რა არის Yearn.finance?

ფოტო - რა არის Yearn.finance?
Yearn.finance არის - საკრედიტო სერვისების აგრეგატორების სისტემა, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა. ორი წლის მანძილზე ის ინარჩუნებს აპლიკაციის სტატუსს, რომელიც კრიპტოვალუტის გარიგებებზე ყველაზე მაღალ წლიურ შემოსავალს (APY) უზრუნველყოფს.
Yearn.Finance წარმოადგენს პროტოკოლების ნაკრებს, რომელიც გთავაზობთ დეცენტრალიზებულ სადაზღვევო მომსახურებას, სესხების აგრეგირებას და შემოსავლის გენერაციას Ethereum ბლოკჩეინზე.

 მისი იდეოლოგი, ანდრე კრონიე, DeFi-ის საზოგადოებაში საკულტო დეველოპერია.

აპლიკაციის შექმნისას, მან ყურადღება გაამახვილა სამი ასპექტზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის: ინტერფეისის სიმარტივე, გამოყენების უსაფრთხოება და შუამავლის გამორიცხვა გარიგებებიდან.

როგორ მუშაობს Yearn.finance?

აპლიკაცია შეიცავს ოთხ ავტომატიზებულ პროდუქტს ფინანსების არასაბანკო სეგმენტისთვის. ისინი ეხმარებიან ინვესტორებს მიიღონ მოგება მათი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ბაზრის მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით.
 
1. Earn ფუნქცია. ეს არის შემოსავლის ფარმინგის საკრედიტო აგრეგატორი, რომელსაც შეუძლია აქტივების გადატანა სხვადასხვა DeFi პროტოკოლებს შორის: Compound, Dydx, Aave და სხვა. Yearn აპლიკაცია მიმდინარე რეჟიმში აკონტროლებს საპროცენტო განაკვეთების ცვალებადობას სხვადასხვა პროტოკოლებში და  ამ ცვლილებებზე შემოსავლის მისაღებად ალგორითმებს გვთავაზობს.
 
2. Zap ფუნქცია. ხელს უწყობს აქტივების გაცვლას ლიკვიდურობის პულებში. Zap მხარს უჭერს სხვადასხვა სტეიბლკოინებს: USDC, USDT, TUSD, DAI, BUSD და პრაქტიკულად ეხმარება ერთი დაწკაპუნებით რამდენიმე გარიგების გაერთიანებას.
 
3. Cover ფუნქცია. ეს არის სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს  ფინანსური დანაკარგების შემთხვევაში საჭირო დაფარვის მიღებაში ეხმარება. დაზღვევის მოცულობა დამოკიდებულია სმარტ-კონტრაქტის პირობებზე და Ethereum ქსელთან დაკავშირებული პროტოკოლების სპეციფიკაზე.
 
4. ფუნქცია APY. ეს არის ალგორითმი, რომელიც ყოველწლიური პროცენტული შემოსავლის გაანგარიშებას ახდენს ფინანსური სტრატეგიის შერჩევისას. yearn.finance-ის მუშაობა დაკავშირებულია სტეიკინგთან, როდესაც მომხმარებლები თავიანთ აქტივებს პროცენტის მისაღებად DeFi პროტოკოლებში ბლოკავენ. განყოფილება APY განყოფილება არის  - ცვლადი მონაცემების ცხრილი სხვადასხვა DeFi -პლატფორმებზე დაკრედიტების განაკვეთების შესახებ.
 
მარტივად რომ ვთქვათ, Yearn.finance-ის ძირითადი ამოცანაა  დეცენტრალიზებული  სტეიკინგ-პლატფორმების მონიტორინგი, რათა მომხმარებლების მიერ შეტანილი აქტივები ყოველთვის იყოს ყველაზე მაღალი გადახდის და ლიკვიდურობის მქონე პულებში.

რა არის YFI ტოკენი და როგორ გამოიყენება ის Yearn.finance-ზე?

ეს არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი, რაც ნებისმიერი Ethereum-ით მომუშავე საფულესთან თავსებადობას ნიშნავს. ის ასრულებს ორ ფუნქციას: პროექტის მართვა და მომხმარებლების სტიმულირება. ტოკენის მფლობელებს პროტოკოლში ცვლილებების თაობაზე შეუძლიათ ხმის მიცემა. იმისათვის, რომ წინადადება მიღებული  და რეალიზებული იქნას პროგრამის კოდში, საჭიროა YFI-ს მფლობელთა 50%-ზე მეტი ხმა.

 ტოკენის თავდაპირველი ემისია - 30 000 ერთეული იყო. შემდგომში, მის მფლობელებს შორის სამართლიანი კონსენსუსის მისაღწევად, შეთავაზება გაიზარდა 36 666 ტოკენამდე. YFI-ს პრე-მაინინგი არ ყოფილა და მისი გახსნა არ იგეგმება. კრონიეს აზრით, ნებისმიერი მაინინგი -  არის  ნაბიჯი პროექტის ცენტრალიზაციისკენ. ტოკენის ყიდვა შესაძლებელია კრიპტოვალუტის ბირჟაზე ან Yearn Finance-ის ერთ-ერთი პლატფორმის ლიკვიდურობის უზრუნველყოფით.

 თავისი მომსახურებისთვის პლატფორმა მცირე გადასახადს იღებს (0,5%). საკომისიო ირიცხება მხოლოდ ტოკენების მფლობელებისთვის ხელმისაწვდომ Yearn ქსელის ფინანსურ  პულში. YFI-ის ჰოლდინგისთვის კი პროექტი ამ საკომისიოს წილს უხდის მფლობელებს.

Yearn-ის ალგორითმის პოპულარობა და ტოკენის შეზღუდული შეთავაზება მას ინვესტიციებისთვის მიმზიდველ მიზნად  აქცევს. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ Yearn Finance-ის საცავი უსაფრთხო ადგილი არ არის.  უმჯობესია YFI  შეინახოთ,  Trezor-ის ან Ledger-ის აპარატურულ საფულეებზე.