რომელი ბლოკჩეინ- თამაშებია პოპულარული 2022 წელს?

ფოტო - რომელი ბლოკჩეინ- თამაშებია პოპულარული 2022 წელს?
კრიპტო-თამაშები - ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშები, რომლებიც საშუალებას იძლევიან გამოიმუშაოთ შიდა თამაშის ტოკენები და NFT-ები.
DappRadar-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში კრიპტო-თამაშებსა და მეტავერსში ვენჩურულმა ინვესტიციებმა 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეორე კვარტალთან შედარებით 48%-ით ნაკლებია,  მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის  მონაცემებს  ორჯერ აღემატება.

Play-to-Earn ფორმატის წყალობით, კრიპტო-თამაშები , ჰობისა და სამუშაოს შორის საზღვარს შლიან. ახლა თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ თამაშის პროცესით და ამავდროულად  გამოიმუშაოთ  ფული. ბლოკჩეინზე თამაშების ეკოსისტემა სწრაფად ფართოვდება. ყოველწლიურად GameFi სექტორში ახალი სახელები ჩნდება, რომლებიც მოთამაშეების ყურადღებას იპყრობს. რომელი პროექტები დომინირებს ბაზარზე? ამ სტატიაში განვიხილავთ.

Calvaria (RIA)

სტრატეგიული კრიპტო-თამაშები მაღალ მასშტაბურობით. თითოეული ბარათი  ასახავს  NFT-ს-მებრძოლს, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობები.  უფრო ძლიერი პერსონაჟის მისაღებად შესაძლებელია ბარათების კომბინირება. მზა ნაკრები და NFT-ები შეიძლება იყიდოთ და გაყიდოთ მარკეტფლეისებზე. ზოგადად, ყველა მოპოვებული ნივთი სავაჭროდ ხელმისაწვდომია  მეორად  ბაზარზე.

Calvaria-ში არის ორი რეჟიმი: ინდივიდუალური  და „მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ“. პირველში თქვენ უნდა გაიაროთ დონეები, მიიღოთ ახალი ბარათები, ბონუსები და რესურსები, რომლებიც  სტრატეგიის შესაქმნელად  გამოგადგებათ. მოპოვებული ბონუსები გამოიყენება სხვა მოთამაშესთან ძირითად რეჟიმში. სამ  რაუნდში გამარჯვებით, მომხმარებელი იღებს თამაშის  შიდა ვალუტას  -  RIA ტოკენებს.

წინასწარი გაყიდვის პირველ ეტაპზე RIA ტოკენები 0,01 დოლარი ღირდა და დეველოპერებმა თითქმის 1 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხეს. ყოველი ახალი რაუნდით, ტოკენების ღირებულება იზრდება. მეათე ეტაპისთვის RIA-ტოკენები ეღირება $0,055, რაც თავდაპირველ ღირებულებაზე 450%-ით მეტია.

Silks (STT)

Silks არის ბლოკჩეინის თამაში მეტა სამყაროს ელემენტებით, რომელშიც საჭიროა მონაწილეობა  დოღებში და ცხენების გაზრდა, რათა გამოიმუშაოთ თამაშში არსებული აქტივები. თამაშში გამოყენებულია რეალური მონაცემები სუფთა სისხლის სარბოლო ცხენებზე. Silks გთავაზობთ რამდენიმე NFT კოლექციას, რომლებიც აუცილებელია თამაშის პროცესისთვის: Silks Avatars, Horses, Stables და Land.

ავატარები - მთავარი ელემენტია დასაწყისისთვის, რომელიც ასახავს მომხმარებლის პიროვნებას. ისინი განსხვავდებიან იშვიათობით და მახასიათებლებით. ავატარების გარეშე შეუძლებელია ცხენის მოპოვება და თამაშში ფულის შოვნა.

ამჟამად  მიმდინარეობს Silks Avatars-ის გაყიდვები, რეალიზებულია ავატარების 65%-ზე  მეტი. NFT კოლექცია OpenSea-ზე,  სპორტული ურთიერთშეუცვლელი ტოკენების  საუკეთესო ათეულში   შევიდა.

Tamadoge (TAMA)

Tamadoge, ბლოკჩეინზე ერთ-ერთ საუკეთესო ახალ თამაშად ითვლება. ის დაფუძნებულია პოპულარულ მემ-კოინზე Dogecoin-ზე და P2E ფორმატს Tamaverse-ს მეტა სამყაროსთან აერთიანებს.

TAMA-ს ტოკენი თამაშის განუყოფელი ელემენტია. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ NFT-ის შინაური ცხოველების  შექმნა, გაზრდა და მათთვის სწავლებაც  კი, რათა შემდეგ გადაგზავნონ ისინი Tamaverse-ის მეტავერსში  საბრძოლველად  და მიიღონ ჯილდოები. გარდა ამისა, TAMA საჭიროა ციფრული საკვების და ძაღლის სათამაშოების შესაძენად. თამაშში განხორციელებული ტრანზაქციების 5%  თამაშშივე დაიწვება, რათა უზრუნველყოს ტოკენის დეფლაციის მექანიზმი.

TAMA-ს წინასწარი გაყიდვები  დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 19 მილიონი დოლარი მოიზიდა.  თამაშის შემქმნელებმა პირველადი ბირჟის ლისთინგი OKX ბირჟაზე  ჩაატარეს. IEO-ს შემდეგ ფასი თითქმის 2000%-ით გაიზარდა.

Tamadoge-ს პირველი NFT კოლექცია 100 ულტრა იშვიათი შინაური ცხოველისგან ერთ დროს პირველი პოზიციაზე იყო OpenSea-ს რეიტინგში, მან შეძლო 250 ETH-ის შეგროვება ერთ დღეში. ამ კოლექციის ურთიერთშეუცვლელი ტოკენებს ლიდერთა ცხრილში პირველი ადგილის მოპოვების უფრო მეტი შანსი აქვთ.

Battle Infinity (IBAT)

Battle Infinity  -  2022 წლის  კიდევ ერთი პოპულარული P2E-კრიპტოთამაში სპორტის გულშემატკივრებისთვის.

თამაში გამოირჩევა ფართო ეკოსისტემით. ის მომხმარებლებს  სთავაზობს  საკუთარ დეცენტრალიზებულ ბირჟას Battle Swap, რომელზეც ვაჭრობენ თამაშში არსებულ IBAT ტოკენებით  და შესაძლებელია  თამაშის დროს მიღებულ ჯილდოების გადაცვლა.

ასევე არსებობს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა Battle Games, სადაც არის მინი თამაშები და NFT-ებით  სხვა შემოსავლის მიღების შესაძლებლობები. პირველი მინი თამაში, რომელიც გაეშვა  Battle Infinity-ში, არის Premier League. ეს არის  NFT-ზე დაფუძნებული სპორტული ფენტეზი,   რომელიც ინტეგრირებულია მეტავერსში. თამაშში არსებული ნივთებით და პერსონაჟებით ვაჭრობა ხორციელდება Battle Market-ში. Battle Arena-ს საშუალებით მოთამაშეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მათი ავატარები.

IBAT-ის ტოკენების ლისთინგი  ჯერჯერობით LBank-სა და PancakeSwap-ზე მოხდა.

ასევე თამაშს აქვს სტეიკინგის მხარდაჭერა, სულ  3 მილიონი დოლარის აქტივებია დაბლოკილი.  IBAT-ის მფლობელები წელიწადში  გამოიმუშავებენ 14-25%-ს  (ფიქსირებულ სტეიკინგზე) და 12%-ს (მოქნილზე).

კრიპტოთამაშები - ბლოკჩეინის ინდუსტრიის იმედისმომცემი დარგია, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მიმართულებაა ინვესტიციებისთვის 2022 წლის შედეგების მიხედვით. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, რომ მომავალ წელს მაღალი მაჩვენებლები მიიღონ.