#kyc


ნაპოვნია 4 სტატია

ბოლო

Stellar და ბრაზილია CBDC-ის ტესტირებას ასრულებენ

ბრაზილიის ციფრულმა რეალმა საჯარო ბლოკჩეინში საპილოტე ტესტი გაიარა.პროექტი ადგილობრივი ბირჟის Mercado Bitcoin ბაზაზე, Stellar-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარდა KYC პროცედურა,ვინაობის დეცენტრალიზებული იდენტიფიცირების საფუძველზე თაღლითობისგან დაცვის შემოწმება, და უშუალოდ სახსრების გადარიცხვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ქვეყნის კანონების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა (კიდევ კარგი,ტესტების ჩატარება ჯერ არ ყოფილა აკრძალული), თუმცა Mercado-ს ხელმძღვანელმა ხუმრობით აღნიშნა,რომ ცენტრალური ბანკის რეალური მოტივაცია იყო სურვილი ენახათ,თუ რა ხდება მაშინ,როდესაც ისინი ფულზე პირდაპირ კონტროლს კარგავენ.

გამოვლინდა NFT ქურდობის სქემა ფოტოს საშუალებით

იდუმალი ჰაკერული თავდასხმის საქმე, როდესაც ფოტოს მეშვეობით $4 მილიონის ღირებულების ტოკენების კოლექცია მოიპარეს, გასაგები ხდება. ასეთი ჰაკის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით ბევრი სამართლიანი კითხვა არსებობდა. გამოძიებისას Trust Wallet-ში დაადგინეს, თუ როგორ მოხდა ეს. ერთი დღით ადრე ბოროტმოქმედმა მსხვერპლს NDA-ს ელექტრონული ვერსია და KYC ინფორმაციის მოთხოვნა გადასცა. ყალბი ხელშეკრულება გაუთქმელობის შესახებ შეიცავდა მავნე პროგრამას, რომელიც სმარტფონიდან ინფორმაციას კითხულობდა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედმა დაარწმუნა მსხვერპლი, სახსრები მულტიხელმოწერის მქონე საფულიდან ერთიან საფულე Trust-ში გადაერიცხა, რათა NFT-ის ფლობა დაედასტურებინა. სწორედ ამ პროცესში დააკოპირა მან მისთვის საჭირო ინფორმაცია. ბალანსის ფოტო მხოლოდ ყურადღების გასაფანტად იყო გადაღებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სქემა ჯეიმს ბონდის შესახებ შემდეგ სერიაში ეპიზოდს იმსახურებს.

1 - 4 4 შედეგიდან