ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით მომავლის შესახებ

ფოტო - ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით მომავლის შესახებ
Polygon-ში ნობელის პრემიის ლაურეატის, ნილს ბორის ეს ციტატა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის აღსაწერად აირჩიეს. კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ მარეგულირებლები არ უნდა ეყრდნობოდნენ მხოლოდ პროგნოზებს ახალი ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. ისინი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.
დღეს ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტოაქტივები ამერიკული ისტებლიშმენტის წინააღმდეგობასა და უგულებელყოფას აწყდება. პოლიტიკოსებისა და მარეგულირებლების მწვავე რეაქცია თითქოს უპრეცედენტოა. მაგრამ სინამდვილეში, ახალი ტექნოლოგიებისადმი წინააღმდეგობა უნიკალური არ არის.

Polygon-ში ტექნოლოგიების დანერგვის სასიცოცხლო ციკლის თეორიას იხსენებენ. ის სამი ეტაპისგან შედგება. 

  1. ადრეული საბაზრო ფაზა. ინოვატორები ახალ ტექნოლოგიას  ქმნიან და ის ბაზარზე გააქვთ. მყიდველების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა არის მზად, მოიხმაროს ახალი პროდუქტი.
  2. "უფსკრულის" ფაზა. კონსერვატორები ახალ ტექნოლოგიას აპროტესტებენ და ცდილობენ შეზღუდონ მისი შემდგომი გავრცელება. ისმის არგუმენტები "ღირებულების არარსებობისა" და იმ ზიანის შესახებ, რომელიც ასეთმა ინოვაციამ შეიძლება გამოიწვიოს.
  3. მეინსტრიმის სტადია. მომხმარებელთა რაოდენობა არსებითად იზრდება. მათ შორის კონსერვატორებიც არიან. ახალი ტექნოლოგია ყოველდღიური პროდუქტი ხდება.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია დღეს დანერგვის მეორე ეტაპზეა. სამწუხაროდ, ხშირად "უფსკრული" შეიძლება გადაულახავი ჩანდეს. Polygon-ს მოჰყავს მომაკვდინებელი  კრიტიკის მაგალითები, რომლებსაც ავტომობილის, ტელეფონისა და ნათურის გამომგონებლები წააწყდნენ.

„ცხენი აქ იმისთვისაა, რომ დარჩეს, მაგრამ მანქანა უბრალოდ სიახლე, ახირებაა“, - ასე არწმუნებდა მიჩიგანის შემნახველი ბანკის პრეზიდენტი ჰენრი ფორდის ადვოკატს, არ ჩაედო ინვესტიციები Ford Motor Company-ში.

„ნათურა უფრო ჩვენს ტრანსატლანტიკურ კოლეგებს გამოადგება... მაგრამ პრაქტიკოსების, ან მეცნიერების ყურადღებას ვერ დაიმსახურებს“, - ამტკიცებდენ ბრიტანეთის პარლამენტის კომიტეტის წევრები.

”ეს უცნაური წინასწარმეტყველებები ტელეფონის უპირატესობების შესახებ... ეფუძნება მდიდარ ფანტაზიასა და სიტუაციის ტექნიკური და ეკონომიკური ფაქტების ვერგაგებას, ასევე მისი მოწყობის, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სათამაშო, აშკარა შეზღუდულობის იგნორირებას”, - ირწმუნებოდა Western Union-ის პრეზიდენტი უილიამ ორტონი. 

და მაინც, საზოგადოების ყველაზე გავლენიანი წევრების სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის მიუხედავად, მანქანა, ნათურა და ტელეფონი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მტკიცედ დამკვიდრდა. ეს გამოგონებები ინოვაციების მომდევნო თაობის საფუძველი გახდა. "უფსკრულის" ფაზა მათაც გაიარეს . "არ არსებობს იმის შანსი, რომ iPhone ბაზრის რაიმე მნიშვნელოვან წილს მიიღებს", - ამტკიცებდა Microsoft-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი 16 წლის წინ.

ჩვენთვის ნაცნობი ტექნოლოგიების დანერგვის ისტორია გვიჩვენებს, თუ რამდენად ხშირად ცდებოდნენ გამოჩენილი „წინასწარმეტყველები“ საბაზრო რბოლაში გამარჯვებულთა და დამარცხებულთა არჩევისას. წარსულის უდიდეს ინოვატორებს ესმოდათ იგივე რიტორიკა, რაც დღეს კრიპტოს მისამართით ისმის. მაგალითად, კრიპტოვალუტების "ფუნდამენტური ღირებულების არარსებობაზე" ახლა საუბრობენ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ასევე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაშიც.

Polygon-ის პოლიტიკის მიმართულების დირექტორი რებეკა რეტიგი, ხაზს უსვამს, რომ მარეგულირებლების ძალისხმევა არ შეიძლება იყოს ორიენტირებული მხოლოდ სტატუს-კვოს შენარჩუნებასა და ძველი მოთამაშეების პოზიციების განმტკიცებაზე. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ უნდა შექმნას თამაშის მკაფიო წესები, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას და დაიცავს ინვესტორებსა და ბაზარს. დასასრულს რეტიგს მოჰყავს ტოკიოში აშშ-ის საელჩოს საგარეო სამსახურის ოფიცრისა და ციფრული აქტივების ინვესტორის, ბრენდონ პოსინის სიტყვები. 
მათთვის გაფრთხილება მაქვს: მთავრობაში ძალიან ბევრი წარსულს არის ჩაბღაუჭებული... ჩვენ გვჭირდება მეტი ტექნოლოგი, ნაკლები იურისტი და ნაკლები მიკერძოება ფინანსური სექტორის აქტორების სასარგებლოდ
, – ამბობს დიპლომატი.