#russian
ნაპოვნია 12 სტატია
ბოლო
სანქცირებულმა როსბანკმა დაიწყო ტრანსსასაზღვრო გადახდები კრიპტოში
რუსეთის საბანკო სისტემის საკვანძო მოთამაშე როსბანკი ნერგავს ტრანსსასაზღვრო გადახდებს კრიპტოვალუტის საფუძველზე. ივნისის დასაწყისიდან ბანკი საპილოტე გარიგებებს ახორციელებს როგორც კორპორაციულ, ასევე კერძო კლიენტებთანაც. ეს ყველაფერი ხდება დასავლეთის ფინანსური სანქციების გვერდის ავლით, რომელთა მიზანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერებაა.Binance, შესაძლოა, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება
იუსტიციის სამინისტრო იძიებს, შეეძლო თუ არა რუსეთს უკანონოდ გამოეყენებინა Binance Holdings Ltd., მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური ბირჟა, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებულ აშშ-ის სანქციებისთვის გვერდი აევლო. ამას მოწმობს ზოგიერთი წყარო.Tornado Cash-ის დეველოპერი პატიმრობაში დარჩება
რუსი ალექსეი პერცევი 21 აპრილის სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება. ეს უკვე მესამე წარუმატებელი შუამდგომლობაა, რომლითაც ადვოკატები კლიენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. პირველი უარი მიიღეს აგვისტოში, მეორე - ნოემბერში. ჰოლანდიის სასამართლოს ასეთი მკაცრი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ პერცევი „ეფესბესთან“ და ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან Lazarus Group-თან მჭიდრო კავშირშია ეჭვმიტანილი. ეს კი უკვე უფრო სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე გადასახადებისგან თავის არიდება.ნარკოტიკების რუსული მარკეტპლეისები დარქნეტისთვის იბრძვიან
რუსული პლატფორმა Solaris-ი გატეხა სავაჭრო პლატფორმა Kraken-მა, რომელიც ასევე რუსულენოვან აუდიტორიაზეა ორიენტირებული. Kraken-ში აცხადებენ, რომ აკონტროლებენ Solaris-ის ინფრასტრუქტურასა და Gitlab-ის რეპოზიტორიუმს, ასევე დაბლოკეს და გაძარცვეს მათი კრიპტოვალუტის საფულეები. ორივე პლატფორმა რუსულ ოპერატორთან არის დაკავშირებული და ორივეზე დარქნეტში ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25% მოდის. დანამდვილებით ცნობილია, რომ Solaris-ი სარგებლობდა კრემლის მომხრე ჰაკერების Killnet-ის მომსახურებით, რომლებმაც 2022 წელს განახორციელეს DDoS შეტევები უკრაინასა და ევროპაში სახელმწიფო სერვერებზე. Solaris-ის ყველა მომხმარებელი ახლა ავტომატურად გადამისამართდება Kraken-ის საიტზე, რადგან ჰაკერებმა არა მხოლოდ კოდზე და საფულეებზე მოიპოვეს კონტროლი, არამედ გააკეთეს გადამისამართებაც. უსასრულოდ შეიძლება უყურო სამ რამეს: ცეცხლის ალს, წყლის დინებას და რუსებს, რომლებიც ერთმანეთს ანადგურებენ. დღემდე უცნობია, რა არის ეს Kraken-ი. იქნებ ჩვენიანია ვინმე.უკრაინელი რობინ ჰუდი რუს კიბერდამნაშავეებს ძარცვავს!
საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა თინა მიხაილოვსკაიამ დაადასტურა თანხების მიღება და განაცხადა, რომ ის წავა მოხუცების, ასევე რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. Solaris-ის გატეხვის შემდეგ, ჰოლდენს საიტის მომხმარებელთა დიდი ბაზა დარჩა. ის დარწმუნებულია, რომ ეს შემდეგი კიბერდამნაშავეთა კვალის დადგენაში დაეხმარება, რომლებსაც ასევე მოუწევთ უკრაინის მხარდაჭერა თავიანთი ფულით. Forbes-თან ინტერვიუში ჰოლდენმა განაცხადა: შესაძლოა, ნარკოტიკების გარეშე რუსები ფხიზლად შეხედავენ თავიანთ ქვეყანას და რაღაცის კეთებას დაიწყებენ. შესაძლოა, კრემლმა უკრაინაში შეჭრის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში პრობლემების მოგვარება დაიწყოს.როგორ აუაროს რუსეთმა გვერდი სანქციებს კრიპტოვალუტებით და CBDC-ით
დასავლეთის ფინანსურმა სანქციებმა უკვე აიძულა რუსული მცირე ბიზნესი, ანგარიშსწორება სტეიბლკოინებში ეწარმოებინა. ახლა ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებაში კრიპროვალუტისა და CBDC-ის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკიც ალაპარაკდა. გახდება თუ არა ვირტუალური აქტივები მყუდრო ნავსაყუდელი აგრესორისთვის?1 - 12 12 შედეგიდან