#dark web


ნაპოვნია 2 სტატია

ბოლო
Top

ნარკოტიკების რუსული მარკეტპლეისები დარქნეტისთვის იბრძვიან

რუსული პლატფორმა Solaris-ი გატეხა სავაჭრო პლატფორმა Kraken-მა, რომელიც ასევე რუსულენოვან აუდიტორიაზეა ორიენტირებული. Kraken-ში აცხადებენ, რომ აკონტროლებენ Solaris-ის ინფრასტრუქტურასა და Gitlab-ის რეპოზიტორიუმს, ასევე დაბლოკეს და გაძარცვეს მათი კრიპტოვალუტის საფულეები. ორივე პლატფორმა რუსულ ოპერატორთან არის დაკავშირებული და ორივეზე დარქნეტში ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25% მოდის. დანამდვილებით ცნობილია, რომ Solaris-ი სარგებლობდა კრემლის მომხრე ჰაკერების Killnet-ის მომსახურებით, რომლებმაც 2022 წელს განახორციელეს DDoS შეტევები უკრაინასა და ევროპაში სახელმწიფო სერვერებზე. Solaris-ის ყველა მომხმარებელი ახლა ავტომატურად გადამისამართდება Kraken-ის საიტზე, რადგან ჰაკერებმა არა მხოლოდ კოდზე და საფულეებზე მოიპოვეს კონტროლი, არამედ გააკეთეს გადამისამართებაც. უსასრულოდ შეიძლება უყურო სამ რამეს: ცეცხლის ალს, წყლის დინებას და რუსებს, რომლებიც ერთმანეთს ანადგურებენ. დღემდე უცნობია, რა არის ეს Kraken-ი. იქნებ ჩვენიანია ვინმე.

უკრაინელი რობინ ჰუდი რუს კიბერდამნაშავეებს ძარცვავს!

საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა თინა მიხაილოვსკაიამ დაადასტურა თანხების მიღება და განაცხადა, რომ ის წავა მოხუცების, ასევე რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. Solaris-ის გატეხვის შემდეგ, ჰოლდენს საიტის მომხმარებელთა დიდი ბაზა დარჩა. ის დარწმუნებულია, რომ ეს შემდეგი კიბერდამნაშავეთა კვალის დადგენაში დაეხმარება, რომლებსაც ასევე მოუწევთ უკრაინის მხარდაჭერა თავიანთი ფულით. Forbes-თან ინტერვიუში ჰოლდენმა განაცხადა: შესაძლოა, ნარკოტიკების გარეშე რუსები ფხიზლად შეხედავენ თავიანთ ქვეყანას და რაღაცის კეთებას დაიწყებენ. შესაძლოა, კრემლმა უკრაინაში შეჭრის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში პრობლემების მოგვარება დაიწყოს.

1 - 2 2 შედეგიდან
 
end
თქვენ ჩახვედით სიის ბოლოში