სად გახდნენ უფრო პოპულარულები კრიპტომატები
ხშირად კრიპტომატები აეროპორტებში ან დიდ სავაჭრო ცენტრებში გვხვდება. მათი მისია არა ჩვეული ბანკომატების მიჩოჩება, არამედ ფიატური ვალუტის ჰოლდერებისთვის კრიპტოვალუტის გაცნობის მაქსიმალურად გამარტივებაა, ჩვეულებრივ ბანკომატებში ფულის განაღდების პრინციპის მსგავსად.
ბოლო ორ წელიწადში კრიპტომატების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და მსოფლიოს მასშტაბით დამონტაჟებული მოწყობილობების 40 ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა. CoinATMradar–ის სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მათი პოვნა შეიძლება, 78–მდე გაიზარდა.
ზოგადი სტატისტიკა
ასეთ მოსწობილობებს ბევრი სხვა დასახელება აქვს: კრიპტო-АТМ (automated teller machine), კრიპტო–ტერმინალი, ბიტკოინ–ბანკომატი (Bitcoin ATM) და ა.შ. ისინი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფაქტორის არიან: კედლის საფოსტო ყუთის ზომიდან დაწყებული ისეთი დიდით დამტავრებული, როგორიცაა ყველასთვის ნაცნობი საბანკო ბანკომატი (ATM) ან თვითმომსახურების კიოსკი (SSK).
თავდაპირველად კრიპტომატები მხოლოდ ერთი დანიშნულებით გამოიყენებოდა – კრიპტოვალუტების (უპირატესად Bitcoin) ნაღდ ფულზე გაყიდვა. ასეთ მოწყობილობებში იყო კუპიურების მისაღები კასეტები, რომელთა პერიოდული ინკასირება იყო საჭირო, ისევე, როგორც ბანკომატების შემთხვევაში ხდება. მოგვიანებით მომსახურების ჩამონათვალი გაიზარდა და გაფართოებული ფუნქციონალის მქონე ეს მოწყობილობები უკვე თვითმოსახურების ტერმინალებს მოაგონებდა. კრიპტომატები შესაძლებელს ხდიან კონკრეტული მონეტისთვის ციფრული საფულის შექმნას, კრიპტოვალუტის საბანკო ბარათების გამოყენებით შეძენას, ქეშის სანაცვლოდ კრიპტოს გაყიდვას და კრიპტოვალუტებში გადახდებს.
General Bytes–ის კრიპტომატების სხვადასხვა მოდელები
ვინ ამონტაჟებს კრიპტომატებს
ამ ბაზარზე ძირითადი მოთამაშეები ძირითადად ამერიკის დამოუკიდებელი ოპერატორები და პროცესორებია, ან კრიპტომატების დიდი ქსელების მფლობელები , როგორიცაა Bitcoin Depot (6773 cryptoATM), Coin Cloud (4956 cryptoATM), CoinFlip (3922 cryptoATM), Bitcoin of America (25 (2298 cryptoATM) და სხვები.
გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ბანკომატებში კრიპტოსავალუტო ბირჟებს აინსტალირებენ, როგორც დამატებით არხს სავაჭრო პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობის გასაზრდელად. ბირჟების სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, ვინც კრიპტოვალუტებითაა დაინტერესებული, ჯერ ნაღდ ფულად ან საბანკო ბარათებით კრიპტოს ყიდულობს, შემდგომში კი მისით ვაჭრობას იწყებს. ეს საკმაოდ შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ შეძენილი კრიპტოს შესანახ საფულეებს სწორედ ბირჟა ქმნის და მათთან წვდომის მიწოდებაც საბირჟო ტერმინალის მეშვეობით ხდება (ვებ–გვერდის ან მობილური აპლიკაციის დახმარებით).
რომელი კომპანიები კრიპტომატების წარმოების ლიდერები
კრიპტომატების უმსხვილესი მწარმოებლები არიან ამერიკული ფირმები BitAccess (ბაზრის30,9%), General Bytes (ბაზრის 23,4%) და Genesis Coin (ბაზრის 22,10%). სხვა მწარმოებლები ბაზრის 10%–ზე ნაკლებ წილს იკავებენ. BitAccess ძირითადად აშშ–ს ტერიტორიაზეა კონცენტრირებული. Genesis Coin თავისი სტრატეგია ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში ექსპანსიაზე ააგო (აშშ,კანადა,ბრაზილია და კოლუმბია). General Bytes, ამ რეგიონების გარდა, კრიპტომატებს აქტიურად ჰყიდის ევროპის კონტინენტზე თავისი ჩეხური წარმომადგენლობის შუამავლობით პრაღაში, სადაც კონცენტრირებულია წარმოების ძირითადი სიმძლავრე. ამის წყალობით General Bytes–მა ევროპაში ბაზრის 63,3%–იანი წილი ჩაიგდო ხელში. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის კრიპტომატების ადგილობრივი მწარმოებელი, მაგრამ ბაზარზე მათი წლი იმდენად პატარაა, რომ ისინი საერთო სტატისტიკაში ვერ ხვდებიან.
ბაზრის განაწილება კრიპტომატების მწარმოებლებს შორის
მოდით განვიხილოთ ამ მოწყობილობებს შორის კონსტრუქტიული და ფუნქციური განსხვავებები სხვადასხვა ქვეყანაში, და ასევე კრიპტომატების გამოყენების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტერიტორიები.
დამონტაჟებული კრიპტომატების რაოდენობით ლიდერობენ აშშ (34200 მოწყობილობაზე მეტი) და კანადა (მიახლოებით 2700 ერთეული ). ჰოდა, მათგან დავიწყოთ.
მსოფლიოში კრიპტომატების განთავსების რუკა
აშშ და კანადა
აშშ–ში კრიპტომატებს DCA–ს ეძახიან (Digital Currency ATM). ნაღდი ინსტრუმენტების უნაღდოზე მნიშვნელოვანი დომინირების გამო აშშ–ში დიდი მოთხოვნით სარგებლობს მოწყობილობები კუპიურების მიღებისა და გაცემის ფუნქციით. (cash-in/cash-out).
DCA от CoinFlip
აშშ–ში კრიპტოვალუტების ყიდვის ყველაზე მარტივი და გავრცელებული სქემა ასე გამოიყურება: დამოიკიდებლად ციფრული საფულის შექმნა, ნაღდი ფულით კრიპტოვალუტის ყიდვა კრიპტომატში, შემდგომაში შეძენილი მონეტების ამ საფულეზე მიღება.
აშშ–ში კრიპტოვალუტების ყიდვის ყველაზე გავრცელებული სქემა
აშშ–ში არის ისეთი მოწყობილობები, რომლებიც საბანკო ბარათებსაც იღებენ, მაგრამ ვინაიდან კარტ–რიდერის გამო ისინი უფრო ძვირადღირებულები არიან, მათი პოვნა უფრო რთულია,რადგან მათ ოპერატორები მხოლოდ მცირე პარტიებით ყიდულობენ.
აშშ–ში კრიპტომატების უდიდესი ქსელები 10 ოპერატორს ეკუთვნის 26 559 მოწყობილობით, რომლებმაც მსოფლიოში ბაზრის 68,3% დაიპყრეს. სხვადასხვა ქვეყნიდან დანარჩენ 586 უფრო მცირე ოპერატორზე ბაზრის 31,7% მოდის. (12 323 მოწყობილობა).
აშშ–ში კრიპტომატების ქსელთა ოპერატორების ტოპ-10
კანადაში უდიდესი ქსელი ოპერატორს Localcoin ეკუთვნის (845 კრიპტომატი, ბაზრის 32,4%). სხვა მოთამაშეები, რომელთა შორის ამერიკელებიც (Bitcoin Depot) არიან, აქვთ ბაზრის 10%–ზე ნაკლები წილი და მცირე ქსელებს მართავენ, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ასეული მოწყობილობისგან შედგება.
ევროპა
ევროპის კონტინენტი მსოფლიოში კრიპტომატების რაოდენობით მეორე რეგიონია. ევროპაში უდიდესი ქსელი ავსტრიის ოპერატორს Kurant ეკუთვნის, რომელმაც 220 კრიპტომატი დააყენა ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ბაზრის 14,4%–იანი წილით. სიდიდით მეორე ოპერატორის დამაინტრიგებელი სახელი აქვს, რომელიც საერთოდ არ ასოცირდება კრიპტომატების ქსელთან – Shitcoins.Club. ამ პოლონურმა ქსელმა დაამონტაჟა 191 კრიპტომატი დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ნიდერლანდების სამეფოში, იტალიაში,რუმინეთში, პოლონეთსა და უკრაინაში და ინარჩუნებს ბაზრის 12,8%–იან წილს.
სხვა ქსელებს, ისეთებს როგორებიცაა ესპანური BitBase, რუმინული Bitcoin Romania, შვეიცარული Vardex და სხვებს, აქვთ 10%–ზე ნაკლები წილი და არის კიდევ სხვა რეგიონული ქსელები კრიპტომატების მცირე რაოდენობით. ევროპაში უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები ბატონობს, ამიტომ კრიპტომატები არა მხოლოდ ნაღდი ფულის, არამედ საგადახდო ბარათების მიღების ფუნქციით, აქ ჩვეული მოვლენაა.
ევროპაში კრიპტომატების ქსელთა ოპერატორების ტოპ-10
სხვა რეგიონები
სხვა კონტინენტებზე ქსელს მხოლოდ ახლა ქმნიან. კრიპტომატების მნიშვნელოვანი რაოდენობა დამონტაჟებულია აზიასა და ჰონკონგში (152 ერთეული), 160 კრიპტომატზე მეტია დაყენებული ავსტრალიაში. აფრიკა მნიშვნელოვანი შედეგებით ჯერ ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ბანკომატების კრიპტომატებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება და მას უკვე ვერ შეაჩერებენ. კრიპტოვალუტის ყიდვის უფრო ეკზოტიკურ ფორმატებზე სხვა სტატიაში მოგიყვებით. თვალი ადევდნენ განახლებებს.