისი საიმედოობის ერთ–ერთი მთავარი მტკიცებულებაა.