WiNFUND-ი აფრიკული ჯანდაცვის მხარდასაჭერად NFT-ებს უშვებს

ფოტო - WiNFUND-ი აფრიკული ჯანდაცვის მხარდასაჭერად NFT-ებს უშვებს
იაფი და დროული სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩეულთა პრივილეგიაა. ცოტა ხნის წინ შექმნილმა WiNFUND-მა ჯანდაცვის სფეროში სტარტაპების მხარდასაჭერად NFT-ების კოლექცია გამოუშვა.
2023 წლის თებერვლის ბოლოს, არაკომერციულმა საზოგადოებრივმა ფონდმა WiNFUND Africa ახალი კოლექციის, NFT Africa-ს ამოქმედების შესახებ განაცხადა. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი მოხმარდება აფრიკის ჯანდაცვის სისტემის განვითარებას - როგორც ქალი ექიმების ინიციატივების მხარდაჭერას, ასევე აფრიკელი ქალების ჯანმრთელობის დაცვას.

კერძოდ, WinFUND-ს სურს მოძებნოს ისეთი ორი პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაკავშირებული არაა. პირველ რიგში, ფონდის ცნობით, მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს არ აქვს თავისუფალი წვდომა ძირითად სამედიცინო სერვისზე. მეორეც, გლობალური მასშტაბით, ვენჩურული კაპიტალის დაფინანსების 2%-ზე ნაკლები მოდის ქალებზე (თუმცა სტატისტიკურად საწარმოები ქალების ხელმძღვანელობით უფრო მომგებიანია). ჯანდაცვის სფეროში მეწარმე ქალებისთვის დახმარების გაწევით, WinFUND ორივე ნეგატიური ტენდენციის შერბილებას იმედოვნებს. 

8000-ზე მეტი ციფრული ხელოვნების ნიმუშის თემატური კოლექცია რუანდელმა მხატვარმა, კრისტელა ბიჟუმ შექმნა. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია კომპანია Tokenproof, რომელიც Ethereum-ის პლატფორმაზე NFT-ების მოჭრის თანხლებას უზრუნველყოფს.

Bijou-ს ნამუშევრების მომავალი მფლობელები, WiNFUND-ის სხვა დონორებთან ერთად, საძირკველს ჩაუყრიან თანამოაზრე ადამიანებისა და მენტორების საზოგადოების ჩამოყალიბებას, რათა ერთობლივად დაუჭირონ მხარი ქალთა მეწარმეობას.

პროექტის დაწყებიდან გასული 7 თვის განმავლობაში, WinFUND-მა უკვე მიიღო სამასზე მეტი განაცხადი საქმიანი ქალბატონებისგან  ეგვიპტიდან, განიდან, კენიიდან, ნიგერიიდან, რუანდიდან, სამხრეთ აფრიკიდან და უგანდიდან.
WiNFUND არის ინოვაციური მოდელი, რომელიც დაეხმარება მეწარმეებს ზრდაში, გლობალური საზოგადოების შექმნაში ჩართულობის გზით. ის უზრუნველყოფს ბიზნესის მხარდაჭერასა და დაფინანსებას უნიკალური NFT-ების გაყიდვის ხარჯზე
”, – აჯამებს Reckitt-ის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი და WiNFUND-ის თანადამფუძნებელი პატრიცია ო'ჰაიერი.
აღსანიშნავია, რომ WinFUND-ის დამფუძნებლებს შორის არის ჯანდაცვის სფეროში ინოვაციებისა და ინვესტიციების ბირჟა (HIEx), რომლის პატრნიორებია კოფი ანანის ფონდი და EcoBank-ის ფონდი. HIEx არის არაკომერციული პარტნიორობის პლატფორმა ჟენევაში მდებარე შტაბ-ბინით, რომელიც აერთიანებს პოლიტიკოსებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს სამედიცინო დარგში. 

სამომავლოდ, მოსალოდნელია, რომ WiNFUND სამედიცინო სტარტაპების მხარდაჭერის მოდელის მასშტაბირებას სხვა კონტინენტებზეც მოახდენს.