yPredict: AI-ზე დაფუძნებული სავაჭრო ინსტრუმენტები

ფოტო - yPredict: AI-ზე დაფუძნებული სავაჭრო ინსტრუმენტები
yPredict - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა კრიპტოვალუტური ბაზრის მოძრაობის პროგნოზირებისთვის. ის გვთავაზობს ოთხი ტიპის სავაჭრო ინსტრუმენტებს, ტექნიკური ანალიზის მზა მოდელებს გამოწერით და პლატფორმას ტრეიდინგისთვის, რომელიც დაფუძნებულია წინა პროდუქტებზე, ორდერების კარგი მრავალფეროვნებით.
პროექტის White Paper-ის თანახმად, პლატფორმა yPredict-ზე კვლევისთვის ინფორმაცია ფინანსური პროგნოზირების თანამედროვე მეთოდებსა და ალტერნატიული მონაცემების მაჩვენებლებს ეფუძნება. ტექნიკური ასპექტები უფრო დეტალურად არ არის გამჟღავნებული.
ილუსტრაცია პროექტის პრეზენტაციიდან. წყარო: Pitch Deck yPredict.

ილუსტრაცია პროექტის პრეზენტაციიდან. წყარო: Pitch Deck yPredict.

ტრეიდერებისა და ინვესტორების გარდა, yPredict ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მიმართულების დეველოპერებისთვისაა განკუთვნილია. მათ ამ პლატფორმის გამოყენება ადრე შექმნილი სავაჭრო მოდელების გასაყიდად შეუძლიათ.

პროგნოზირების სერვისის გუნდი მათი პლატფორმის გამოყენებით იდეალური შედეგის მიღების გარანტიას არ იძლევა. თუმცა, აღნიშნავს, რომ yPredict დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ საბაზრო ხმაურს და ივაჭროთ უფრო მაღალი სტატისტიკური ალბათობის მქონე გადაწყვეტილებზე დაყრდნობით.

პროექტის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი - Raj Sharma

რისთვის არის საჭირო პლატფორმის ნატიური ტოკენი YPRED?

YPRED არის პლატფორმა yPredict-ის ნატიური ტოკენი უტილიტარული, მმართველობითი და შემოსავლიანი ფუნქციებით. ის Polygon-ის ბლოკჩეინზეა ამოქმედებული, მაქსიმალური მიწოდება კი 100 მილიონი ტოკენითაა შეზღუდული. პროექტის საგზაო რუკის თანახმად, YPRED-ის პირველადი ლისტინგი ცენტრალიზებულ ბირჟაზე 2023 წლის მე-3 კვარტალში მოხდება. საწყისი ფასი - 0,12 დოლარი.
YPRED-ის ტოკენომიკა. წყარო - yPredict-ის White Paper

YPRED-ის ტოკენომიკა. წყარო - yPredict-ის White Paper

პლატფორმის ტოკენი საჭირო იქნება დეველოპერების მიერ მოწოდებული, ტექნიკური პროგნოზირების მოდელების გამოსაწერად. მათი მეშვეობით ტრეიდერი ვაჭრობის სიგნალებს რეალურ დროში მიიღებს. დეველოპერს სთავაზობენ გამოწერის ღირებულების 70%-ს, ამასთან მისი მოგება პლატფორმაზე ერთი თვით იბლოკება.

ასევე YPRED საჭიროა ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო სავაჭრო ინსტრუმენტების კომპლექტზე უფასო წვდომისთვის.

დარჩენილი ტოკენების გაგზავნა მომხმარებლებს შეუძლიათ yPredict-ის სტეიკინგ პულში, ფიქსირებული ლიკვიდობის გარეშე. ამ სერვისის მაქსიმალური კვარტალური სარგებელი შეიძლება აღწევდეს 45%-ს. ასეთი მაღალი პროცენტი განპირობებულია იმით, რომ ფინანსური მოდელის ყოველი ახალი გამოწერის ღირებულების 10%-ის სტეიკინგის პულში ირიცხება.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, YPRED-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმის მიცემა ტექნიკური მოდელებისთვის, რომლებიც პლატფორმას  Market Predictions უნდა დაემატოს.

რა პროდუქტები შედის yPredict-ის ეკოსისტემაში?

Market Predictions. უფასო ფუნქცია, რომლის მეშვეობით შესაძლებელია yPredict-ის ინსტრუმენტებისა და მოდელების საფუძველზე ჩამოყალიბებული  პროგნოზების სიზუსტის შეფასება. პროგნოზირებადი მონაცემები იქმნება გუნდის საკუთარი ტექნიკური მოდელებისა და კენჭისყრით არჩეული, მესამე მხარის პროგრამების გაერთიანების გზით. ბუნებრივია, ფასების მოძრაობის ანალიზისთვის განკუთვნილი  საბაზისო ალგორითმებია ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება.

yPredict Analytics. ტექნიკური ინსტრუმენტების პაკეტები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიადაა დალაგებულია. პირველი გრაფიკულ გრაფიკზე დაახლოებით 100 პატერნის ავტომატურ აღმოჩენას მიეკუთვნება. ინსტრუმენტი ეყრდნობა უახლეს ისტორიულ მონაცემებს და აჩვენებს, რამდენად მომგებიანი იქნება კონკრეტული პატერნის გამოყენება მიმდინარე საბაზრო პირობებში.

პროდუქტის კიდევ ერთი ვარიანტი აჩვენებს ტრეიდერების განწყობას კონკრეტულ აქტივთან მიმართებაში. ის აანალიზებს სიახლეებსა და პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ნახსენები იყო საჭირო ტოკენი, ან კრიპტოვალუტა.

ასევე პროდუქტის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტექნიკური ინდიკატორების დიდი რაოდენობა თითოეული კრიპტოვალუტური ტიკერისთვის, ეფექტურობის მიხედვით მათი გაფილტვრის გზით. გარდა ამისა, შესაძლებელია გარიგებების მონაცემების ანალიზი თითოეული კრიპტოვალუტური წყვილის მიხედვით.

ზოგიერთი ტექნიკური ინსტრუმენტი უფასოა, მაგრამ უფრო მოწინავეების მისაღებად გადახდა მოგიწევთ.

Predict Marketplace
მარკეტპლეისი, სადაც დეველოპერებს თავიანთი პროგნოზირების მოდელები გასაყიდად გამოაქვთ, ტრეიდერები კი მათ ყოველთვიურ გამოწერას ყიდულობენ. კოლაბორაციის შედეგების ნახვა შესაძლებელია რეალურ დროში პლატფორმაზე Market Predictions.

yPredict-ის სავაჭრო პლატფორმა
სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია სიჩქარესა და სიმარტივეზე. როგორც პროექტის თეთრ წიგნშია აღნიშნული, ის  გამოირჩევა ორდერების დიდი არჩევანითა და მათი შესრულების დროით. ტერმინალი მოიცავს დიაგრამებს, რომლებიც თავსებადია yPredict Analytics-ის სავაჭრო ინსტრუმენტებსა და მოდელებთან მარკეტპლეისიდან. ასევე პლატფორმაზე მოქმედებს სავაჭრო სიგნალის მიხედვით ყიდვის, ან გაყიდვის გარიგების მყისიერი განთავსების ფუნქცია.

პლატფორმა yPredict-ის ოფიციალური ამოქმედება 2023 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.