როგორ გავაანალიზოთ კრიპტოვალუტა? სრული სახელმძღვანელო

ფოტო - როგორ გავაანალიზოთ კრიპტოვალუტა? სრული სახელმძღვანელო
კრიპტოვალუტის ანალიზი საინვესტიციო მიზნებისთვის რთული ფუნდამენტური პროცესია, რომელიც შერჩეულ აქტივთან დაკავშირებული მრავალი ფაქტორის შესწავლას მოიცავს.
ნებისმიერი აქტივის ღირებულებას მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს. ეს კრიპტოვალუტებსაც ეხება. პოტენციური ინვესტორის მთავარი ამოცანაა, გაიგოს, გაიზრდება თუ არა მონეტა მომავალში და რა წინაპირობა არსებობს ამისთვის.

ჩვენ მოვამზადეთ ეტაპობრივი სახელმძღვანელო, რომელიც საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით ტოკენის ანალიზის გეგმის შედგენაში დაგეხმარებათ. აქტივების შესახებ ინფორმაციის უმეტესობის მოძიება ვებგვერდებზე Coingecko, Coinmarketcap და Cryptorank, შესაბამის სვეტებშია შესაძლებელი.

კრიპტოვალუტა თუ ტოკენი?

თავდაპირველად, უნდა განისაზღვროს, საქმე დამოუკიდებელ ბლოკჩეინთან გაქვთ, თუ ეს უბრალოდ ტოკენია, რომელიც უკვე მზა ქსელში შეიქმნა. ეს პროექტისადმი სამომავლო კითხვების შემთხვევაში დაგეხმარებათ.  

კრიპტოვალუტა მისი ქსელის ფუნქციონალობით უნდა შეფასდეს: რამდენი პროექტია ამოქმედებული, რამდენია ჯამური TVL (დაბლოკილი აქტივების ღირებულება), როგორია ტრანზაქციების სიჩქარე და ღირებულება, მუშაობის ალგორითმი, ჰაკერების თავდასხმის რაოდენობა და ასე შემდეგ.

ტოკენის მთავარი ფუნქციაა, იყოს გადახდის საშუალება პროდუქტის, ან მომსახურებისთვის, რომელსაც კრიპტოვალუტის სტარტაპი სთავაზობს. აქ საინტერესოა, კონკრეტულად როგორ არის მონეტა ინტეგრირებული სისტემაში და რა პრივილეგიებს ანიჭებს მომხმარებლებს. ზედმეტი არც ტოკენის სმარტ კონტრაქტის შეფასებაც იქნება, მაგრამ ეს უფრო აუდიტორული კომპანიების ამოცანაა.

ემისია და ინფლაცია

მონეტების რაოდენობა (ემისია) აქტივის ინფლაციის ტემპებს  განსაზღვრავს. ანალიტიკური რესურსები ემისიის შესახებ ინფორმაციას ხშირად ორ სხვადასხვა სვეტად აწვდის  - "მიმოქცევაშია" და "მაქსიმალური ემისია". პირველი მაჩვენებელი უკვე გამოცემული ტოკენების რაოდენობას აჩვენებს, მეორე იმას, თუ რამდენის ემიტირებაა პრინციპში შესაძლებელი. 

ზოგიერთ პროექტს (Solana, Ethereum, Dogecoin, Tezos) შეუზღუდავი ემისია აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ფასი აუცილებლად უნდა ეცემოდეს. მიწოდების მატების შენელება წვით, ან ემისიის მექანიზმში წლიური მცირე, მაგალითად 2-3%-იანი ინფლაციის ჩადებით არის შესაძლებელი. ემისიის შეფასება საშუალებას მოგცემთ, გრძელვადიან პერსპექტივაში აქტივის ზრდის პერსპექტივები შეაფასოთ.

კრიპტოვალუტის ბირჟები და ვაჭრობის მოცულობა

კრიპტოვალუტის რაც უფრო მეტი პლატფორმას უჭერს მხარს ტოკენს, მით უფრო ძლიერია მასთან აუდიტორიის ურთიერთქმედება. ეს შესყიდვების რაოდენობასა და ვაჭრობის მოცულობაზე  ახდენს გავლენას. მნიშვნელოვან როლს ასევე ბირჟის ტიპიც თამაშობს. ამ საკითხში ცენტრალიზებული პლატფორმები უფრო პრიორიტეტულია, რადგან თითოეული პლატფორმა ლისტინგამდე აქტივის წინასწარ ანალიზს ატარებს. სანდოდ ითვლება ბირჟები, რომლებიც ტოპ-50 სოლიდური ანალიტიკური ვებგვერდების რეიტინგში მოხვდა. შემდგომი სია უკვე ძალიან საეჭვოა.
ცენტრალიზებული კრიპტობირჟების რეიტინგი (Coinmarketcap)

ცენტრალიზებული კრიპტობირჟების რეიტინგი (Coinmarketcap)

პროექტისთვის DEX ცუდი ყოველთვის არ არის. ზოგიერთი ტოკენი CEX-ზე ლისტინგში ზედმეტად გადახდის აზრს ვერ ხედავს, ამიტომ აქტივი დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე გაჰყავს. აქ მთლიანი ლიკვიდურობის შემოწმებაა მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტი ფულია დაბლოკილი სავაჭრო წყვილში, მით უფრო სტაბილურია ის.

ვაჭრობის მოცულობა განსაზღვრავს, რამდენად საინტერესოა მომხმარებლებისთვის პროექტთან ურთიერთქმედება. აქ სიტუაცია ზემოთ მოყვანილის საპირისპიროა: უმჯობესია გქონდეთ დიდი მოცულობები რამდენიმე ბირჟაზე, ვიდრე თანაბრად მწირი მაჩვენებლები დიდ რაოდენობით პლატფორმებზე.

კურსის დინამიკა

ფასის ვოლატილობა და ზოგადი ქცევა აქტივის მდგრადობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. თუ გრაფიკზე ხშირად არის „pump-ები“ და „dump-ები“, ეს სუსტ ლიკვიდურობასა და ხშირ მანიპულაციებზე მეტყველებს. ასევე, ფასების სტატისტიკა იმის დადგენაში გვეხმარება, აქვს თუ არა აქტივს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ძლიერი დონეები. ასე გაიგებთ, რა ძალა აქვს  მარკეტმეიქერს და რა ხარისხისაა ის. 

თუ აქტივის კურსი მთელი დროის განმავლობაში ეცემა (საკმარისია ერთი-ორი წლის მაგალითი), ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზება მოთხოვნას აღემატება და ასეთ აქტივს ზრდის პერსპექტივა არ აქვს.
ტოკენის კურსის „ადეკვატური“ დინამიკა (UNCX)

ტოკენის კურსის „ადეკვატური“ დინამიკა (UNCX)

პროექტის ძირითადი ფუნქციები და მიზანი

ნებისმიერი ტოკენი ან კრიპტოვალუტა გამოყენებადი უნდა იყოს. უმჯობესია, თუ მომხმარებლები აქტივის სანაცვლოდ რაიმე სერვისს, ან პროდუქტს იღებენ. ეს ქმნის ღირებულებასა და პოტენციურ ინტერესს არა მხოლოდ ინვესტორებისთვის, არამედ რიგითი მოვაჭრეებისთვისაც, რომლებიც მონეტას საკუთარი საჭიროებისთვის ყიდულობენ.

ბლოკჩეინის მონეტები ქსელში საკომისიოების გადასახდელად გამოიყენება. ტოკენები გადახდის საშუალების, DAO-ს შემადგენლობაში ხმის მიცემის აქტივის სახით მოქმედებს და სტარტაპის გაფართოებული ფუნქციების გამოყენების საშუალებას იძლევა. მონეტის გამოყენების რაც უფრო ბევრი ვარიანტი არსებობს, მით უფრო ხშირად შეიძენენ მას.

ხშირად, პროექტები ტოკენებს ჯერ უშვებს და მხოლოდ ამის შემდეგ ავითარებს პროდუქტს. ეს ფასზე დამღუპველად მოქმედებს, ვინაიდან ფარმინგისა და სტეიკინგის გარდა, ასეთ აქტივს, როგორც წესი, ვერსად გამოიყენებთ.

პარტნიორები და ინვესტორები

ძლიერი საპარტნიორო ბაზა კარგი მაჩვენებელია. რაც უფრო მეტი სტარტაპი ახდენს სხვადასხვა პროექტთან კომუნიკაციას პარტნიორობის, ინტეგრაციისა და კოლაბორაციის გზით, მით უფრო ფართო იქნება აუდიტორია და პოტენციური კლიენტების ბაზა.

ინვესტორები ბაზრის სეგმენტია, რომელიც პროექტს ადრეულ ეტაპებზე განვითარებაში ეხმარება. რაც უფრო ავტორიტეტული და ცნობილია საცალო ინვესტორი, ბიზნეს ანგელოზი, ან ფონდი, მით უფრო საიმედოდ ითვლება პროექტი, რადგან ინვესტირებამდე მისი ანალიზი დიდი დროს მოითხოვს. ასევე, უმსხვილესი საინვესტიციო ფონდები უფრო ხშირად მონეტებს ყიდულობს გრძელვადიანი ინვესტიციის და არა განბლოკვისთანავე "ჩარეცხვის" მიზნით. პერსპექტივაში, ეს მიწოდებას აზავებს და  ფასზე ზეწოლას არბილებს.
ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის ფონდები (Cryptorank)

ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის ფონდები (Cryptorank)

ტოკენომიკა

ტოკენომიკა ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს შორის ტოკენების პროცენტული განაწილებაა. მონეტებს ინვესტორები (კერძო, საჯარო, სტრატეგიული და seed-რაუნდი), სოციალური ქსელის მომხმარებლები, პროექტის გუნდი იყოფენ. ემისიის ნაწილი ყოველთვის სამომავლო საქმიანობაზეც მიდის - ფარმინგი, სტეიკინგი, პროექტის მხარდაჭერა, ლისტინგი ბირჟებზე და ა.შ. 

ტოკენომიკა საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, ვინ და რამდენი მონეტა მიიღო და რამდენად სწრაფად გაიყიდება ისინი. განბლოკვის ზედმეტად სწრაფ გრაფიკს ფასის კოლაფსის გამოწვევა შეუძლია. ტოკენომიკა საჯარო ინფორმაციაა, მისი მოძიება პროექტის ვებგვერდზე, ან მის Whitepaper-შია შესაძლებელი.
პროექტ GAFI-ის ტოკენომიკის მაგალითი (vestlab.io)

პროექტ GAFI-ის ტოკენომიკის მაგალითი (vestlab.io)

სკამზე შემოწმება: ლიკვიდურობა, სოციალური ქსელები, გამოხმაურებები

მაშინაც კი, თუ თქვენ აქტივი ყველა ჩამოთვლილი მაჩვენებლით შეაფასეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ის სკამი არ აღმოჩნდება.

სოციალური ქსელები გაძლევთ საშუალებას, აქტიური მომხმარებლებისა და ზოგადი ქომიუნითის შესახებ წარმოდგენა შეგექმნათ. თუ პროექტის Discord, Twitter, ან Telegram ხელოვნურად არის გაბერილი, ეს ცუდის ნიშანია.  აუდიტორიის ინტერესის შესანარჩუნებლად, პროექტებმა რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოს ანონსები, განახლებები, გამართოს AMA სესიები და სხვადასხვა აქტივობები.

თუ ტოკენი მხოლოდ DEX-ბირჟაზე ივაჭრება, აუცილებელია შემოწმდეს, დაბლოკილია თუ არა ლიკვიდურობა. ანუ, ფული, რომლისგანაც სავაჭრო წყვილია შექმნილი, სპეციალური სმარტ კონტრაქტით უნდა იყოს მიბმული, რომელიც "ხალიჩის მოქაჩვის" და ერთ მომენტში ლიკვიდურობის გატანის საშუალებას არ მისცემს. კონტრაქტის მისამართის მიხედვით, ამ მონაცემების შემოწმებას რიგი სერვისები, მაგალითად Poocoin და DexTools სთავაზობს.
ლიკვიდურობის დაბლოკვის ფუნქცია პლატფორმაზე Unicrypt

ლიკვიდურობის დაბლოკვის ფუნქცია პლატფორმაზე Unicrypt

გამოხმაურებები უკვე დიდი ხანია, მაჩვენებელი აღარ არის, რადგან ხშირად მათ როგორც კარგი, ასევე ცუდი კუთხითაც ხელოვნურად ბერავენ. თუმცა, შესაძლებელია, ჩატებში პროდუქტის გამოყენებისას შექმნილ პრობლემებზე გუნდის რეაქციას ადევნოთ თვალი. თუ თქვენ კონსტრუქციული კრიტიკის, ან გამოხმაურებისთვის დაუყოვნებლივ გბლოკავენ, ასეთ პროექტს უნდა მოერიდოთ. განსაკუთრებით, თუ სოციალურ ქსელებში საერთოდ არ არის განხილვა, ჯგუფები კი დახურულია და კომენტარის დატოვების შესაძლებლობაც არ არსებობს.