დღეს გამოქვეყნდა მონაცემები აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსის შესახებ (CPI), რომელითაც იზომება ინფლაციის დონე. წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 0,6%-ით შემცირდა და ახლა 6,5%-ს შეადგენს. ამ ინდექსის შესახებ დეტალურად დავწერეთ ამ სტატიაში.
ფაქტობრივი მონაცემები პროგნოზის შესაბამისი აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ინფლაცია მოსალოდნელი ტემპით ეცემა და ინვესტორები თანდათან უბრუნდებიან ბაზარს.
ბიტკოინი დღეს 3%-ით გაიზარდა და 14 დეკემბრის შემდეგ 18000 დოლარს პირველად დაუბრუნდა.