Cardano-ს დეველოპერები ანონიმურ ბლოკჩეინს წარმოადგენენ

ფოტო - Cardano-ს დეველოპერები ანონიმურ ბლოკჩეინს წარმოადგენენ
Input Output Global (IOG), კომპანია, რომელმაც Cardano შექმნა, ახალ ბლოკჩეინ Midnight-ს გამოუშვებს. ის პოზიციონირდება როგორც კონფიდენციალური ზედა-ქსელი dApp-ების შესაქმნელად. პლატფორმის შიდა ტოკენი იქნება DUST, რომელიც მხარს დაუჭერს სისტემის განვითარებას.
СЕО Input Output Global, ჩარლზ ჰოსკინსონი, დიდი ხანია ფიქრობს  ქსელზე, რომელიც  მომხმარებელთა პირად მონაცემებს დაიცავდა. აბა რაა! რადგან კრიპტო საზოგადოებას სჭირდება ბლოკჩეინი, რომელიც მხარს დაუჭერს მათ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და პირველ რიგში, კომერციული საიდუმლოს დაცვის უფლებას საგადასახადო სამსახურებისა და კონკურენტებისგან.
 
გასული კვირის ბოლოს IOG-ის დეველოპერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საიდუმლო ბლოკჩეინის სატესტო ვარიანტის გაშლისთვის. მას ეწოდა შუაღამე (Midnight), რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეუძლებელია ნახო რაიმე გადაცემული ინფორმაცია, გარდა იმისა, რომლის გახსნასაც მომხმარებლები თავად მოისურვებენ.  Midnight-ს მისიაა, რომ დეველოპერებს მიეცეს შესაძლებლობა სწრაფად შექმნან და გაუშვან DApp-ები პროგრამირების რამდენიმე ენის გამოყენებით იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც  გაჟონვის ან ცენზურის ეშინიათ.
 
ბლოკჩეინი გამოიყენებს ნულოვანი გამჟღავნების ალგორითმს და იმუშავებს, როგორც Cardano -ს ბლოკჩეინის კერძო საიდჩეინი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს  მის უსაფრთხოებასა და დეცენტრალიზაციას, ამასთან მნიშვნელოვნად გააფართოებს გამოყენების ანონიმურობას ფიზიკური  და იურიდიული პირებისთვის. Midnight-ის მეშვეობით ადამიანებს შეეძლებათ  კრიტიკული ფინანსური ინფორმაციის უშუალოდ გაცვლა. ამისათვის საკმარისი იქნება პლატფორმის მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა და სხვა პერსონალური მონაცემების არგამჟღავნება.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ sidechain-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ტრანზაქციების განხორციელება სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით ისევე, როგორც ეს ხდება ანონიმური კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებზე.
 
Midnight-ი პირადად ჰოსკინსონმა წარადგინა ედინბურგის უნივერსიტეტში სპეციალურად დეველოპერებისთვის გამართულ ScotFest ღონისძიებაზე. აქ განიხილეს პრობლემები და საფრთხეები, რომლებსაც მარეგულირებლები ადამიანებს მთელ მსოფლიოში უქმნიან.
 
ღონისძიებაზე ჩარლზი  სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც განაცხადა:
ჩვენ გვჭირდება სისტემები, რომლებიც ადამიანებს აძლევენ მუშაობისა და ურთიერთქმედების თავისუფლებას პერსონალური მონაცემების ანონიმურობის შენარჩუნებით. როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეს უფლებები, დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის ჩვენი უნარი, ჩვენგან დამოუკიდებელი ძალების მიერ იზღუდება და კონტროლდება. ეს არის ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია IOG-ში და ამიტომ ვმუშაობთ ახალი გამოსავლის შესაქმნელად, რომელიც ამ იდეებს მხარს უჭერს. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მომხმარებლებს უფლება გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენება მათი პერსონალური მონაცემები და რამდენად ღიაა მათი ტრანზაქციები.
ეს ძალიან თამამი განცხადება იქნებოდა,  ჰოსკინსონს შემდეგ  რომ არ დაემატებინა, რომ Midnight "დააბალანსებს   კონფიდენციალურობის შენარჩუნებას და სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ, მარეგულირებელ ორგანოებისა და აუდიტორებისთვის,  სისტემაში შესვლის  უფლების მიცემას".
 
მაგრამ ოვაციებმა ჩაახშო  Cardano-ს მთავარი შემქმნელისა და ამასთანავე კრიპტო-ლიბერტარიანელის  ბოლო სიტყვები.
 
ვნახოთ, გადაარჩენს თუ არა "ანონიმური" Midnight ADA-ს კურსს. და როგორ იქნება ის კორელაციაში DUST-ის (sidechain utility token) ფასთან.
 
და თუ  მარეგულირებლების ანონიმურ კრიპტოვალუტებზე ზეწოლის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორიცაა Zcash და Monero, ანონიმური sidechain-ი მათი მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნევლად დარჩენას  ასევე  ვერ  შეძლებს.