ახალი Era zkSync-სთვის. რეტროდროპი ახლოვდება?

ფოტო - ახალი Era zkSync-სთვის. რეტროდროპი ახლოვდება?
24 მარტს Ethereum zkSync-ის ბლოკჩეინის Layer 2-მა უდიდესი განახლება ჩაატარა Mainnet zkSync Era-ს ამოქმედებით.
zkSync Era-ს შემუშავება 4  წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან გუნდი დიდხანს ატარებდა ტესტირებას მას ფინალურ რელიზამდე. ახლა Mainnet ხელმისაწვდომია dApp და DeFi-აპლიკაციების დეველოპერებისთვის, რაც დროთა განმავლობაში  zkSync-ზე პროექტების რაოდენობას გაზრდის და ეკოსისტემას სრულ სიმძლავრეზე აამუშავებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ განახლების მიმოხილვის გაკეთება, რათა Ethereum-ის და zkSync-ის ეკოსისტემებისთვის მისი მნიშვნელობა აგვეხსნა. 

რა არის ZkSync?

ეს არის Ethereum ქსელის მეორე დონე, რომელიც  zk-rollups ტექნოლოგიაზეა აგებული. ეს ტექნოლოგია შექმნილია ნულოვანი გამჟღავნების საბაზისო  ბლოკჩეინის მასშტაბურობის გასაზრდელად (აქედან გამომდინარე, პრეფიქსი zk - ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებაა). ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს და აიაფებს ტრანზაქციებს, ასევე ამცირებს დატვირთვას ძირითად ქსელზე.

რამდენიმე თვით ადრე, zkSync გადავიდა Fair Onboarding Alpha-ს სტადიაზე, რამაც რამდენიმე რჩეულ დეველოპერს მისცა საშუალება დაეწყოთ მათი აპლიკაციების ტესტირება Mainnet Era-ში. ახლა ეკოსისტემის შენება დაჩქარდება, რადგან ქსელი ყველასთვის გახსნილია.

zkSync Lite vs zkSync Era

ფორმალურად, zkSync-ს გააჩნია ორი პროტოკოლი - zkSync Lite და zkSync Era. პირველს ხშირად  უწოდებენ 1.0 ვერსიას, თუმცა დეველოპერებს არ მოსწონთ ეს შედარება. ამის გამო, პოზიციონირება შეიცვალა, რათა დახასიათებულიყო Ethereum-ის და მისი ყველა განახლების ახალ ეპოქაში გადასვლა.  

პროტოკოლებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ zkSync Era მხარს უჭერს Ethereum ვირტუალურ მანქანაზე აგებულ ყველა აპლიკაციას და dApps-ს, ხოლო zkSync Lite მხარს უჭერს მხოლოდ რამდენიმე მათგანსს. ამის მიუხედავად, zkSync Lite-ში ტრანზაქციები ხორციელდება ერთგვარ Mainnet-ში, ასე რომ, თქვენ ყველა ოპერაცია რეალური სახსრებით უნდა აანაზღაუროთ.

ეს იყო პროტოკოლის პირველ ვერსიაში პროექტების შეზღუდული რაოდენობის მიზეზი (რამდენიმე კროსჩეინ-ხიდი და DEX ბირები), რადგანაც დეველოპერებმა ყურადღება გაამახვილეს ძირითადი ქსელისთვის პლატფორმების მომზადებაზე.

zkSync Era-ის თავისებურებები

●   კროსჩეინ-ხიდის ამოქმედება ტოკენების ტრანსფერისა და  dApp-ის ტესტირების დასაწყებად;

●   ჩატარებული უსაფრთხოების აუდიტი, კონკურსები და Bug Bounty-ს პროგრამები;

● გაუმჯობესებული ინსტრუმენტები დეველოპერებისთვის, პლაგინები, დოკუმენტაცია და შემუშავებისთვის საჭირო შაბლონები;

● პლატფორმებისა და პროტოკოლების სრული სინქრონიზაცია Ethereum-ის ბლოკჩეინთან.

პოტენციური რეტროროპი. როდის ველოდოთ ტოკენს?

გასაკვირი არ არის, რომ Matter Labs-ის გუნდმა Mainnet-ი  სწორედ ახლა აამუშავა. ბირჟებზე ისეთი პროექტის გამოშვებით, როგორიცაა Arbitrum, კრიპტოვალუტის ბაზრების ლიკვიდურობა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ასევე იმოქმედა მომხმარებლების ინტერესზე.

Matter Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ პოსტში გააკეთა მინიშნება, რომ ZKS ტოკენის გამოშვება დაახლოებით ერთ წელიწადში მოხდებოდა.
Matter Labs-ის გენერალური დირექტორი zkSync ტოკენის მოახლოებულ  გამოშვებაზე მიანიშნებს (theblock.co)

Matter Labs-ის გენერალური დირექტორი zkSync ტოკენის მოახლოებულ გამოშვებაზე მიანიშნებს (theblock.co)

აღნიშნული ანონსი zkSync-ს რეტროსპექტული დროპის მისაღებად პერსპექტიულს ხდის. zkSync Era-ზე  ხელმისაწვდომ პოტენციურ აქტივობებს მიეკუთვნება:

● ოფიციალური კროსჩეინ-ხიდი zkSync-სგან;

● ხიდი Orbiter, რომელსაც ასევე არ გააჩნია საკუთარი ტოკენი, რაც ამ აპლიკაციასთან მუშაობას ძალზე პერსპექტიულს ხდის;

● zkSync Era-ს შიგნით საკუთარი აპლიკაციის შემუშავება და ამოქმედება.

დიდი აჟიოტაჟის გამო, zkSync Era-ში ტრანზაქციები ახლა ძალიან ნელია, ამიტომ აზრი აქვს ქსელის განტვირთვის და მომხმარებლის აქტივობის შემცირების დალოდებას. 

მომავალში, zkSync Era  სულ უფრო მეტ dApps-ს გამოუშვებს, რომლებთანაც ურთიერთქმედება სავარაუდოდ გაზრდის დროპის მიღების შანსს.
პოტენციური ეკორსისტემა zkSync Era

პოტენციური ეკორსისტემა zkSync Era

რაც შეეხება zkSync Lite-ში აქტივობებს, ბოლომდე გაურკვეველია, აქვს თუ არა აზრი იქ რაიმე ქმედებების განხორციელებას. ასეა თუ ისე, ჩვენ გვაქვს დეტალური სტატია პროტოკოლის პირველ ვერსიაში სამუშაოდ ხელმისაწვდომი აპლიკაციების შესახებ.