#dai
ნაპოვნია 5 სტატია
ბოლო
დღის მოვლენა: სტეიბლკოინმა USDC USD-ისთან მიბმა დაკარგა
2023 წლის მარტის უზრუნველჰყოფის ანგარიშის თანახმად, 8.7 მილიარდი USDC 6 ბანკში დევს. მათგან Silvergate-ს, Signature-სა და Silicon Valley Bank-ს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის პრობლემა აქვთ. Silicon Valley bank, სადაც 3.3 მილიარდი USDC ინახებოდა, ფინანსური დაცვისა და ინოვაციების კალიფორნიის დეპარტამენტმა დახურა. USDC-ის ფასმა საპასუხოდ 15%-ით იკლო, $0.86-მდე. ასევე 10%-ით გაიაფდა სტეიბლკოინი DAI, რომლის უზრუნველყოფის 50%-მდე USDC-შია. ახლა USDC-ის რეზერვების 77% ეკუთვნის აშშ-ს სახაზინო თამასუქებს. შემდგომი 23%-ის წილი, რომლებიც ნაღდი ფულის სახით ინახება საბანკო დაწესებულებებში,დამოკიდებული იქნება ბანკების გაკოტრების პროცესზე და დაბრუნებული სახსრების რაოდენობაზე.Twitter-მა სამი ათეული კრიპტოვალუტა დაამატა $Cas-ში
აპლიკაცია ახლა გთავაზობთ განახლებულ ფასების გრაფიკებს თითქმის ყველა ტოპ-50 კრიპტოვალუტისთვის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. მაგრამ, რატომღაც, ყველასთვის ჯერ არა. მათ შორის ნაჩვენებია Tether (USDT), XRP (XRP), Binance USD (BUSD), Cardano (ADA), Solana (SOL), Avalanche (AVAX), Dogecoin (DOGE), Shiba Inu (SHIB), Polygon (MATIC) , Litecoin (LTC), Dai (DAI) და Uniswap (UNI). „უიღბლოებს“ შორის არიან Polkadot (DOT), Tron (TRX), BNB (BNB) და USD Coin (USDC). კონსპიროლოგები და ინსაიდერები მოწვეულნი არიან კომენტარის გასაკეთებლად.1 - 5 5 შედეგიდან