#study
ნაპოვნია 10 სტატია
ბოლო
CoinDesk-ი ბიზნესის გაყიდვას განიხილავს
კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული მედია-კომპანია CoinDesk Inc. განიხილავს ნაწილობრივ ან სრულად გაყიდვის ვარიანტებს. ამ საკითხის შესასწავლად CoinDesk-მა მოიწვია ექსპერტები დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკიდან Lazard Ltd. „ლაზარდის დაქირავების მიზანია გამოვიკვლიოთ სხვადასხვა ვარიანტები კაპიტალის მოსაზიდად CoinDesk ბიზნესში, რაც შეიძლება მოიცავდეს ნაწილობრივ ან სრულ გაყიდვას“, განუცხადა Reuters-ს CEO-მ კევინ უორტმა. უორტის თქმით, ბოლო დროს პოტენციური მყიდველების მხრიდან ბიზნესის მიმართ ინტერესის მრავალი ნიშანი დაფიქსირდა.ბიტკოინის ლოგო ევროპის ცენტრალურ ბანკზე გამოჩნდა
ახალი პერფორმანსი Bitman-ისგან. ამჯერად ის ფრანკფურტის მოსახლეობის კრიპტოწიგნიერების ამაღლებისთვის იბრძვის. ВТС-ის ლოგოზე დატანილია წარწერა "შეისწავლეთ ბიტკოინი". ავტორის განცხადებით, მას სურს რიგითი მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა "ჯანსაღი ფულის" მიმართ,როგორიცაა,მისი აზრით, კრიპტოვალუტა.სამხრეთ კორეა კრიპტოტრანზაქციების მონიტორინგის სისტემას დანერგავს
სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტრომ დააანონსა პროგრამა, სახელწოდებით „ვირტუალური ვალუტის მონიტორინგის სისტემა“, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. ის კრიპტოვალუტის უკვე შესრულებული და ახალი ტრანზაქციების გადამოწმებას, მათ შორის სახსრების წარმომავლობის წყაროების შესწავლას ითვალისწინებს.1 - 10 10 შედეგიდან