რატომ უხდიან გაკოტრებული კომპანიების მენეჯერებს დღეში $10 000-ს?

ფოტო - რატომ უხდიან გაკოტრებული კომპანიების მენეჯერებს დღეში $10 000-ს?
მას შემდეგ, რაც SBF ჩაიხსნა FTX ბირჟის მენეჯმენტიდან, ახალმა დროებითმა მენეჯერმა ჯონ რეი მესამემ სამეფო ოჯახის წევრის ოდენობის ხელფასი მოითხოვა. და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რა ბინძური სამუშაო უნდა აკეთოს მან ამხელა ფულისთვის?
დირექტორის დონის კიდევ ერთ ტოპ-მენეჯერს ასევე არანაკლები ხელფასი აქვს  - დაახლოებით 1000 დოლარი საათში, ხოლო მმართგელი რგოლის  მენეჯერის მინიმალური რეიტინგი საათში 900 დოლარიდან იწყება.

FTX, მისი „თითქმის გაკოტრებულის“ სტატუსის მიუხედავად, უზარმაზარი სახელფასო ხარჯების გაწევას განაგრძობს  და უხდის ფიქსირებულ ხელფასს და ხარჯებს კომპანიის რესტრუქტურიზაციის მოწვეულ ექსპერტებს, გაყინული სახსრებისა და მკაფიო საბუღალტრო აღრიცხვის არარსებობის მიუხედავად. ამავდროულად, ბირჟას კლიენტებისა და ინვესტორების  თითქმის 10 მილიარდი დოლარის ვალი აქვს და კვლავ იმედოვნებს მათ პოვნას, რითაც თავიდან აიცილებს გაკოტრებას. ყველა მონაცემის ერთად შეკრებით ჩვენ „ჭირის დროს ერთგვარ ბანკეტს“ ვხედავთ.

ჯონ რეიმ, გაკოტრების საკითხებში გამოცდილი ექსპერტი, რომელიც მიიწვიეს კრიზისის მენეჯერად, უნდა ჩაატაროს პირობითი აუდიტი და დარჩენილი ლიკვიდური აქტივების „ინვენტარიზაცია“.

აშშ-ის დელავერის ოლქის გაკოტრების სასამართლოში შაბათ-კვირას წარდგენილი იურიდიული დოკუმენტები მეტ სიცხადეს ანიჭებს FTX საქმეს, რომლის პირველი მოსმენა 22 ნოემბერს გაიმართება. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ბირჟაზე დარჩა 1 მილიონამდე კრედიტორი, მათ შორის კრიპტოვალუტის აქტივების მფლობელები, რომლებმაც ვერ შეძლეს თანხების გატანა თავიანთი ბირჟის საფულეებიდან.

შეგახსენებთ, რომ FTX-ის აქტივებმა სწრაფად  დაიწყო კლება CoinDesk-ის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, რომელიც FTX-ის შვილობილი კომპანიის, Alameda Research-ის, გადახდისუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებდა. ამის შემდეგ Alameda-ც დაეცა და ბირჟაც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რატომ აგრძელებს კომპანია დროებითი მენეჯერებისთვის ასეთი კოლოსალური ხელფასების გადახდას? აქ ყველაფერი სუფთაა? არსებობს თუ არა კორუფციული კომპონენტი კომპანიიდან აქტივების გატანის მიზნით ან რაიმე უკანონო ოპერაციების განხორციელების მცდელობა?

როგორც რესტრუქტურიზაციის საკონსულტაციო კომპანიის, Alvarez & Marsal-ის მმართველმა დირექტორმა ედგარ მოსლიმ განაცხადა, ხელფასების გადახდის გაგრძელება აუცილებელია FTX-ის რესურსების, ფასეულობების და ქონების შესანარჩუნებლად.

მას მიაჩნია, რომ ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დარჩენილი გუნდის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლები უბრალოდ გაიქცეოდნენ სხვა სამუშაოს საძიებლად და ეს, სავარაუდოს, შეამცირებდა სტეიკჰოლდერების  და კრედიტორების ნდობას კომპანიის წარმატებით რეორგანიზაციის შესაძლებლობის მიმართ.

მისი აზრით, მაღალი ტარიფები კრიზისის ოთხი უფროსი მენეჯერისთვის, - საათში 900-დან 1300 დოლარამდე, კომპანიის დარჩენილი ნაწილის მხარდაჭერისთვის და  ადმინისტრირებისთვის გადამწყვეტია, თუ არსებობს დარჩენილი აქტივების და სავალო ვალდებულებების პატიოსნად და მიუკერძოებლად დალაგების ამოცანა.  აქედან გამომდინარე, არ არსებობს კორუფცია, პატიოსნება კი ძვირი ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი ჰონორარები ყურადღებას იპყრობს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მსხვილი კომპანიების კორპორატიული რესტრუქტურიზაციის პრაქტიკაში. ჯონ რეის წლიური შემოსავალი, რომელიც თითქმის 2,5 მილიონი დოლარი იქნება, ეს საკვანძო  კრედიტორების მიმართ FTX-ის 3,1 მილიარდი აშშ დოლარის ვალის მხოლოდ მცირე ნაწილია.

თავის დროზე საინვესტიციო გიგანტის Lehman Brothers-ის მხოლოდ ლიკვიდაცია, რომელიც 2010 წელს დასრულდა, $2 მილიარდი დაჯდა.

მოსლი ასევე რეკომენდაციას უწევს გაგრძელდეს  17,5 მილიონ აშშ დოლარამდე გადახდები FTX კონტრაქტორებისთვის, რომლებთანაც  მხარდაჭერის ხელშეკრულებებია გაფორმებული. ამის გარეშე, კრიპტო აქტივები, რომლებიც ჯერ კიდევ ინახება ბირჟის საფულეებში, შეიძლება მოიპარონ, ხოლო ძირითადი სერვერები ამოღებული იყოს მომსახურეობიდან შესაძლო ჰაკერული შეტევის  გამო, თუ უსაფრთხოებაზე არავინ იძრუნებს. ამ შემთხვევაში ბირჟა კიდევ უფრო მეტს დაკარგავს და აქამდე შენარჩუნებული აქტივებიც დაიკარგება, რაც კრედიტორებს და გაკოტრების სასამართლოს თავის ტკივილს მხოლოდ გაუძლიერებს.

მაგრამ ამჟამად ძირითადი მომწოდებლების მთელი სიის დადგენა FTX-ის ბიზნესის მენეჯმენტის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების და შიდა აღრიცხვის არარსებობის გამო ძალზე რთულია. რეიმ გააკრიტიკა მენეჯმენტის დაბალი დონე და დაუდევარი დამოკიდებულება კომპანიის შიგნით ნებისმიერი ბუღალტრული აღრიცხვისა და დოკუმენტაციის მიმართ. ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, რაც მას ოდესმე უნახავს რესტრუქტურიზაციის საკითხებში 40-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, მათ შორის ენერგეტიკული კომპანია Enron-ის გაკოტრების რთული პროცედურის დროს.

FTX-ს ჯერ კიდევ უჭირს კრედიტორების სრული სიის და შტატიანი თანამშრომლების რეესტრის იდენტიფიცირებაც  კი, რაც ართულებს 1 მილიონი დოლარის სახელფასო დავალიანების გადახდას. რეიმ ასევე ბაჰამის კუნძულებზე ძვირადღირებული უძრავი ქონების შესაძენად FTX-ის უმაღლესი მენეჯმენტისთვის კომპანიის სახსრების გამოყენების პრაქტიკა გააკრიტიკა.

როგორც ხედავთ, FTX ის „ავგენური თავლი“ ​​აღმოჩნდა, რომლის დალაგებისთვის ახლა ძალზე მაღალი ფასის გადაიხდა იქნება აუცილებელი.