2023 წლის 15-17 თებერვალს ბარსელონაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ბლოკჩეინ-ღონისძიება გაიმართება. სამდღიან ღონისძიებაზე European Blockchain Convention 3000-ზე მეტი მონაწილე და 200-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება.
სტუმრები გაეცნობიან კრიპტოვალუტის სტარტაპებს, ინვესტორებს, დეველოპერებს და კომპანიებს, რომელთა მიზანია შეცვალონ სამყარო. ევროპის ბლოკჩეინ-კონვენციაზე განხილული იქენბა კრიპტოგრაფიულ სექტორთან დაკავშირებულ ძირითადი თემები.
კერძოდ, განხილული იქნება:
? ინსტიტუციონალური წვდომა DeFi-ზე;
? ციფრული აქტივების გამოშვება;
? ტოკენიზაცია;
? კრიპტოგრაფიის ინსტიტუციონალური დანერგვა;
? სტაბილური მონეტები, CBDC;
? კრიპტო-დერივატივები;
? ბლოკჩეინის მასშტაბირება, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება;
? მეტასამყაროები და GameFi.
ღონისძიებაზე მომხსენებლები იქნება სტანისლავ კულეშოვი (AAVE-ის მთავარი დირექტორი).
დოტუნ რომინიი (London Stock Exchange-ის ახალი ტექნოლოგიების დირექტორი),
მატეო მელანი (Meta-ს ტექნიკური NFT მენეჯერი), ემა ლოვეტი JPMorgan Chase-დან
და ბლოკჩეინის ინდუსტრიის მრავალი სხვა ექსპერტი.
პროგრამაში შედის 3 მოედანი 100-ზე მეტი კონფერენციისთვის, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრებს Web3-ის ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში გარკვევაში უნდა დაეხმაროს. ასევე European Blockchain Convention-ზე შეგიძლიათ ეწვიოთ საგამოფენო დარბაზებს, სადაც კრიპტოვალუტის სექტორის მთავარი მოთამაშეების პროექტები იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ღონისძიება ასევე ნეთვორქინგ- წვეულებების მოყვარულებს გაახარებს.
დაბოლოს, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ბლოკჩეინის სტარტაპი, რომელიც შეირჩევა საზოგადოების კენჭისყრის გზით ევროპის ბლოკჩეინის კონვენციის ინდუსტრიის ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით. საერთო ჯამში, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 100 ყველაზე პოპულარული ევროპული სტარტაპ-პროექტი, რომელთაგან 5 გახდება ფინალისტი და სცენაზე ინვესტორების წინაშე პრეზენტაციას მოაწყობს.
პრეზენტაციების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს უფასო საგამოფენო სტენდს 2024 წლის ღონისძიებაზე, შეხვედრას საერთაშორისო ჟურნალისტებთან საკუთარი პროექტის პოპულარიზაციისთვის, NFT ტროფეის და თავისი პროდუქტისთვის აუცილებელ სხვა მარკეტინგულ და სოციალურ შესაძლებლობებს.
სტარტაპებს შორის ფიგურირებს:
Quasar Labs
ესპანური პროექტი დეცენტრალიზებულ საფინანსო სექტორში მულტიქსელური ინვესტიციების მიმართულებით. Quasar უზრუნველყოფს ინსტრუმენტებსა და ინფრასტრუქტურას საცავების განვითარებისთვის.
Rated Network
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც გთავაზობთ კვანძების რეიტინგებს და ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა სხვა ნაკრებს პროდუქტებისთვის, რომლებიც Ethereum-ზე მუშაობს.
Neol
საგანმანათლებლო პლატფორმა ბლოკჩეინის ინდუსტრიაში ნიჭიერი ადამიანების მოსაძებნად, რომელსაც მხარს უჭერს შემოქმედებითი Web3 საზოგადოება.
European Blockchain Convention უკვე ხუთი წელია მასპინძლობს ღონისძიებებს ევროპაში ბლოკჩეინის ეკოსისტემის განვითარების მიზნით. პირველი ღონისძიება 2018 წელს გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით ათასი მონაწილე, ასობით სპეციალისტი და გენერალური დირექტორები, რემლებმაც მოხსენებები წარმოადგინეს.
European Blockchain Convention-ის მიზნობრივი აუდიტორია არის ბლოკჩეინ-სტარტაპების დამფუძნებლები, ინვესტორები, მარეგულირებელი ორგანოები, დეველოპერები, კრიპტოვალუტის კომპანიები. სტუმრები იკრიბებიან ბიზნეს-პარტნიორების მოსაძებნად, თანამოაზრეებთან დროის გასატარებლად და ახალი აღმოჩენებისთვის შთაგონებების მისაღებად.