#accounting


ნაპოვნია 3 სტატია

ბოლო

NFTFi საკრედიტო პლატფორმა Blur Blend-ის წყალობით აღორძინდება

NFTFi ბაზარი მნიშვნელოვან გამოცოცხლებას განიცდის და ამაში გადამწყვეტ როლს უზრუნველყოფილი დაკრედიტების პლატფორმა Blur Blend NFT თამაშობს. Dune Analytics-ის მონაცემებით, მისი ამოქმედების შემდეგ, ქსელში კრედიტების მთლიანმა ღირებულებამ 67 მილიონ დოლარს გადააჭარბა და ნახევარ წელიწადში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. Blur Blend ამჟამად NFTFi ბაზარზე დომინირებს. მისი წილი ამ სექტორის მთლიანი სესხების განსაცვიფრებელ 75%-ს შეადგენს. ამ აღორძინებამ NFT-თი უზრუნველყოფილი დაკრედიტების პოტენციალის მიმართ ახალი ინტერესი და მისი გამოყენება ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტურ უფრო ფართო ეკოსისტემაში გამოიწვია. NFTFi სივრცის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ის გახდეს ახალი ტრენდი 2023 წელს, წაიკითხეთ ვრცელი სტატია ვებგვერდზე.

Paxos -ი არ დაზარალდება. Binance-თვის ყველაფერი უფრო რთულადაა

Matrixport-ის ანალიტიკის ხელმძღვანელი მარკუს ტილენი თვლის, რომ სტეიბლკოინები SEC-ის რეალური სამიზნე არ არის. Paxos -ის წინააღმდეგ ბრალდება ირიბია. დარტყმა დაიგეგმა Binance-ზე, რომელიც კლიენტის სახსრებს, საკუთარი ტოკენების გირაოსთან ერთად იმავე საფულეში ინახავდა. წესების თანახმად, ბირჟის კორპორაციული აქტივები უნდა იყოს განცალკევებულ ანგარიშებზე და მათი, რეზერვების მტკიცებულებად ჩათვლა არ შეიძლება. ანუ, Binance-ს არ შეუძლია დაადასტუროს თავისი BUSD რეზერვები. Paxos Trust Company, რომელიც ბირჟის სტეიბლკოინის ერთადერთი ემიტენტია, ამ შემთხვევაში მოწმეა და არა მოპასუხე. ნუთუ CZ იმავე ხაფანგში გაეხვა, როგორც ხუჭუჭა სემი, რომელსაც კლიენტების საფულე თავის საფულეში აერია? რთული დასაჯერებელია. ასევე არსებობს იმედი, რომ მას ბუღალტერიის მხრივ ყველაფერი ბევრად უკეთესად ჰქონდა.

1 - 3 3 შედეგიდან