$2 მლნ ოდენობის თაღლითობა - ჩეტ სტოიანოვიჩმა ბრალი აღიარა
ნიუ-იორკში მცხოვრებმა, ჩესტერ სტოიანოვიჩმა 2019 წლიდან 2022 წლამდე კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებული, თაღლითური სქემების გამოყენებით, სულ მცირე, 12 ადამიანი "გააცურა". ის მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს, 29 ნოემბერს კი მან, როგორც იქნა, დანაშაული აღიარა.
როგორც ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორი დამიან უილიამსი ამბობს, 2022 წლის 29 ნოემბერს ჩეტ სტოიანოვიჩმა თაღლითობა და თანხების უკანონო მითვისება აღიარა. ის იყო სქემის ორგანიზატორი, რომლის ფარგლებში, თითქოს, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას ყიდდა და ჰოსტინგის მომსახურებას ეწეოდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის მოპოვებამ მასმედიისა და საზოგადოებრივი აზრის დიდი ყურადღება მიიქცია, მაგრამ ფულის ახალმა ფორმებმა და ინვესტიციებმა ასევე, შესაძლოა, ძველმოდური თაღლითობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნასგანაცხადა უილიამსმა სტოიანოვიჩის საქმეზე საუბრისას
რაში მდგომარეობდა ჩეტის სქემა? 2019 წლიდან მისი ხელმძღვანელობის ქვეშ რამდენიმე კომპანია, მათ შორის Chet Mining Co.LLC («Chet Mining») იყო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ისინი მაინინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის რეალიზაციით იყვნენ დაკავებულნი და მაინერების სანდო ჰოსტინგს სთავაზობდნენ. კლიენტები, რომლებიც სტოიანოვიჩთან კომპიუტერისა და სხვა დამატებითი სერვისების შესაძენად მოდიოდნენ, მაღალი შემოსავლის სტაბილური წყაროს მიღებას გეგმავდნენ და დიდი რაოდენობით თანხებს მშვიდად ემშვიდობებოდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ, სულ მცირე, 12-მა დაზარალებულმა ტექნიკაში $2 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩადო. სახსრების მიღების შემდეგ ჩეტი მათ აღჭურვილობის ყიდვასა და ჰოსტინგის მომსახურების მიღების აუცილებლობაში არწმუნებდა. ამჟამად 2019 წელს ათის და 2021 წელს, სულ მცირე, სამი დაზარალებულის შესახებ არის ცნობილი. დანაშაულის გარემოებები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდებოდა.
- 2019 წელს სტოიანოვიჩმა და Chet Mining-მა მაინერებისა და ჰოსტინგის შეძენის სანაცვლოდ 10 კლიენტისგან 2 მილიონ დოლარის ოდენობის გადარიცხვები ფიატსა და კრიპტოვალუტებში მიიღეს. აღჭურვილობა და მომსახურება თანხის არც ერთი გადმომრიცხავისთვის მიწოდებული არ ყოფილა;
- 2021 წელს სტოიანოვიჩმა სამი კლიენტისგან 127 მაინერის შეძენის სანაცვლოდ $179 880 მიიღო. წინა თაღლითობისგან განსხვავებით. მან მყიდველებს სამი მაინერი გადასცა და კომპენსაციის სახით 61 000 დოლარი დაუბრუნა. სახსრები, უპირატესად, სხვა დამკვეთებისგან უკანონოდ მითვისებული გადახდებიდან იყო აღებული.
სტოიანოვიჩს ბრალად ედება მაინერების, რომლებშიც ფული იყო გადახდილი, ასევე ჰოსტინგის სერვისების არ მიწოდება და სხვადასხვა თაღლითური გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ილუზიის შექმნაში. სად დახარჯა მან მითვისებული თანხები? ყველაფერი კლასიკური სცენარით: ჩეტი მათ პირადი ხარჯების მიზნით იყენებდა - ჩარტერები, სასტუმროს ნომრები, წვეულებები და ლიმუზინები.
დაზარალებულების პირველი სარჩელები მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც სტოიანოვიჩი 4 მარტს ჩვენების მისაცემად დაიბარეს. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებს ნაწილობრივ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, ის კანადაში გაემგზავრა და 11 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების მცდელობისას დააკავეს. გამოძიებაში აქტიური მონაწილეობა FBI-ის სპეციალისტებმა მიიღეს.
დაკავებიდან 6 თვის შემდეგ ჩესტერ სტოიანოვიჩმა ელექტრონული სახსრების გამოყენებით თაღლითობის ჩადენაში ბრალი აღიარა. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.