რომელ კრიპტოვალუტას შეუძლია, 2023 წელს გაქრეს

ფოტო - რომელ კრიპტოვალუტას შეუძლია, 2023 წელს გაქრეს
ზოგიერთი კრიპტოვალუტა ჩნდება, რათა სამუდამოდ დარჩეს. სხვების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 2-3 წლით შემოიფარგლება. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ მიეცა დავიწყებას ასობით დიდი იმედის მომცემი პროექტი. ამიტომ შეგვიძლია, ზოგიერთი კრიპტოვალუტის ბედი ვიწინასწარმეტყველოთ.
სერვისი Coinmarketcap მონიტორინგის ქვეშ მყოფი ტიკერების სიას ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ახალ კრიპტოვალუტას უმატებს. 2022 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი დაახლოებით 9000-ს შეადგენს, რაც 2013 წელს არსებულ, ერთი მუჭა ციფრულ მონეტასთან შედარებით სერიოზული მატებაა. და ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მათზე, ვისაც სურს, ბაზარზე ოდნავ მაინც "გამოანათოს". სინამდვილეში, მათი რაოდენობა გაცილებით დიდია. მაგრამ ბაზრის მთელი კაპიტალიზაციის თითქმის 90% საერთო რიცხვიდან მხოლოდ 20 კრიპტოვალუტაზე მოდის. დანარჩენი 10% პროექტებს ითვისებს, რომლებიც იბრძვის, რათა ცნობადი გახდეს და შემქმნელებს რაღაც შემოსავალი მაინც მოუტანოს.

რატომ ქრება კრიპტოვალუტები?

კრიპტოვალუტები ბაზრიდან რამდენიმე მიზეზის გამო ქრება. ვებ-გვერდი Dead Coins, რომელიც „დამარხულ“ პროექტებს აღრიცხავს, სიკვდილის მიზეზებს 4 კატეგორიად ყოფს:

● თაღლითური პროექტები;
● ჰაკერების მსხვერპლი;
● მათი შემქმნელების მიერ მიტოვებული მონეტები;
● არასერიოზული (პაროდიული) პროექტები.

გაუჩინარებული მონეტების აბსოლუტური უმრავლესობა პირველ და მეორე კატეგორიებს: სკამსა და ჰაკს მიეკუთვნება.
გაუჩინარებული პროექტების 50%-ზე მეტი თაღლითობა იყო.

გაუჩინარებული პროექტების 50%-ზე მეტი თაღლითობა იყო.

ვებ-გვერდი კრიპტოვალუტების, რომლებიც „უფრო მკვდარია, ვიდრე ცოცხალი“, მხოლოდ ვაჭრობის მოცულობასა ფასების ცვლილებებს არ აანალიზებს. მოწმდება ასევე სოციალური ქსელების აქტივობა, ვებ-გვერდის შრომისუნარიანობა, დეველოპერების ღია პროფილები, მოთხოვნების ინდექსაცია Google-ში.

დღეისათვის Dead Coins-მა "გლოვის წიგნში" 1829 კრიპტოვალუტა შეიტანა. ეს ის პროექტებია, რომლებიც აქტივობას აღარასოდეს განაახლებს. 

რომელია კრიპტოვალუტები, რომლებიც, შესაძლოა, მალე "მკვდრების სიას“ შეუერთდეს?

სერვის Dead Coins-ის ალგორითმის მიხედვით პროექტების შეფასებისას, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი პროექტი, რომელიც მინიმალურ აქტივობას ჯერ კიდევ აჩვენებს და ფორმალურად ცოცხალია, ძალიან მალე აქტიურთა ჩამონათვალიდან გაქრება.

1. MoveRich (MVRC). როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ვიგებთ, პროექტი MoveRich 2021 წელს „ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მიზნით“ ამოქმედდა. Roadmap ზოგადი ფრაზებით 2023 წლის ჩათვლით არის გაწერილი. დამფუძნებლების სახელები მითითებული არსად არის. Telegram-ს 218 გამომწერი ჰყავს, KakaoTalk არააქტიურია. ბოლო თვის სავაჭრო ბრუნვა ნულის ტოლია. 3 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით მონეტის მცირე ფამფ-ენდ-დამფი მოხდა. მისი საბაზისო ფასი $0,003 დოლარი იყო. ის  $0,16 დოლარამდე აქაჩეს და ჩარეცხეს. ალბათ არ ღირს ლოდინი, რომ "ჯანმრთელობის გამაუმჯობესებელი“ კიდევ რაღაცით წარმოაჩენს თავს. RIP MVRC

2. Casper (CSPR). ოფიციალური ვებ-გვერდი, როგორც ჩანს, სტადიიდან "განვითარების ეტაპზეა" არც გამოსულა და ვეღარც გამოვა ოდესმე. Pump&Dump ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში მოხდა. მაშინ ტოკენი აქაჩეს და $1.36-დან $0.04-მდე წარმატებით ჩარეცხეს, როდესაც საერთო მოცულობა 10 მილიარდი CSPR იყო. მიუხედავად იმისა, რომ შითკოინის სავაჭრო ჩარტი აქტიურია და რაღაც მოძრაობაც კი შეინიშნება, ამ მიცვალებულის საფლავიდან წამოყენება ნაკლებად შესაძლებელია. ახლა მონეტა $0,0290-ის ნიშნულზე ივაჭრება. ანუ Casper-ის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე 97,86%-ით დაბალია. ბარემ მიაკალით, რომ აღარ იწვალოს!

3. Tosa Inu (TOS). ეს მრავალი „ძაღლის“ მიმკოინიდან ერთ-ერთია, რომლის მოდა უკვე წარმავალია. პირველი ორი, გულწრფელად თაღლითური პროექტისგან განსხვავებით, Tosa Inu ერთდროულად პაროდიისა და მიტოვებულის კატეგორიას განეკუთვნება. როგორც ჩანს, დეველოპერები თამაშით გაძღნენ და თავად უბედური ინუ ტყეში მიატოვეს. ვებ-გვერდი tosatoken.io მიუწვდომელია (როგორც ჩანს, ჰოსტისთვის განკუთვნილი ფული გაიფლანგა), ბლოგის გვერდი Medium-ზე წაიშალა, Twitter არაფრისმთქმელი პოსტებით კვირაში თითო წვეთით ივსება. ტოკენი  $0.00000000011-ად ივაჭრება (ნულებში ხომ არ ჩაიკარგეთ?). მისი ისთჰაი 29 ოქტომბერს $0.00000001189-ს დონეზე დაფიქსირდა. პროექტის მიზნები კეთილშობილურია: ამ სამყაროში ცხოველების გადარჩენა. მაგრამ როგორ აპირებენ შემქმნელები ამის განხორციელებას ცხოვრებაში, გაუგებარია. ასე რომ, თუ ტოკენი TOS გაქრება, დიდად არავინ განაწყენდება, ხოლო თუ გადარჩება, ვერც ვერავინ შეამჩნევს.

ამ სიის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ აქვს კი ამას აზრი?  ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ უახლოეს მომავალში ალტკოინების 50%-ზე მეტი სულს განუტევებს. იმ პროექტებს კი, რომლებიც 2022 წლის კრიპტოზამთარს გადაურჩება, შეუძლიათ, თავი გმირებად მიიჩნიონ.

ჩვენ ეს პატარა ანალიზი იმისთვის ჩავატარეთ, რომ მკითხველს ალგორითმი ვაჩვენოთ, რომლითაც ყოველი პროექტი უნდა შემოწმდეს, რომელშიც ფულის ჩადებას აპირებთ.