#link
ნაპოვნია 6 სტატია
ბოლო
Silvergate Bank ლიკვიდირებული იქნება
Silvergate არის მეორე უდიდესი ბანკი აშშ-ში Signature-ის შემდეგ,, რომელიც მუშაობს კრიპტოვალუტის კომპანიებთან და ერთ-ერთი ძირითადი ხიდია კრიპტოვალუტასა და ფიატს შორის. ინდუსტრიაში ბოლო ცვლილებებისა და მარეგულირებლების ინიციატივების ფონზე, Silvergate-ში მიიჩნევენ, რომ ამჟამად საუკეთესო გზა ბანკის ოპერაციების გეგმური შეჩერებაა და მისი ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია. დახურვის გეგმა ყველა დეპოზიტის სრულ დაფარვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Silvergate Bank-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება Silvergate Exchange Network-ის (SEN) მუშაობის შეწყვეტის შესახებ. არაერთმა კრიპტოვალუტის ბირჟამ უკვე განაცხადა, რომ ისინი სილვერგეიტთან კავშირებით „ინფიცირებული“ არ არიან, ხოლო კლიენტების სახსრები უსაფრთხოდაა.გაკოტრებული Voyager-ი შიბას იშორებს?
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Voyager Digital-მა დაახლოებით 9,6 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები გადარიცხა Coinbase, Binance US და Kraken ბირჟებზე, მათ შორის 4,9 მილიონი VGX, 221,000 LINK, 3,050 ETH და 270 მილიარდი SHIB. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ერთ-ერთი მისამართი შეიცავს 6,8 ტრილიონ SHIB-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადარიცხვის შემდეგ Voyager მე-18 ადგილს დაიკავებს მიმ-კრიპტოვალუტის უმსხვილესი მფლობელების რეიტინგში. ესეც პასიანსი: ხარ გაკოტრებული, გჭირდება ფული, ირგვლივ მტრებია, ბირჟაზე რიცხავ 270 მილიარდ მონეტას. ეს გრძელი გზის ნიშანია თუ მემკვიდრეობის მიღების?ფრთხილად: ყალბი აირდროპი!
ჯონ რეის, FTX-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, პლატფორმის შესაძლო აღორძინების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან ერთ დღეში თაღლითებმა შექმნეს ყალბი FTX2.0 ტოკენი. FTX2.0 სკამ-ტოკენი მასიურად იგზავნება რეგისტრირებული მომხმარებლების საფულეებში და Justin Sun-ის, KuCoin-ის და Binance-ის ანგარიშებზეც კი მოხვდა. ბლოკჩეინის უსაფრთხოების კომპანია PeckShield-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ FTX 2.0 სმარტ-კონტრაქტს აქვს ხვრელები, რომლებიც ჰაკერებს საშუალებას აძლევს მოიპარონ სახსრები მომხმარებლების ანგარიშებიდან. "ახალ აირდროპში" მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს სთავაზობენ ბმულზე გადასვლას, რომელიც ფიშინგს წარმოადგენს. და ყველაზე უარესი იმაში მდგომარეობს, რომ ტოკენის კოდი უშვებს მისი შეძენის შესაძლებლობას, მაგრამ კრძალავს მის გაყიდვას. ამიტომ, მისი ფასი სწრაფად იზრდება, რაც იწვევს FOMO-ს ტალღას FTX მომხმარებლებში.The Sandbox-ის თანამშრომლის კომპიუტერი გატეხეს
ჰაკერმა მოიპოვა წვდომა მეტავერსის მომხმარებლების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე. ამის შემდეგ გატეხილი კომპიუტერიდან The Sandbox-ის ადმინისტრაციის სახელით გაიგზავნა წერილები, რომლებიც შეიცავდა საშიშ ვირუსს. თუ მიმღები გახსნიდა ბმულს მეილში , მაშინ მის კომპიუტერში ავტომატურად დაინსტალირდება მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჰაკერებს გადასცემდა კომპიუტერში შენახულ ყველა პერსონალურ ინფორმაციას. Sandbox გვირჩევს არ გახსნათ არანაირი ბმული და ჩავრთოთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია თქვენს ანგარიშებზე.Shiba Inu-ს დარიგების აფიორა Reddit-ზე გამოავლინეს
თითქოსდა უფასო SHIB-ის მისაღებად, მომხმარებლებს სთავაზობდნენ ფიშინგურ ბმულზე გადასვლას. ამის შემდეგ თაღლითები დაზარალებულის კრიპტო საფულეს უკავშირდებოდნენ და მის ყველა საცხსრებს ხსნიდნენ. ეჭვები გაჩნდა საბრედიტში r/CryptoCurrency. საზოგადოების წევრებმა დაიწყეს ფიშინგის შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელება, რათა სხვები არ გამხდარიყვნენ თაღლითობის მსხვერპლი. მათ ამას უწოდეს ყველაზე დიდი თაღლითური სქემა, რომელიც ამჟამად ვრცელდება Reddit-ზე. თუ თქვენ დააწკაპუნეთ ასეთ ბმულზე, სასწრაფოდ გადაიტანეთ თქვენი მონეტები და ტოკენები სხვა საფულეში. და გახსოვდეთ, თუ გარიგება ზედმეტად კარგად გამოიყურება იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, მაშინ, ალბათ, ძროხის ფუნაში ჩადგით ფეხი.1 - 6 6 შედეგიდან