🗓 Blockchain Life 2023: დუბაის საერთაშორისო ბლოკჩეინ- ფორუმი


Dates 27 - 28 თებ 2023
Location Dubai
ფოტო - Blockchain Life 2023: დუბაის საერთაშორისო ბლოკჩეინ- ფორუმი
27 და 28 თებერვალს, დუბაი უმასპინძლებს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტასა და მაინინგს ეძღვნება. კონფერენცია Blockchain Life 2023 Atlantis The Palm Hotel-ში გაიმართება. მოსალოდნელია, რომ მას 100 ქვეყნიდან 4000 ვიზიტორი დაესწრება.
ღონისძიება კრიპტოინდუსტრიის ყველა წარმომადგენლის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა. ინვესტორები მაღალი ჩარჯბექის მქონე ამბიციური კომპანიების შესახებ შეიტყობენ, სტარტაპ კომპანიები კი კონფერენციის შემდეგ გამოფენაზე თავიანთი პროდუქტების პრეზენტაციის ჩატარებას შეძლებენ. დამწყები მეწარმეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შექმნან პროექტები და მათი პოპულარიზაცია მოახდინონ. 

მაინერებს  ელოდებათ 2023 წელს კრიპტოვალუტების მაინინგით ფულის გამომუშავების მეთოდების დეტალები, ასევე მსოფლიო მაინინგ კომპანიების გაცნობა, რომლებიც ფორუმზე ახალ აღჭურვილობას წარადგენენ. 

ტრეიდერები ვაჭრობის უფრო მოწინავე მიდგომებს გაეცნობიან და მსოფლიოს მთავარი კრიპტობირჟების მმართველებს გაიცნობენ. 
დეველოპერები, სახელმწიფო მოხელეები, კრიპტოინფლუენსერები, კრიპტელები - ფორუმზე ადგილი ყველასთვის მოიძებნება. 

Blockchain Life 2023-ის თემებს შორისაა:

? ბლოკჩეინი საერთაშორისო ბიზნეს პროცესებში;
? ბლოკჩეინის პლატფორმების სახეები და როგორ ხდება მათი გამოყენება;
? ბლოკჩეინის რისკები;
? როგორ განვახორციელოთ ინვესტიცია და ვივაჭროთ კრიპტობაზარზე;
? ინსტიტუციონალური ინვესტიციები და კრიპტოვალუტები;
? კრიპტოინდუსტრიის რეგულირება;
? კრიპტოვალუტის შენახვის წესები;
? კონსენსუსის ალგორითმები, მწვანე მაინინგი, წარმატებული კრიპტოსტარტაპების თვისებები, ტოკენების ლისტინგი კრიპტობირჟაზე და მრავალი სხვა.

მოწვეულ სპიკერებს შორის არიან იატ სიუ (Animoca Brands-ის თანადამფუძნებელი), სერგეი ხიტროვი (Listing.Help-ისა და Blockchain Life-ის დამფუძნებელი), ბენ ჩჟოუ (Bybit-ის გენერალური დირექტორი), ჰან დუ (KuCoin Labs-ის მთავარი მენეჯერი), მანან შაჰი (Avalance Global Solutions-ის შემქმნელი), ათენა (Binance Custody-ის ვიცე-პრეზიდენტი). 

ფორუმის პროგრამა: 

? სპიკერების გამოსვლები, პანელური დისკუსიები, ინტერვიუები ექსპერტებთან;
? სტარტაპ პროექტების პრეზენტაცია;
? ნეტვორკინგი;
? წვეულება იახტაზე მსოფლიო კრიპტოვეშაპებთან ერთად.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: კრიპრობირჟების ლისტინგის სააგენტო Listing.Help და კრიპტოვალუტის ვენჩურული ფონდი Jets Capital. ისინი აფრთხილებენ, რომ Blockchain Life 2023-ზე დასწრებამ თქვენი ცხოვრება შეიძლება მთლიანად შეცვალოს!

Sidebar ad banner