#paxos


ნაპოვნია 6 სტატია

ბოლო

Paxos -ი არ დაზარალდება. Binance-თვის ყველაფერი უფრო რთულადაა

Paxos -ი არ დაზარალდება. Binance-თვის ყველაფერი უფრო რთულადაა Matrixport-ის ანალიტიკის ხელმძღვანელი მარკუს ტილენი თვლის, რომ სტეიბლკოინები SEC-ის რეალური სამიზნე არ არის. Paxos -ის წინააღმდეგ ბრალდება ირიბია. დარტყმა დაიგეგმა Binance-ზე, რომელიც კლიენტის სახსრებს, საკუთარი ტოკენების გირაოსთან ერთად იმავე საფულეში ინახავდა. წესების თანახმად, ბირჟის კორპორაციული აქტივები უნდა იყოს განცალკევებულ ანგარიშებზე და მათი, რეზერვების მტკიცებულებად ჩათვლა არ შეიძლება. ანუ, Binance-ს არ შეუძლია დაადასტუროს თავისი BUSD რეზერვები. Paxos Trust Company, რომელიც ბირჟის სტეიბლკოინის ერთადერთი ემიტენტია, ამ შემთხვევაში მოწმეა და არა მოპასუხე. ნუთუ CZ იმავე ხაფანგში გაეხვა, როგორც ხუჭუჭა სემი, რომელსაც კლიენტების საფულე თავის საფულეში აერია? რთული დასაჯერებელია. ასევე არსებობს იმედი, რომ მას ბუღალტერიის მხრივ ყველაფერი ბევრად უკეთესად ჰქონდა.
Sidebar ad banner

SEC-ის ახალი დუელი: Paxos ხელთათმანი ესროლეს

SEC-ის ახალი დუელი: Paxos  ხელთათმანი  ესროლეს SEC ადანაშაულებს Paxos Trust-ს, რომელიც არის Pax Dollar-ისა და BUSD-ის სტეიბლოკოინების ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ვაჭრობაში. ბატონო გენსლერ, თქვენმა ფირფიტამ გაჭედა? უნდა ითქვას, რომ კომისიას სასამართლოში გაუჭირდება: Paxos-მა ნებართვის ყველა დოკუმენტი ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტისგან (NYDFS) მიიღო, მისი პირადი კონტროლის ქვეშაა, ხოლო სტეიბლკოინებს აქტიურად იყენებენ აშშ-ის ინსტიტუციური ინვესტორები. ველით SEC-ის პროკურორებსა და NYDFS-ის ადვოკატებს შორის ეპიკურ ბრძოლას! კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, ვის ჰყავს უფრო ძლიერი იურისტები: Paxos-ს თუ Ripple-ს?
1 - 6 6 შედეგიდან