XRP Classic: საინვესტიციო აქტივი თუ თაღლითობა

icon XRP
ფოტო - XRP Classic: საინვესტიციო აქტივი თუ თაღლითობა
ტოკენმა XRP Classic, რომელიც ბაზარზე 2022 წლის დეკემბერში გამოჩნდა, ერთ თვეზე ნაკლებ დროში 400%-იანი დამაჯერებელი ზრდა აჩვენა და წვრილი საცალო ინვესტორების ყურადღება მიიპყრო. მოდით, ვცადოთ გარკვევა, რატომ უგულებელყოფენ გამოცდილი ტრეიდერები ამ აქტივს.
ტოკენმა XRPS მედიისა და ტრეიდერების ინტერესი გამოიწვია, რადგან თავის თავს უწოდა კრიპტოვალუტა, რომელიც XRP Ripple-ის იდეას აგრძელებს. „რიპლის შემცვლელის“ შეძენისთვის დამატებითი ბუსტერი გახდა გაჭიანურებული სასამართლო დავა Ripple vs SEC. 

პროექტის Coinmarketcap-ის გვერდზე არის ყურადსაღები თაღლითობის საწინააღმდეგო გაფრთხილება ყიდვამდე DYOR-ის აუცილებლობის  შესახებ (წაიკითხეთ ჩვენი დაწვრილებითი სახელმძღვანელო კრიპტოვალუტების ანალიზის შესახებ). მაგრამ, როგორც ჩანს, პერსპექტიული პროექტების გამოუცდელი მაძიებლები ამას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. ამიტომ, გთავაზობთ, ჩვენთან ერთად შეამოწმოთ, რამდენად საიმედოდ გამოიყურება ტოკენი XRP Classic.

XRPC – ტოკენი თუ კოინი

ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ XRP Classic არის პროექტი, რომელიც საკუთარი „ეკოლოგიურად სუფთა“  ბლოკჩეინ ReFi-ის შესაქმნელად ამოქმედდა.

შემქმნელები არ განმარტავენ, რა არის "ReFi", მაგრამ ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს  ელეგანტური მინიშნებაა იმაზე, რომ ფინანსებს აქ Rekt-ი ელით.

გასაგებია, რომ XRPC-ს არ აქვს საკუთარი ქსელი, ამიტომ მას მონეტას ვერ ვუწოდებთ.

პროექტის მიზანი აღწერილია არაფრისმთქმელი ფრაზებით:

● გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც კრიპტოსივრცეს ყველასთვის უსაფრთხო და გასაგებს გახდის;
● ინოვაციური გრძელვადიანი ეკოსისტემის შექმნა;
● მომხმარებლებისთვის ფულის გამომუშავების სასიამოვნო გამოცდილების საშუალების მიცემა;
● ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის ნაწილად ქცევა.

არანაირი კონკრეტიკა, არანაირი მკაფიო გეგმები. ამ ამოცანებთან შედარებით, მკვდრადშობილი ტოკენი Tosa Inu-იც კი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, რომელიც აცხადებს, რომ მისი მისია მთელს მსოფლიოში ცხოველების გადარჩენაა. 

პროექტის საგზაო რუკა რაიმე კონკრეტულ თარიღებზე არ მიუთითებს. მასში გაცხადებულია, რომ საკუთარი ბლოკჩეინი მაშინ შემუშავდება, როდესაც ტოკენ XRPC-ების მფლობელთა რაოდენობა 50000+-ს მიაღწევს. მაგრამ დრო დასახელებული არ არის.
წყარო: xrpclassic.com

წყარო: xrpclassic.com

Roadmap-ში აღნიშნულია, რომ CEX-ბირჟებზე ლისტინგი გავლილია. მაგრამ ეს აქტივი ვიპოვეთ მხოლოდ PancakeSwap-ზე და რუსული წარმოშობის პატარა ცენტრალიზებულ პლატფორმაზე Coinsb. პლატფორმაზე P2B ტოკენი მოდერაციას გადის. ეს სერიოზული ინვესტორებისთვის არც თუ ისე საიმედო პლატფორმებია.

პროექტის ტოკენომიკა

XRPC ჰიპერდეფლაციური ტოკენია, რომელსაც Smart Exchange სისტემა აქვს. მისი ჯამური მიწოდება 1 მლრდ-ს შეადგენს. ყველა ტოკენი ერთჯერადად გამოვიდა და შემდგომი ემისია არ იგეგმება.

ყველა XRPC ნაწილდება შემდეგნაირად:

● 5% დეველოპერების გუნდმა მიიღო;
● 41,11% წინასწარი გაყიდვის დროს გაიყიდა;
● 20,56% ლიკვიდობის პულშია გაყინული;
● 33,33% გამოშვებისას დაუყოვნებლივ დაიწვა.

ანუ, მიმოქცევაში შეიძლება იყოს არაუმეტეს 666,666,667 XRPC ტოკენისა. Coinmarketcap-ის მონაცემებით, ცირკულირებადი მოწოდება ახლა 666,645,870 XRP Classic-ს შეადგენს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $12,289,578-ია.

წინასწარი გაყიდვის დროს ფასი $0.0010-ს შეადგენდა. მაქსიმალური კურსი $0.0276-ის დონეზე დაფიქსირდა. სტატიის მომზადების მომენტისთვის PancakeSwap-ზე ტოკენი $0,016-ად XRPC/BNB-ს წყვილში ივაჭრება და $0,0161-ად XRPC/USDT-ს წყვილში Coinsbit-ზე.

ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა ამჟამად დაახლოებით $173 ათასია და ყოველდღიურად იზრდება.

პროექტის ავტორები

დამფუძნებლების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ რუსულ ვებგვერდზე “Моя газета” "კრიპტოვალუტა ReFi XRP Classic-ის" შესახებ სარეკლამო სტატიაში მითითებულია ერთი დეველოპერის, ევან ჯეიმსის სახელი. ის ამბობს, რომ "ტოკენი კრიპტოვალუტის ბირჟების ახალ ამბებში ფიგურირებდა და ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერის ბილბორდებზე იყო რეკლამირებული. 

ძიებამ სიტყვებით "Evan James" ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოგვცა, გარდა ერთსა და იმავე სტატიისა, რომელიც სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნდა. ის ფაქტი კი, რომ „ეკოლოგიურად სუფთა ბლოკჩეინი“ რეკლამირება ხდება ვებგვერდებზე, სადაც ასევე ნახავთ ჰოროსკოპებს, რეცეპტებს და რჩევებს მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს, პროექტის კეთილსინდისიერებაში კიდევ უფრო მეტი ეჭვი შეგეპარებათ. 

ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ტოკენი XRP Classic აშკარა თაღლითობაა. მაგრამ ვთვლით, რომ თითოეულმა პოტენციურმა ინვესტორმა თავად უნდა ჩაატაროს საკუთარი გამოძიება და არ ენდოს ინტერნეტში არსებულ სტატიებს, მათ შორის ჩვენს სტატიებსაც კი.