რა არის TRON (TRX)? პროექტის მიმოხილვა

ფოტო - რა არის TRON (TRX)? პროექტის მიმოხილვა
TRX არის გასართობი კონტენტისთვის და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად გათვლილი TRON ბლოკჩეინ–პლატფორმის კრიპტოვალუტა. TRX მიეკუთვნება სწრაფად მზარდ პერსპექტიულ კრიპტოვალუტებს და მუდმივად შედის საბაზრო კაპიტალიზაციით TOP-20 ვირტუალურ აქტივებში.

მისია,პროექტის დაწყება

ბლოკჩეინ–პლატფორმა TRON  სინგაპურში 2017 წელს არაკომერციული ორგანიზაციის  TRON Foundation-ის მიერ დაარსდა, რომელსაც  ჩინელი მეწარმე ჯასტინ სანი ხელმძღვანელობდა. DeFi–პლატფორმა ჩაფიქრებული იყო, როგორც ონლაინ ტრანზაქციების ჩასატარებლად ცენტრალიზებული პლატფორმების ალტერნატივა და ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს უშუალო ურთიერთქმედებას გასართობი კონტენტის  შემქმნელებსა და მომხმარებლებს შორის. 

TRON-ს  მუშაობა Ethereum-ის ბლოკჩეინზე ჰქონდა დაწყებული, კრიპტოვალუტა განეკუთვნებოდა ERC20 სტანდარტის  ტოკენებს. TRON–ის (TRX) ICO, რომელიც  2017 წლის 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე სენსაციურ მოვლენად. სამ დღეში პროექტის გუნდმა მოახერხა დაახლოებით 70 მილიონი დოლარის მოზიდვა, რაც იმ დროისთვის 15000 BTC-ის ექვივალენტური იყო. 2018 წელს პლატფორმა „გადაბარგდა“ საკუთარ ბლოკჩეინზე. 

საერთო ჯამში, სულ 100 მილიარდი ტოკენი იქნა გამოშვებული.  აქედან 40 მილიარდი გამოიყო ICO-ს მონაწილეთათვის, დაახლოებით 15 მილიარდი მიმართულია  კერძო გადაყიდვებისთვის, დანარჩენი 45 მილიარდი კი თავად პროექტის და მის დამფუძნებელის მფლობეობაში გადავიდა.  ეს თანაფარდობა კამათის საგანი გახდა ბაზრის ექსპერტებსა და კრიტიკოსებს შორის, რომლებიც  შემქმნელების სასარგებლოდ  გამოხატულ "გადახრას" აღნიშნავდნენ.  

TRX არის მთავარი აქტივი  TRON ბლოკჩეინში გაანგარიშებისთვის.  ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად, ბლოკის დადასტურებისა და სტეიკინგისთვის ჯილდოს დასარიცხად. ასევე, შესაძლებელია ტოკენების დაბლოკვა   TRON Power-ის მისაღებად და სუპერ წარმომადგენლებისა და   TRON DAO-სგან შეთავაზებების  კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.

TRX გამოიყენება, როგორც გადახდის საშუალება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე. ტოკენების შესანახად  განკუთვნილია არა მხოლოდ  TronLink–ის  ოფიციალური კრიპტოსაფულე, არამედ მრავალი პოპულარული საფულეც  TRX–ის  მხარდაჭერით (Exodus, Trust Wallet და ა.შ.).

ბლოკჩეინის TRON თავისებურებანი

ბლოკჩეინი დაფუძნებულია მრავალდონიან  არქიტექტურაზე. ის შეიცავს:

  • ბირტვის  დონე, რომელიც ითვალისწინებს  სმარტ–კონტრაქტების, კონსენსუსის, ანგარიშის მენეჯმენტისა და TVM-ის (ვირტუალური მანქანის TRON) დამოუკიდებელ მოდულებს; 
  • შენახვის დონე, რომელიც ინახავს ბლოკებს და ინფორმაციას მათი სტატუსის შესახებ;
  • აპლიკაციის დონე,  რომელიც განკუთვნილია  dApps-ის შესაქმნელად  პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებით (Java, C++, Python და ა.შ.).

ბლოკების გენერირება ყოველ სამ წამში ხდება. ქსელის მაქსიმალური ეფექტურობა  2000 TPS–ს აღწევს.

ბლოკჩეინი  Delegated Proof-of-Stake (DPoS) კონსენსუსის ალგორითმს იყენებს. ქსელის შემადგენლობაში   27 სუპერ წარმომადგენლის ყოფნაა გათვალისწინებული.  ყოველ ექვს საათში მათ  ახალი წარმომადგენლების სიიდან ირჩევენ. ახალი ბლოკის შექმნაში და ტრანზაქციების დამუშავებაში  სუპერ წარმომადგენელი იღებს 32 TRX-ს. 

stakingrewards.com-ის მიხედვით, TRX–ის სტეიკინგისას  მიმდინარე შემოსავლიანობა წელიწადში დაახლოებით 3.6%–ს შეადგენს.  

TRON – პლაგიატია?

ბლოკჩეინ–პლატფორმა და ჯასტინ სანი მკაცრი კრიტიკისა და პლაგიატის  ბრალდებების წინაშე აღმოჩნდნენ. კრიპტო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ White Paper შეიცავს უამრავ მონაკვეთს, რომლებიც სხვა პროექტების, მათ შორის Ethereum–ის,  ოფიციალური დოკუმენტებიდან არის კოპირებული.  

სანის თქმით, არაერთგვაროვანი  ვითარება  მთარგმნელთა ბრალით შეიქმნა:  თავდაპირველად White Paper ჩინურ ენაზე შეიქმნა და თარგმნის პროცესში სპეციალისტებმა სრულად ვერ გადმოსცეს პროექტის ყველა თავისებურება.