ZetaChain. პროექტის მიმოხილვა და რეტროდროპის გაიდი

ფოტო - ZetaChain. პროექტის მიმოხილვა და რეტროდროპის გაიდი
კრიპტოვალუტის სამყარო მხოლოდ ბიტკოინის გარშემო არ ტრიალებს. გაჩნდა უამრავი ახალი ბლოკჩეინი, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს გარკვეულ უხერხულობას იწვევს.
არ შეიძლება, უბრალოდ ავიღოთ და გადავიტანოთ კრიპტოვალუტა ერთი ქსელიდან მეორეში, რადგან ისინი შეუთავსებელია. ასე  შეგიძლიათ, თქვენს ტოკენებს სამუდამოდ დაემშვიდობოთ. ჩვეულებრივ,  ასეთი ოპერაციებისთვის კროსჩეინ ხიდები გამოიყენება, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მათ რამდენიმე არსებითი პრობლემა აქვთ. სწორედ ამ პროექტის გადაჭრას ცდილობს პროექტი ZetaChain.

რა არის ZetaChain?

ZetaChain დეცენტრალიზებული ბლოკჩეინია, რომელიც კონსენსუსის Tendermint-ისა და Cosmos SDK-ის ბაზაზეა აგებული, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინებსა და მეორე დონის ქსელებს  შორის ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. ის მუშაობს ალგორითმზე Proof-of-Stake და იძლევა სრულად გამჭვირვალე ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას, რომლებიც მინიმიზებული ნდობის მეთოდის გამოყენებით მოწმდება.

ZetaChain-ს ასევე აქვს საკუთარი პლატფორმა ტექნოლოგია Omnichain-ის მხარდაჭერის მქონე სმარტ კონტრაქტებისთვის. ეს ტექნოლოგია ავტომატიზებული ტრანზაქციების შესრულების საშუალებას იძლევა იმ ბლოკჩეინებისთვისაც კი, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ, მაგალითად, Bitcoin, ან Dogecoin.
ტოკენების გაცვლა ბლოკჩეინებს შორის წყარო: blog.zetachain.com

ტოკენების გაცვლა ბლოკჩეინებს შორის წყარო: blog.zetachain.com

ZetaChain-ში დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად, დეველოპერებს არ სჭირდებათ სპეციალური პროგრამირების ენის სწავლა, რადგან ბლოკჩეინი EVM-თავსებადია. ანუ შეგიძლიათ,  გამოიყენოთ  Ethereum-ისთვის არსებული აპლიკაციები, რომლებიც ყველა სხვა ქსელში იმუშავებენ.

აი რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება შეიქმნას ZetaChain ეკოსისტემაში:

  • დეცენტრალიზებული დაზიანებამედეგი ხიდები;
  • DEX პლატფორმები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ბლოკჩეინთან შეფუთული ტოკენების გამოყენების გარეშე;
  • ომნიჩეინ სმარტ კონტრაქტები, რომლებსაც შეუძლიათ, აკონტროლონ და შეასრულონ ოპერაციები ყველა დაკავშირებულ ქსელში;
  • დაკრედიტების კროსჩეინ პროტოკოლები.

რა პრობლემებს წყვეტს ZetaChain

კროსჩეინ ხიდებს, რომლებიც კრიპტოვალუტების ერთი ქსელიდან მეორეში გადასატანად გამოიყენება, სინამდვილეში არსებითი ნაკლი აქვს. მათ შორისაა არასანდოობა, მაღალი თვითღირებულება და გარიგების შესრულების ხანგრძლივი დრო.

მაღალი ფასი განპირობებულია იმით, რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ გაზის საფასური ორივე ქსელში, რომელიც კრიპტოვალუტის გადაცემაში მონაწილეობს. გრძელვადიანობა, თავის მხრივ, ასეთი გაცვლის განსახორციელებლად საჭირო შუალედური ნაბიჯების დიდი რაოდენობითაა განპირობებული. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა კროსჩეინ პროტოკოლების სისუსტეებია, რომელთა გამო ხშირად ხდება ხარვეზები, ან ჰაკერების თავდასხმები. ამის შედეგად ზარალდებიან თავად პლატფორმა, მისი მომხმარებლები, ასევე შეფუთული ტოკენების მფლობელები.

ZetaChain აგვარებს ზემოხსენებულ პრობლემებს, პირველ რიგში, მისი გაცვლის ინოვაციური მეთოდის წყალობით, რომელიც არ გულისხმობს იგივე "შეფუთული" ტოკენების გამოყენებას, როგორიცაა WETH, ან stBTC. კრიპტოვალუტების ერთი ქსელიდან მეორეში გადასატანად, იბლოკება ZETA ტოკენები, ნაცვლად იმ ტოკენებისა, რომლებიც გაცვლის საგანია.

რა არის ZETA?

ZETA ბლოკჩეინ ZetaChain-ის ნატიური მონეტა, რომელიც ის გაცვლადი აქტივია, რომელიც საშუალებას იძლევა, ტოკენის შეფუთვას აარიდოთ თავი. პროექტის Mainnet-ში გამოშვებისას ZETA სხვადასხვა არსებულ ქსელში დაუყოვნებლივ გამოვა, რათა გაცვლის ფუნქცია უზრუნველყოს. 

გარდა ამისა, ეს კრიპტოვალუტა გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად, ასევე სტეიკინგისთვის, რაც ქსელის მუშაობის მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ZETA-ს  თვისებები უზრუნველყოფს მყარ საფუძველს ZetaChain-ის ბლოკჩეინის უსაფრთხოების, გამძლეობისა და მასშტაბირებისთვის, განსაკუთრებით თავსებადობის სხვა არსებულ გადაწყვეტილებებთან შედარებით, რომლებიც შეიძლება იყოს ცენტრალიზებული, ცუდად სტიმულირებული და გრძელვადიან პერსპექტივაში არასტაბილური.

დამფუძნებლები და ინვესტორები

პროექტ ZetaChain-ის დამფუძნებლები არიან ცენტრალიზებული ბირჟის Coinbase-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც იქ მისი დაარსების დღიდან მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი BAT ტოკენის შემქმნელია.

ინვესტიციის ოდენობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა არის გარკვეული ინფორმაცია ინვესტორებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ მათ შორის არიან Coinbase-ისა და Binance-ის სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის სემ როზენბლუმი, დენ რომერო და ჯონ ე. პროექტს ასევე ფინანსურად დაუჭირეს მხარი ბლოკჩეინ Polygon-ის დამფუძნებელმა ჯაიანტი კანანიმ და Hashed-ის IT-დირექტორი ჰვისან კიმი.

რეტროდროპის გაიდი

ZetaChain-ის გუნდს არ გაუკეთებია განცხადებები, რომ ტესტნეტის  აქტიური მონაწილეები, ან კონტრიბუტორები ჯილდოს მიიღებენ, მაგრამ, როგორც წესი, სერიოზული და მსხვილი პროექტები ასეთ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ZETA ტოკენები Mainnet-ში ბლოკჩეინის ამოქმედებასთან ერთად უნდა გამოჩნდეს, ასევე იმას, რომ სოციალური კამპანიების რიცხვი საკმაოდ დიდია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეტროდროპი რეალურია. აი ქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა განახორციელოთ, თუ მასზე წვდომის მიღება გსურთ. 

ძირითადი ქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს, არის ZetaChain პლატფორმის ტესტირება. ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ EVM საფულე (მაგალითად, Metamask) და მასთან დააკავშიროთ სატესტო ქსელები, როგორიცაა Ethereum Goerli, Binance Smart Chain Testnet და Polygon Mumbai. ეს შეიძლება გაკეთდეს Chainlist სერვისის გამოყენებით.  Bitcoin Testnet ქსელში მუშაობისთვის ჩამოტვირთეთ და დაარეგისტრირეთ XDEFI საფულე.
ZetaLabs პლატფორმის ტესტირება წყარო: labs.zetachain.com

ZetaLabs პლატფორმის ტესტირება წყარო: labs.zetachain.com

შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება სატესტო ტოკენები ETH, MATIC, BTC და BNB, რომელთა მიღებაც შესაძლებელია შესაბამის ვებგვერდებზე,  თითოეული ტოკენის დასახელებაზე დაწკაპუნებით. ამ ტოკენების შეგროვების შემდეგ, გადავდივართ პლატფორმის ვებგვერდზე, ვუკავშირდებით საფულეს და ვაკეთებთ მოთხოვნას ZETA ტოკენების მიღებაზე განყოფილება "GET ZETA-ს" მეშვეობით. ახლა შეგვიძლია, ტესტირება დავიწყოთ.

ამისათვის უნდა გადავიდეთ გვერდზე “Swap” და ტოკენები ერთი ქსელიდან მეორეში გავცვალოთ. აქტივობის ჩარიცხვისთვის  აუცილებელია, რომ თითოეული გაცვლის მინიმალური ოდენობა 3 ZETA ტოკენს შეადგენდეს. რაც უფრო მეტ გარიგებას შევასრულებთ, მით მეტ ქულას მივიღებთ.

პლატფორმის ტესტირების შემდეგ გამოიწერეთ პროექტი Twitter-სა და Discord-ში. აუცილებლად დაუკავშირეთ თქვენი ანგარიშები და საფულე სერვისს Guild, რათა დამსახურებული როლები მიიღოთ, Galxe-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ მიიღოთ NFT-ები, რომლებიც თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს ადასტურებენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება ვებგვერდზე Crew3, რომელიც ZetaChain პროექტის მხარდასაჭერად თქვენს სოციალურ აქტივობას ასახავს. ასე რომ იქაც იაქტიურეთ.