Yuga Labs თამაშს Dookey Dash იწყებს და კანალიზაციაში გვეპატიჟება

ფოტო - Yuga Labs თამაშს Dookey Dash იწყებს და კანალიზაციაში გვეპატიჟება
Bored Ape Yacht Club-ის ეკოსისტემა ფართოვდება. ახლა მის შემადგენლობაში თამაში Dookey Dash იქნება, რომელიც უნარებზეა დაფუძნებული. რა უნდა ვიცოდეთ პროექტის შესახებ და როგორ შევუერთდეთ დაუვიწყარ თავგადასავალს კანალიზაციაში?
17 იანვრიდან BAYC-ის ეკოსისტემას საინტერესო დამატებები ელოდება. მოწყენილი მაიმუნების ტვიტერში გამოჩნდა შეტყობინება დამაინტრიგებელი ფრაზით: „მოკლე ვერსია: მაიმუნის ანუსი, კანალიზაცია 17 იანვარს, უნარებზე დაფუძნებული ზარაფხანა 18 იანვარს იწყება, ენერგიის ახალი წყაროები“.

თამაშ Dookey Dash-ის ფარგლებში პროექტის ფანებს BAYC-ის კანალიზაციაში ჩაფლობა და უნარებზე დაფუძნებული, არასტანდარტული მინთინგი ელოდებათ. საკანალიზაციო მილებზე წვდომა მხოლოდ სპეციალური საშვის - Sewer Passes-ის მქონე მომხმარებლებს ექნებათ. მათ უფასოდ მიიღებს BAYC/MAYC-ის ყველა მფლობელი, ვისაც თამაშში მონაწილეობის მიღება სურს. მომხმარებლები, რომლებსაც NFT არ აქვთ, საშვის საჩუქრად მიღება, ან გამოსყიდვა შეუძლიათ.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

რატომ მაინცდამაინც კანალიზაცია? რატომ უნდა ჩავიდნენ წესიერი ადამიანები კანალიზაციაში და მაიმუნ ჯიმის ყველაზე უსიამოვნო ადგილთან მოხვედრას ეცადონ?

თამაში მხიარულებისა და არაზიზღიანებისთვის

Dookey Dash უნარებზე დაფუძნებული თამაშია, რომელიც endless runner-ის ჟანრს განეკუთვნება. ფაქტობრივად, ის უსასრულო დონეა დაბრკოლებებით, რომელთა სირთულე თანდათან იზრდება.
წყარო: news.yuga.com

წყარო: news.yuga.com

პროექტის სიუჟეტი არ არის ტრივიალური. პროექტის ვებგვერდი იუწყება:

"უფს, ჯიმის ატომურმა განავალმა სივრცულ-დროით კონტინუუმში ხვრელი შექმნა. ახლა კი მან სუპერდაცულ საპირფარეშოში გონება დაკარგა. იდუმალი და ძალიან მნიშვნელოვანი ყუთის გასაღები მის უკანალშია ჩარჩენილი?  ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ჩვენ ეს გასაღები უნდა მოვიპოვოთ და ერთადერთი გზა BAYC კანალიზაციის წიაღებზე გადის".

ერთი შეხედვით, ამოცანა მარტივია: მოთამაშე კანალიზაციაში ხვდება, დაბრკოლებებს გაურბის და ირგვლივ მიმოფანტულ, გარკვეულ ფრაგმენტებს აგროვებს. რეიტინგი დამოკიდებულია ორ მაჩვენებელზე - შეგროვებული ფრაგმენტების რაოდენობა და თამაშის დრო. რაც უფრო დიდხანს დარჩება მომხმარებელი კანალიზაციაში, მით უფრო მაღლა აიწევს ის სატურნირო ცხრილში.

რა არის Sewer Pass?

ეს კანალიზაციის საშვია. Sewer Pass არის NFT, რომლის მიღება BAYC-ისა და MAYC-ის მფლობელებს 2023 წლის 17 იანვრიდან 8 თებერვლამდე უფასოდ შეუძლიათ. თამაშზე წვდომა მხოლოდ საშვის შემთხვევაშია უზრუნველყოფილი.

თუ მომხმარებელს BAYC და MAYC არ აქვს, მას მაინც შეუძლია, პროექტს შეუერთდეს. ამისათვის Sewer Pass NFT-ს მფლობელისგან საჩუქრად უნდა მიიღონ, ან შეიძინონ.

სამი კვირა კანალიზაციის დასაპყრობად

კანალიზაციის შესასვლელი ღიაა 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით. ამ დროის განმავლობაში, Sewer Pass-ის თითოეულ მფლობელს შეუძლია, თამაში შეუზღუდავი რაოდენობით ითამაშოს და შესაბამისი ჯილდო მიიღოს. ყველა მოთამაშეს, ვინც 0 ქულაზე მეტს დააგროვებს, შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მომავალში საშვი "რაღაც ახალში" ტრანსფორმირდება.

შედეგების შეჯამება

8 თებერვალს გარბენის დროს მიღებული ქულები იყინება, მაგრამ 15 თებერვლამდე Sewer Pass-ის გადაცემა, გაყიდვა, ან გაცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნება. დეველოპერები გვპირდებიან, რომ წესების დაცვას ყურადღებით დააკვირდებიან და anticheat-შემოწმებებს რეგულარულად ჩაატარებენ. ყველა საეჭვო საშვი შემდგომი ტრანსფორმაციის შესაძლებლობის გარეშე გაუქმდება.

მოწვევის რიტუალი

საათი X 15 თებერვალს დადგება. ამ დღეს, მოწვევის რიტუალის შემდეგ, ყველა დადასტურებული Sewer Pass ტრანსფორმირდება "ძალის წარმოუდგენელ წყაროდ სხვა განზომილებიდან". 

უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას Yuga Labs უახლოეს მომავალში, FAQ-ში გვპირდება, მანამდე კი ყველა მსურველს შეუძლია, კანალიზაციის საშვის მისაღებად მოემზადოს.