რა პრობლემებს წყვეტს ბლოკჩეინი სხვადასხვა სფეროში?

ფოტო - რა პრობლემებს წყვეტს ბლოკჩეინი სხვადასხვა სფეროში?
ბლოკჩეინი ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება კრიპტოვალუტის დარგს სცილდება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში განაწილებული რეესტრის გლობალური ინტეგრაციამდე ჯერ კიდევ შორია, ეს ინფორმაციის შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალური გადაწყვეტაა.
მაშ ასე, რა პრობლემებს წყვეტს ბლოკჩეინი? 

ფინანსები

ბლოკჩეინის ისეთი თავისებურებები, როგორიცაა უცვლელობა, ინფორმაციის დადასტურების კრიპტოგრაფიული მეთოდი, გამჭვირვალობა, შუამავლების არარსებობა ტექნოლოგიას  ფინანსური ინდუსტრიისთვის მიმზიდველს ხდის.

განვითარებულ ქვეყნებში ბანკებმა განაწილებული რეესტრები ნაწილობრივ უკვე დანერგა, რათა პროცესი აეჩქარებინა და ხარჯები შეემცირებინა. ამაზე ტოკენიზებული ფინანსური ინსტრუმენტები, ბლოკჩეინკომპანიებისთვის შექმნილი საბირჟო ფონდები და ეროვნული ციფრული ვალუტების განვითარება მიანიშნებს. 

ბლოკჩეინი საერთაშორისო გადახდების პროცედურას ამარტივებს და მას მრავალეტაპიანობის,  ხანგრძლივობისა და ზედმეტი ხარჯისგან  ათავისუფლებს (საკომისიო შეიძლება 7%-ს აჭარბებდეს). ტექნოლოგია, დეცენტრალიზაციისა და სმარტ კონტრაქტების ხარჯზე, მომენტალური საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა. ვინაიდან ბლოკჩეინზე მონაცემებს შეცვლა, ან ჯაჭვში მათი ჩაწერის შემდეგ გაუქმება შეუძლებელია, ეს უსაფრთხოების სისტემისა და ანგარიშვალდებულების დახვეწის შესაძლებლობას ქმნის.

მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი

მიწოდების ჯაჭვები სტრატეგიულ დაგეგმვას, მენეჯმენტსა და მესამე მხარის დიდ რაოდენობას (ნედლეულის მომწოდებლები, მწარმოებლები, დისტრიბუტორები) მოითხოვს.

ასეთ პირობებში, დამატებითი ტექნოლოგიების გარეშე, ყველა ეტაპის შესრულების უზრუნველყოფა, თაღლითობის და ფინანსური ხარჯების ალბათობის შემცირება ძალიან რთულია. ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გაჩენამ ზოგიერთი ნაბიჯის ავტომატიზაცია შესაძლებელი გახადა, მაგრამ ბლოკჩეინს მიწოდების ჯაჭვის მართვის საბოლოო მოდერნიზაცია შეუძლია.

თითოეული სტადიის შესახებ მონაცემების ერთ დეცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ჩაწერით, მხარეებს შორის პოტენციური წინააღმდეგობების თავიდან აცილება და ამ პროცესში შეფერხებების რაოდენობის შემცირებაა შესაძლებელი. ვინაიდან, ბლოკჩეინი საშუალებას გაძლევთ, შემოსულ ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში ადევნოთ თვალი,  პროდუქტების არასწორი განაწილების რისკები ნულამდეა დაყვანილი. 

ბლოკების თანამედროვე ჯაჭვები დიდი მასშტაბირებით გამოირჩევა, ამიტომ მოცულობით კომპანიებს შეუძლია, ერთდროულად მონაცემთა შენახვის პრობლემაც გადაჭრას. 

ამის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში „ბლოკჩეინი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“. 

ჯანდაცვა

ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პაციენტის პერსონალური მონაცემებისა და სამედიცინო ისტორიის ცენტრალიზებულ შენახვას მოიცავს. ინფორმაცია ცალკეულ  საავადმყოფოში ინახება და თუ ადამიანი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადის, მას ახალ დაწესებულებაში მონაცემების აღსადგენად დროისა და ფულის დახარჯვა მოუწევს. გარდა ამისა, ინფორმაციის შენახვის ასეთი მიდგომა შეცდომებისა და მონაცემთა გაჟონვისკენ არის მიდრეკილი. 

ბლოკჩეინი ამ პრობლემებს დეცენტრალიზაციითა და გამჭვირვალობით  წყვეტს. პირის სამედიცინო ისტორია,  რომელიც მონაცემთა განაწილებულ ბაზაშია ჩაწერილი, სხვადასხვა კლინიკებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება და სამედიცინო ბარათების საჭიროება ქრება. 

საავადმყოფოს ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ამ შემთხვევაში, კრიპტოგრაფიითა და პირადი გასაღებებით არის უზრუნველყოფილი.

განაწილებულ რეესტრს სამედიცინო ჩანაწერებზე წვდომის უზრუნველყოფა შეუძლია, რომელთა გაყალბება, ან წაშლა შეუძლებელია. უფრო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბლოკჩეინს, შეცვალოს ჯანდაცვის სექტორი, წაიკითხეთ სტატიაში "ბლოკჩეინი მედიცინაში".

სახელმწიფო საქმიანობა

ალბათ, პოლიტიკურ სფეროში, კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე არსებობს, რადგან ისინი ეროვნული ვალუტებისა და ცენტრალიზაციის პირდაპირი კონკურენტებია. თუმცა, განაწილებულ რეესტრს სახელმწიფო სექტორის მრავალსაუკუნოვანი პრობლემების - კორუფციისა და არაკეთილსინდისიერი არჩევნების საკითხის გადაჭრა შეუძლია. 

გარდა ამისა, ბიუროკრატიის ხარჯზე, სახელმწიფოებრივი პროცესები ნელი, ძვირი და მოძველებულია. ამან, შესაძლოა,  კონფიდენციალური ინფორმაციისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების დაკარგვის რისკი გამოიწვიოს.

უპირველეს ყოვლისა, ბლოკჩეინი ბიუჯეტის განაწილების გამჭვირვალე აღრიცხვის საშუალებას იძლევა. ასევე, მისი დახმარებით, შესაძლებელია კონტროლი, რომ რესურსების გაცვლა თაღლითობისა და მონაცემებით მანიპულირების რისკის გარეშე მიმდინარეობს. ასეთ ღია მიდგომას მომხმარებელთა ნდობის განმტკიცება შეუძლია. 

ანონიმური ბლოკჩეინ კენჭისყრა, რესურსტევადი პროცესი კი არის, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, თუმცა მას არაკეთილსინდისიერი არჩევნების რისკის აღმოფხვრა ერთხელ და სამუდამოდ შეუძლია. ვინაიდან  შეუძლებელია მონაცემების გაყალბება, რომლებიც განაწილებულ რეესტრში იწერება. 

ამ თემას უფრო დეტალურად სტატიაში „არჩევნები ბლოკჩეინზე“  განვიხილავთ.

მონაცემთა შენახვა

ყოველწლიურად ინტერნეტში სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება, რომელიც მისი დამუშავებისა და შენახვისთვის მძლავრ სერვერებს საჭიროებს. ჯერჯერობით ღრუბლოვანი საცავი თავის საქმეს კი აკეთებს, მაგრამ მომავალში ეს, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს. მაშინ დახმარების ხელს ბლოკჩეინი გაუწვდის, რომელიც მონაცემების დეცენტრალიზებულ ფორმატში შენახვის შესაძლებლობას შექმნის. დღესდღეობით, ინფორმაციის შენახვის ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება IPFS არის. 

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება უსაფრთხოებას გააუმჯობესებს, რადგან ამ დროისთვის მონაცემების დიდი მოცულობა ცენტრალიზებულ ღრუბლოვან პლატფორმებზე ინახება. ინფორმაციის განაწილებულ რეესტრში ჩაწერა მას სტიქიური უბედურებებისგან, სამხედრო კონფლიქტებისა და სხვა უარყოფითი გარე ფაქტორებისგან დაიცავს, რომლის მიმართ არსებული სერვერები მოწყვლადია. ეს უკავშირდება ბლოკჩეინის თავისებურებას, ჯაჭვის ასლები სხვადასხვა კომპიუტერულ კვანძებზე შეინახოს და შუამავლებზე დამოკიდებული არ იყოს. 

რა პრობლემებს წყვეტს ბლოკჩეინი, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა? 
ინტელექტუალური საკუთრების დადგენასთან დაკავშირებული სირთულეებისგან თავის დაღწევაში ეხმარება, ქველმოქმედებისა და ქრაუდფანდინგის პროცესებს გამჭვირვალეს ხდის, საბუღალტრო აღრიცხვის, დაზღვევის და უძრავი ქონების შესყიდვის პროცედურებს აიოლებს და მათ ავტომატიზაციას ახდენს, მონაცემთა დაკარგვის რისკს ამცირებს.