ტოკიოს სოციალური განდეგილები, რომლებიც საკუთარ თავს hikikomori-ს უწოდებენ, დაუბრუნდებიან საზოგადოებას Kazoku Hikikomori Japan პროექტის ფარგლებში.
ედოგავას რაიონი 6 ჰიბრიდულ შეხვედრას უმასპინძლებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა აქვთ. ჰიკიკომორი შეძლებენ პროექტში მონაწილეობას ოფლაინ რეჟიმში, ონლაინ (მეტავერსში) ან უსაფრთხო ფიზიკურ თავშესაფარში. ორგანიზატორები მათთვის ადგილს შექმნიან, სადაც განდეგილები სხვა ადამიანებთან ყოფნას მოისურვებენ.
ექსპერტების შეფასებით, 1-დან 2 მილიონამდე იაპონელი თავს ჰიკიკომორებად თვლის.