5 კრიპტო აქტივი, რომელიც შეიძლება მალე ყველაზე მეტად გაიზარდოს

ფოტო - 5 კრიპტო აქტივი, რომელიც შეიძლება მალე ყველაზე მეტად გაიზარდოს
ბაზრის ვარდნა მარადიული არასოდეს არის, ადრე თუ გვიან ის შემობრუნდება და დაიწყებს ზრდას. და ბაზართან ერთად გაძვირდება კრიპტო აქტივებიც. აპტრენდის ტალღაზე ყველაზე მეტად ზრდის პერსპექტივა, რომელ მონეტებს აქვთ? განვიხილოთ ყველაზე პერსპექტიული პროექტები.

Bitcoin (BTC)

FTX-ის კრახისა და რიგი ალტკოინების ღირებულების ვარდნის შემდეგ, რომლებიც დიდი რაოდენობით იყო ბირჟისა და მისი შვილობილი სავაჭრო კომპანიის Alameda Research-ის ბალანსზე, ბიტკოინის დომინანტურობამ კვლავ დაიწყო 40%-სკენ  სვლა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა რიგი  ალტკოინების მნიშვნელოვანი ვარდნა TOP30-დან: Solana (SOL) - 50%, Cronos (CRO) - 41%, Algorand (ALGO) - 39% -ით, NEAR პროტოკოლი (NEAR) - 36%-ით, ავად  სახსენებელი FTT - 94%-ით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალტკოინების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შეირყა, ამიტომ ინვესტიციები გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სანამ ბაზარი  FTX-ის კრახს „მოინელებს“)Bitcoin -სა და სტეიბლკოინებში გადავა. შესაბამისად, Bitcoin-ის დომინირება  შესაძლოა უფრო გაიზარდოს და 40%-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბოს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბიტკოინის გამოყენებას უბიძგებს და შესაბამისად ზრდის კურსს, არის Lighting Network (LN)  ეკოსისტემის მუდმივი გაფართოება.  დაუყოვნებლივი BTC-გადარიცხვის ტექნოლოგიას, სულ უფრო მეტი საფულე და ბირჟა ემხრობა, რაც BTC-ში ბალანსების ზრდას იწვევს და ძველი კრიპტოვალუტის მოთხოვნას აძლიერებს. 2023 წელს ეს ტენდენცია მხოლოდ გაძლიერდება.

და რა თქმა უნდა, როდესაც ბაზარი საბოლოოდ „მიაღწევს ფსკერს“ და  ზრდის ახალ ციკლს წამოიწყებს, პირველი მონეტა, რომელიც ‘top crypto gainers“ ლიდერების სიას სათავეში ჩაუდგება, ტრადიციულად Bitcoin -ი იქნება. და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ალტსეზონი. მაგრამ ეს არ არის საბოლოო.  

Cardano (ADA)

Cardano -  პროექტი, რომელიც ცნობილია თავისი ტექნოლოგიით, Ethereum-თან კონკურენციით და ძლიერი დეველოპერების გუნდით, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს მონეტას და მის ბლოკჩეინს. ბოლო განახლება (hard fork) ევფონიური სახელწოდებით "Vasil", ერთ-ერთი დეველოპერის პატივსაცემად დანერგილ იქნა 2022 წლის სექტემბრის ბოლოს და ხელი შეუწყო ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ტრანზაქციის საკომისიოს შემცირებას. Vasil -მა ასევე გააუმჯობესა ჭკვიანი კონტრაქტის პლატფორმის ეფექტურობა და წვლილი შეიტანა ქსელის მთლიანი დატვირთვის შემცირებაში, ასევე გაამარტივა და უზრუნველყო მისი შემდგომი მასშტაბირება. ამ განახლებამ ასევე ახალი იმპულსი მისცა DeFi-გადაწყვეტილებებს და NFT ეკოსისტემის განვითარებას.

ADA-მ, როგორც სპეკულაციური ბირჟის აქტივმა, რა თქმა უნდა, ვერ ისარგებლა ჰარდფორკის ჩანერგვით, მაგრამ დეველოპერების აქტიურობა და მაღალი მოთხოვნა ამ მონეტაზე, რომელიც დიდი ხანია CoinMarketCap რეიტინგის TOP10-შია , მიუთითებს, რომ მისი  პორტფელში შენახვა ღირს.

Monero (XMR)

Monero არის ყველაზე პოპულარული ანონიმური კრიპტოვალუტა,რომელშიც შეუძლებელია ტრანზაქციების   თვალის დევნება ისევე, როგორც შეუძლებელია თანხის გამგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება. ეს ფაქტი მას ლიდერად აქცევს კონფიდენციალური გადარიცხვების სფეროში და გარანტირებული აქვს  გულშემატკივრების მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიით და მუდმივად მაღალი მოთხოვნით, ასევე მონეტების შეზღუდული ემისიის გამო.

Monero-ს დეველოპერების გუნდი ასევე გულმოდგინედ შრომობს და განახლებების მნიშვნელოვან რაოდენობას ყოველწლიურად აქვეყნებს. 2022 წლის აგვისტოში განხორციელდა კიდევ ერთი ჰარდფორკი, რამაც შეამცირა ტრანზაქციების ზომა და დააჩქარა ისინი. ასევე, გაიზარდა წრიული  ხელმოწერების რაოდენობა 11-ან 16-მდე, რამაც გადარიცხვების კონფიდენციალურობის დონე კიდევ უფრო გაზარდა. განახლებამ ხელი შეუწყო ტრანზაქციის საკომისიოს შემცირებას და ყველაზე პოპულარულ Ledger-ისა და Trezor-ის აპარატულ საფულეებთან ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.გუნდს, Monero-ს საგზაო რუკის შემხედვარე, 2023 წლისთვის  უზარმაზარი გეგმები აქვს. ასევე არის რამდენიმე ახალი ჰარდფორკიც  და წრიული ხელმოწერების რაოდენობის, უკვე   უკვე 100+-მდე  ზრდაც  და ბევრი სხვა  რამ.  ეს პროექტი  ობს ნამდვილად არ მოიკიდებს.

თუ თქვენ გჭირდებათ პირადი გადარიცხვის განხორციელება, მაშინ უბრალოდ არ არსებობს უკეთესი ინსტრუმენტი ბაზარზე. სწორედ ეს ხდის მონეტას პოპულარულს, 100 მილიონ დოლარზე მეტი ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვით და   გადარიცხვების მნიშვნელოვნად დიდი მოცულობით. მაშასადამე, მარეგულირებლების მუდმივი „ძლიერი შეშფოთების“ და რამდენიმე ბირჟიდან დელისთინგის მიუხედავად, რომლებიც იმავე რეგულატორებს ეფლირტავებიან, Monero მომავალს თავდაჯერებულად  უყურებს და  ახალი x-სკენ სვლას  განაგრძობს.

Stellar (XLM)

Stellar ასევე საკმაოდ ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც საშუალებას იძლევა გადარიცხვები განახორციელოთ თითქმის უფასოდ. საკომისიო იმდენად მწირია, რომ 1 ცენტსაც არ აღემატება. ეს აქტივი არის პოპულარული ინსტრუმენტი ბირჟის არბიტრაჟისთვის, რადგან ის ყველაზე შესაფერისია სავაჭრო პლატფორმებს შორის სწრაფი გადარიცხვებისთვის.  Stellar-ს ასევე ხშირად იყენებენ  მყისიერი ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებისთვის. ეს არის როგორც კრიპტოვალუტის Western Union-ი ან Anelik-ი, თუმცა მათი შედარება მთლად კორექტული არ იქნება. ფულადი გზავნილები fiat ვალუტებში მოძრაობს ბევრად უფრო ნელა, ვიდრე თითქმის მყისიერი  XLM გზავნილები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს  Stellar-ბლოკჩეინის გამოიყენება  MoneyGram-მა, IBM World Wire-მ და ტრანსსასაზღვრო ფულადი გადარიცხვების სხვა მრავალმა ადგილობრივმა ოპერატორმა.

ამავდროულად, ასევე ძლიერია Stellar-ის დეველოპერების გუნდი. რეგულარულად ახორციელებს განახლებებს (ბოლო იყო 2022 წლის ივნისში) და გეგმავს კიდევ უფრო მეტი ინოვაციის შექმნას. 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება,  ვირტუალური მანქანის (VM) ინტეგრაციისა   და სმარტ-კონტრაქტების მხარდაჭერის დასრულება. ეს ბიძგს მისცემს DeFi სერვისების განვითარებას, რომელიც სხვა ბლოკჩეინ-პლატფორმების მომხმარებლებისთვის უკვე ჩვეული გახდა. რა თქმა უნდა, ამან დადებითად უნდა იმოქმედოს აქტივის ფასზე.

WhiteBIT Token (WBT)

WBT  - ევროპის უმსხვილესი ბირჟის WhiteBIT-ის ნატიური ტოკენი, რომელსაც უკრაინული ფესვები აქვს. ბირჟა ცდილობს იყოს თანამედროვე და გთავაზობთ კონკურენტულ სერვისებსა და ინსტრუმენტებს. ჩვეულებრივი ბაზრების  (სპოტურის, მარჟინალურისა და ფიუჩერსულის), გარდა, WhiteBIT გთავაზობთ DEX-ბირჟაზე  ვაჭრობას  არაკასტოდიალური  სერვისით, რომლის სახელწოდებაც WhiteSwap-ია, ასევე განახორციელოს р2р -გადარიცხვები Bitcoin Global P2P-ის ცალკე პლატფორმაზე.  მალე ბირჟა  წარმოადგენს  სტეიკინგ-შეთავაზებების დიდ არჩევანს, ასევე გეგმავს გააფართოოს მონეტების ჩამონათვალი, რათა მიიღოს  პასიური  შემოსავალი დანაზოგებიდან (savings).

WhiteBIT-ის მიერ, საქართველოს უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის, PayUnicard-ის, ლოიალობის პროგრამებისა და ელექტრონული საფულეების ადგილობრივი ბაზრის ლიდერის, ახლახან  ხელში ჩაგდებამ, ბირჟაზე ორი მილიონი ახალი მომხმარებელი მოიზიდა.

WBT ტოკენზე  დიდი მოთხოვნაა, ამიტომაც,  WhiteBIT  ბირჟის ამბიციური სტრატეგიული გეგმების გათვალისწინებით, ახალი ბაზრების ათვისებისა და ახალი შეძენის მიზნით, მას აქვს ყველა პერსპექტივა შემდგომი ზრდისთვის.

AI Crypto Expert