პროექტ 1inch-ის მიმოხილვა

ფოტო - პროექტ 1inch-ის მიმოხილვა
1inch არის DEX-ის აგრეგატორი, რომელიც იყენებს სვოპ განაკვეთებს სხვა დეცენტრალიზებული პლატფორმებიდან, რათა იპოვოს ტოკენის საუკეთესო ფასი და გარიგების ყველაზე დაბალი საკომისიო.

ვინ შექმნა და აფინანსებს 1inch-ს

1inch-ის პროექტი წამოიწყეს დეველოპერებმა სერგეი კუნცმა და ანტონ ბუკოვმა. ისინი კრიპტოსაზოგადოებაში პოპულარული პიროვნებები იყვნენ, რადგან YouTube-ზე სტრიმინგი მიყავდათ, სადაც სმარტ კონტრაქტებს backdoor-ებისა და სხვა თაღლითური ალგორითმის დეფექტებზე ამოწმებდნენ. ბუკოვს ჰქონდა NEAR-ის პროტოკოლში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გამოცდილება, ხოლო კუნცი მუშაობდა კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიაში Mimacom.

სმარტ კონტრაქტების აგრეგაციის კონცეფცია მათ 2019 წლის მაისში ETHGlobal-ის ფორუმზე გააჟღერეს. ჰაკათონის შემდეგ, სადაც იდეას მხარი ვიტალიკ ბუტერინმა დაუჭირა, დამფუძნებლებმა შეძლეს $2,8 მილიონის ოდენობის დაფინანსების მოძიება Binance Labs, Galaxy Digital, FTX და სხვა ინვესტორების მეშვეობით.

1inch-ის ქსელი 2020 წლის აგვისტოში ამოქმედდა. მოგვიანებით შეიქმნა მმართველობითი 1INCH ტოკენი, რომელიც პროექტის ხაზინაში დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მეშვეობით შედის. შემდეგ შემუშავდა Mooniswap - ქსელის საკუთარი ავტომატიზებული მარკეტმეიკერი, რომელიც ორდერების შეპირისპირების სისტემას უდევს საფუძვლად.

ეს AMM, არსებითად, არის ლიკვიდობის პროტოკოლი, რომელიც უკავშირებდა სხვა ბირჟებს თავისი პულების გასაზრდელად და ცალკეული გარიგებების ასხლეტის გასანეიტრალებლად. გარდა ამისა, 1inch-მა განათავსა ვირტუალური ტარიფები, რათა არ დაეშვა საფონდო ბოტების წინსწრება.

ბოტების რბოლა არის წვრილმანი თაღლითობა ტრეიდერების მხრიდან, რომლებიც რთავენ დამატებით პროგრამებს საკომისიოს სიდიდით მანიპულირებისთვის, რათა თავიანთი გარიგებები მოლოდინის რიგში პირველ ადგილზე გადაანაცვლონ. 1inch-ის ვირტუალური განაკვეთები არეგულირებენ ლიკვიდობის პულის საკომისიოებს, რაც ამგვარ წინსწრებას ზედმეტად ძვირს ხდის შესასრულებლად.

1inch-ის მუშაობის პრინციპი

ვებგვერდ-აგრეგატორის მუშაობის პრინციპი ისეთივე ძველია, როგორც Web 2.0. ეს არის პლატფორმა, რომელიც ახორციელებს ინტერნეტის გარკვეული სეგმენტის მონიტორინგს და აგროვებს მონაცემებს ერთიან ბაზაში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ნებისმიერი მიმართულება: სასტუმროების დაჯავშნიდან (Booking.com) უახლესი ამბების არჩევამდე (SmartNews აპლიკაცია). მომხმარებლებს შეუძლიათ შედეგების გაფილტვრა თავისი პრეფერენციების მიხედვით.

1inch ასრულებს იგივე სამუშაოს მონაცემების მონიტორინგის კუთხით, მაგრამ ციფრული აქტივების ფასებთან მიმართებაში. ვებგვერდი იღებს მონაცემებს სხვა DEX პლატფორმებიდან (ახლა მათი რაოდენობა 20-ზე მეტია). ფასების აგრეგაციაზე პასუხისმგებელია პროტოკოლი Pathfinder. ეს არის ალგორითმი, რომელიც ეძებს საუკეთესო სავაჭრო წინადადებებს რამდენიმე ბლოკჩეინზე. გარდა ამისა, ის ითვალისწინებს საკომისიოს ღირებულებას ბირჟის თითოეული წყვილისთვის. Pathfinder-ს შეუძლია თითოეული გარიგების რამდენიმე ნაწილად დაყოფა და სხვადასხვა პლატფორმაზე ოპტიმალური სავაჭრო გადაწყვეტილების პოვნა.

მაგალითად, თუ ვინმე გადაწყვეტდა Wrapped Bitcoin-ის DAI-ზე გაცვლას, 1inch-ის Pathfinder-ს შეეძლო შეეთავაზებინა ჯერ wBTC-ის სხვა სტეიბლკოინში კონვერტაცია ერთ პლატფორმაზე, შემდეგ კი ამ სტეიბლკოინის DAI-ში კონვერტაცია.

მომხმარებლები ვერ ხედავენ კონვერტაციის და გაყოფის მთელ ეტაპს: მათ სთავაზობენ საბოლოო შედეგს და თუ ის მათ აკმაყოფილებს, 1inch ასრულებს რთული გარიგების ალგორითმს მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად. თავად  1inch-ის პროტოკოლი საკომისიოს არ აკისრებს. ამის ნაცვლად, ტრეიდერები იხდიან მცირე პროცენტს ლიკვიდობის პულში გაცვლისთვის და გაზის გადასახადს, რომელიც დამოკიდებულია ბლოკჩეინზე.

სალიმიტო ორდერების პროტოკოლების გამოყენებით, 1inch-ის  ტრეიდერებს შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი ასხლეტილი სვოპების კონფიგურაცია, რათა ასხლეტის შედეგად მიღებული დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანონ. რა თქმა უნდა, ერთჯერადი გარიგებისთვი ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი, მაგრამ სკალპერებისთვის, რომლებიც მოკლე ვადებში დიდი რაოდენობის ორდერებზე მუშაობენ, ეს ძალიან მომგებიანია.

რა არის 1INCH ტოკენი

სხვა DEX-ების მსგავსად, პროექტს აქვს საკუთარი მმართველობითი 1INCH ტოკენი. მისი ემისია შეუზღუდავია. სტატიის მომზადების მომენტისთვის მთლიანი მიწოდება შეადგენდა 1,5 მილიარდს, საიდანაც მიმოქცევაშია 792 609 828. 1INCH ტოკენის მფლობელებს აქვთ ხმის უფლება ქსელის მართვის საკითხებში:

  • API განაკვეთების განსაზღვრა;
  • ლიკვიდობის ფონდების კონსოლიდაცია;
  • ახალი პლატფორმების შერჩევა დაკავშირებისთვის.

მომხმარებლები კენჭისყრაში 1INCH ტოკენების მეშვებით მონაწილეობენ, რის შემდეგაც ისინი გაზის 100%-იან ანაზღაურებას იღებენ.

პირველი აირდროპი 2020 წლის იანვარში მოხდა. 1.5 მილიარდი 1INCH-დან განაწილდა მონეტების 6%. მიმოქცევაში კიდევ 14,5%-ის გაშვება  იგეგმება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. პროტოკოლის დასაფინანსებლად და საზოგადოების წასახალისებლად, დარეზერვდა 1INCH ტოკენების 23%.

1INCH-ის ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი 2021 წლის მაისში $7,85-ის დონეზე დაფიქსირდა. მას შემდეგ ტოკენი ათასჯერ გაუფასურდა. პროექტის ტოკენის შეძენა შესაძლებელია ყველა ძირითად ბირჟაზე: Binance, Coinbase, Huobi.

რომელი ბლოკჩეინები უჭერენ მხარს 1inch-ს

1inch თავდაპირველად Ethereum-ის ბლოკჩეინზე ამოქმედდა. მას შემდეგ ის გაფართოვდა Ethereum-ის რამდენიმე მასშტაბირებად ქსელზე და კონკურენტ ბლოკჩეინებზე:

  • Optimism (L2),
  • Polygon (L2),
  • Arbitrum (L2),
  • Avalanche,
  • Aurora,
  • BNB Chain, 
  • Fantom,
  • Gnosis,
  • Klayton.

ყველა ეს ქსელი არ იყენებს 1inch-ის ფუნქციების სრულ კომპლექტს (ლიკვიდობა, სალიმიტო ორდერი, მართვა და აგრეგირირება). ოთხივე ფუნქცია გამოიყენება მხოლოდ Ethereum-ზე და BNB-ს  ქსელში.