NFT მინთი ციფრული აქტივის შექმნის პროცესია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ NFT ფიქსირებულ ფასად, ან უფასოდ, მხოლოდ Gas Fee-ს გადახდით (საკომისიო, რომელსაც ბლოკჩეინი ოპერაციის ჩატარებისთვის იღებს).
რისთვის არის საჭირო უფასო NFT მინთი?
რა არის მინთი?
NFT მინთი ციფრული აქტივის შექმნის პროცესია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ NFT ფიქსირებულ ფასად, ან უფასოდ, მხოლოდ Gas Fee-ს გადახდით (საკომისიო, რომელსაც ბლოკჩეინი ოპერაციის ჩატარებისთვის იღებს).
პროექტის მფლობელები თავდაპირველად მინთს პერსონალურ საიტებზე აწარმოებენ, შეძენისთვის კი დეცენტრალიზებული საფულეა საჭიროა. მეორადი ბაზრის აქტივაცია უკვე სპეციალიზებულ NFT ბაზრებზე ხდება.
რაში სჭირდება ეს პროექტებს?
NFT კოლექციების დეველოპერები ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან მუშაობაზე, რადგან ისინი თითოეული NFT-ის გაყიდვიდან იღებენ საკომისიოს (აქტივის ღირებულების 5-20%) . ამიტომ, ისინი ცდილობენ დააჯილდოონ მომხმარებლები მათი აქტიურობისა და პროექტების პოპულარიზაციისთვის სოციალურ ქსელებში და ისინი WhiteList-ში შეჰყავთ.
WhiteList იმ მომხმარებლების სიაა, რომლებსაც აქტივების შეძენისას დამატებითი სარგებელი აქვთ. ეს შეიძლება იყოს ადრეული მინთი მიმზიდველ ფასად, ან სრულიად უფასოდ.
როგორ მივიღოთ NFT მინთი უფასოდ?
თითოეული პროექტი აქტივის უფასო მინთის კრიტერიუმებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს. ძირითადად, ეს არის ჯილდო საკუთარი საზოგადოების მომხმარებლებისთვის აქტივობისა და კრეატიულობის სანაცვლოდ. ამიტომ, გირჩევთ, ჯერ გაეცნოთ პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ მუშაობას. ძირითადად, საკმარისია პროექტის საზოგადოების დახმარება Discord-ში, ან Twitter-ში. თქვენ ასევე შეგიძლიათ იყოთ კოლექციის ამბასადორი და შექმნათ კრეატიული ვიდეოები, ან დადებითი სტატიები.
უფასო NFT მინთი WhiteList-ის დახმარებით არის შესანიშნავი შესაძლებლობა, მიიღოთ ჯილდო თქვენი მუშაობისთვის, ბიუჯეტისა და კოლექციაში ინვესტიციის გარეშე, მაგრამ მისი კრეატიულად და ეფექტურად რეკლამირების ოსტატობით. არსებობს ათასობით პროექტი, ასე რომ თქვენთვის საინტერესოს არჩევა მარტივად შეგიძლიათ.
NFT-ების მაგალითები, რომელთა მიღებაც უფასოდ არის შესაძლებელი:
მინიმალური ფასი 0.7 ETH (~1100 $) goblintown.
მინიმალური ფასი 0.037 ETH (~58 $) ill poop it nft.